ტატ ტუამ ასი

ტატ ტუამ ასსი

================

ამ ბიჭზე დეტალურად უნდა მოგიყვეთ.

ავტობუსით ავდიოდით ციცაბო მთაზე.

დაუსრულებელი სერპანტინები.

შრილანკა – ტროპიკული აჭარა-გურია.

და უცბად ეს ტიპი დგას გზაზე.

ყვავილებით.

ორივე ხელი გაშლილი

და სახეზე აწერია –

“გხედავ. შენც დამინახე”.

ყვავილებს ყიდდა.

…და მე ვთქვი: “აფსუს, რა კაი კადრი იყო გადასაღებად”.

გავიარეთ.

სერპინის შემდეგ მოსახვევს მივადექით.

ეს ბიჭი კიდე უცბად ავარდა ციცაბოზე.

სწრაფად აბობღდა.

ლამის სირბილით.

თან ცალ ხელში წითელი ყვავილებით.

მოკლეზე მოჭრა გზა და ისევ წინ დაგვხვდა.

…და ჩვენც ვთქვით – “ვაიმე, ფული მაინც მიგვეცა” –

და გავიარეთ.

და ეს ბიჭი კიდევ მეტი ფორიაქით,

შეცბუნებით,

ისევ ციცაბოს მიადგა.

რანაირად მოჭრა გზა არ მკითხოთ.

…და ავტობუსში ვერავინ მოითმინა.

იყვირეს: “გააჩერეთ!”

ამოვიდა

გიჟივით ქოშინებდა.

ვიყიდეთ.

ისედაც ვაჩუქეთ.

ფოტო ვთხოვე.

დამიდგა და აი ასე პირდაპირ მიყურა ობიექტივში

ესეც ფოტო.

ესეც მთელი ისტორია.

====================

მთელი გზა ძლივს ვიკავებდი ცრემლებს

არც ყვავილის გამყიდველზე მიტირია არასდროს

არც მათხოვარზე

არც მორბენალზე

და ვერ მივხვდი რა ხდებოდა

არადა რაღაც ძალიან ღრმად შემეხო

სიმბოლო!

ასეთ რამეს მამარდაშვილი სიმბოლოს ეძახდა –

რაღაც, რაც შეგხვდება გარე სამყაროში

და დაგანახებს შინაგან სამყაროს.

ჰოდა ჩემი ცხოვრებაა ეს სერპანტნი

და როცა ერთხელ ვერ ვგებულობ გასაგებს

“ის” მოკლეზე მიჭრის გზას

და მელოდება.

იქნება ეხლა დავინახო.

ახალი შანსი.

იქნებ ახლა მივხვდე.

ისევ ვაიგნორებ

და ისიც ისევ თავქუდმოგლეჯილი ჭრის გზას

იქნებ ეხლა მაინც მივხვდე?

…და ასე

თვალებში ჩავხედე.

მივხვდი რო თვითონაც აზზე არ იყო რომ სიმბოლო იყო.

არადა მან დამანახა ამ ჩემი ეგოს და სინდისის დაჭერობანა.

მზერა,

სევდა,

რითაც ჩემი სინდისი უყურებს ჩემსავე უსინდისობას.

აი ასე მიყურებს.

დაღლილი.

ნარბენი.

გაკვირვებული

ყვავილებით.

და უბრალოდ ელოდება –

როდის ვიცნობ!

💡ანდრო დგებუაძე

Published in ბლოგი
თიკონათია
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ტატ ტუამ ასი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება