ტიტანიკი

1992 წელს, როდესაც ზღვაში შეცურდა იმ დროის ყველაზე დიდი გემი – სამგზავრო ლაინერი „ტიტანიკი“, გემთმშენებელმა მას „პრაქტიკულად ჩაუძირავი“ უწოდა, თუმცა მისი პირველი მარშრუტის (საუთჰემფტონი-ნიუ-იორკი) შესრულების მეხუთე დღეს გემი აისბერგს შეეჯახა და 3 საათის შემდეგ ჩაიძირა. ტიტანიკზე მყოფი 2229 ადამიანიდან მხოლოდ 713 ის გადარჩენა მოხერხდა. მას შემდეგ ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება, ისტორია და მტკიცება არსებობს.

ზღვაში შესვლის პირველი წარუმატებლობა

ტიტანიკის ზღვაში შეშვების დამსწრენი ტრაგედიის შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ იგი კატასტროფისთვის თავიდანვე განწირული იყო, ვინაიდან დაირღვა ტრადიცია – გემის პირველი გამგაზვრებისას მის წინა ნაწილზე შამპანურის ბოთლი არ დაუმტვრევიათ. შესაძლებელია ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხომალდის მეპატრონეები ცრუმორწმუნეები არ იყვნენ ან სურდათ განემტკიცებინათ ჩაუძირავი გემის იმიჯის ფაქტორი. დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

აგრეთვე ფაქტია, როდესაც ტიტანიკმა საუთჰემფტონის პორტი დატოვა საზღვაო-საავარიო სიტუაცია შეექმნა, ამერიკულ ლაინერ „ნიუ-იორკთან“. შეჯახების თავიდან აცილება სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უკანასკნელ წუთს მოხერხდა.ტიტანიკზე არსებული კომფორტი გაოცებას იწვევდა

რაც შეეხება ლაინერზე არსებულ პირობებს, გემზე არსებული „სპეციალური კაიუტების“ ინტერიერი შესრულებული იყო 11 სხვადასხვა სტილში , მათ შორის იყო იტალიური, ფრანგული, ჰოლანდიური და ა.შ. რესტორნებისათვის პროდუქტები შეკვეთილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან: ხამანწკები ბალტიმორიდან, ხილი კალიფორნიიდან, ყავა ბრაზილიიდან, ნაყინი ნიუ-იორკიდან, ყველი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩაი ინდოეთიდან. ტიტანიკის ბორტზე მისი პირველი და უკანასკნელი რეისის დროს განთავსებული იყო 44 ტონა ფრინველისა და 27 ტონა საქონლის ხორცი. 35 ათასი ბოთლი მინერალური წყალი და ლუდი. 5 ტონა შაქარი და 40 ტონა კარტოფილი. პირველი კლასის ბილეთი დღევანდელ ფულზე რამოდენიმე ათას დოლარს უტოლდებოდა.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ტიტანიკი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება