ტრადიციული ამერიკული ნამცხვარი. ამბობენ, რომ ელვისს ის ძალიან უყვარდა.
ამ ბისკვიტის მოზადებისას აუცილებელია ინგრედიენტების რაოდენობის და მომზადების პროცესის ზუსტი დაცვა, მაშინ შედეგი გარანტირებულად გემრიელი იქნება. ბისკვიტი სჯობს მირთმევამდე ერთი დღით ადრე გამოაცხოთ, რომ მოასწროს კარგად გაცივება და საჭირო კონდიციამდე მისვლა.
წინასწარი რჩევები:
ინგრედიენტების საზომად გამოიყენეთ 240 მლ-იანი ჭიქა. ზუსტი ზომისთვის ბოლომდე გაავსეთ ჭიქა და შემდეგ აკურატულად გადაასწორეთ ზედაპირი დანის ბლაგვი პირით.
ბისკვიტის ცომი დაახლოებით ორჯერ დიდდება ზომაში, ამიტომ თქვენ დაგჭირდებათ საკმაოდ მაღალკედლებიანი საცხობი ფორმა, დიამეტრით 26 სმ და სიღრმით დაახლოებით 12 სმ (3 ლიტრიანი მოცულობის). ამერიკელები ასეთ ფორმას Bundt Pan-ს უწოდებენ, ის მთლიანი ფორმაა, კედლები არ ეხსნება. თუ თქვენი ფორმა შედარებით ნაკლები ზომისაა და არც ისე მაღალი კედლები აქვს, ან შეამცირეთ ინგრედიენტების რაოდენობა და ნახევარი ულუფა გამოაცხვეთ, ან გაავსეთ ფორმა ნახევრამდე, ხოლო დანარჩენი ცომი გაანაწილეთ მაფინების ფორმაში და პატარა მაფინებად დააცხვეთ.
ეცადეთ არ შეაღოთ ღუმელის კარი მანამ, სანამ ცხობის დასრულებამდე 15 წუთი არ დარჩება.
პროდუქტების მომზადება:
კარაქი დაარბილეთ;
ფქვილი სამჯერ (!) გაცერით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაზომეთ სამი ჭიქა — ეს აუცილებელი მომენტია, არ დატოვოთ იგი უყურადღებოდ;
გამოყენებამდე, კვერცხი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში;
საცხობ ფორმას კარგად, ზედმიწევნით წაუსვით კარაქი და შემდეგ მოაყარეთ ფქვილი. ზედმეტი ფქვილი ფორმიდან ხელის ოდნავი დარტყმით ჩამობერტყეთ ნიჟარაში;
ღუმელი წინასწარ არ გაახუროთ!


კომენტარები