Სხვა სამყარო

უცნაური დღეა.ქალაქი ადრიანად იღვიძებს და აქტიურობას იწყებს.ხალხი ქუჩაში გამოდის.ზოგი სკოლაში მიიჩქარის,ზოგი უნივერსიტეტში,ზოგი სამსახურში და ზოგიც უბრალოდ სუფთა ჰაერზე სასეირნოდ მეგობრებს ხვდება.ყველას თავისი საქმე აქვს,თავისი საფიქრალი.ბევრი ოცნებებში იძირება და ფიქრებით არარეალურ სამყაროში მიემგზავრება,რათა მწარე რეალობას გაექცეს.

ქალაქის შუაგულში ,ხიდთან პატარა გოგონა ზის და თვალს ადევნებს მდინარის მშვიდ დინებას.სხვების მსგავსად,ისიც ფიქრებშია ჩაფლული.ის მეოცნებეა.სამყაროს განსხვავებული თვალით უყურებს.აღიქვამს იმას,რასაც ვერ აღიქვამენ სხვები. ის იმაში ხედავს სილამაზეს,რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.ის განსხვავებულია,თავისებური.პატარა მეოცნებე გოგონა.მდინარეც როგორი მშვიდია.გოგონა მას ზემოდან უცქერს და თითქოს მასთან შერწყმა სურს.რა სიმშვიდეა მასში,როცა ირგვლივ ქალაქი ცოცხლობს.მდინარე აუღელვებლად მიუყვება ნაპირებს,თითქოს არ ჩქარობს წასვლას და ცდილობს,რაც შეიძლება დიდხანს შემორჩეს ერთ ადგილს. ისიც კი ოცნებობს.ბუნება ცოცხლობს.სხვანაირად არც შეიძლება.ეს გარდაუვალია.

მდინარის ნაპირას,ერთ-ერთ ქვაზე საყვარელი მოხუცი ჩამომჯდარა და ანკესი წყალში ჩაუშვია.საათობით ზის თევზის მოლოდინში და ისიც ფიქრებში იძირება.ვინ იცის,რაზე ფიქრობს.იქნებ ცხოვრებაზე,ან ოჯახზე,ან იქნებ მდინარის სილაღეზე.ფიქრობს და ხმაურიანი სამყაროსგან შორს,სიცოცხლით ხარობს.პატარა ტალღები აგულიანებს მას და უდიდეს პოზიტივს უზიარებს.აქ მოწყენა შეუძლებელია.აქ ხომ სრულიად სხვა სამყაროა.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

Სხვა სამყარო

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება