სუროგაცია და დონაცია
https://fb.watch/nENgbOurbH/?mibextid=cr9u03
სუროგატის და ბიოლოგიური დედების მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაციის შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერების (IVF) პროგრამა, ჩვეულებისამებრ, იწყება ბიოლოგიური დედის საკვერცხეების სტიმულაციით, ამავდროულად ტარდება სუროგატი დედის ენდომეტრიუმის მომზადება. მთელი პროცესი მკაცრად კონტროლდება რეპროდუქტოლოგის მიერ ულტრაბგერითი და ჰორმონალური მონიტორინგის გამოყენებით. ფოლიკულის სათანადო ზომების მიღწევისას, ხორციელდება ფოლიკულის პუნქცია და ფოლიკულარული სითხის ასპირაცია. მიღებული კვერცხუჯრედები ნაყოფიერდება ქმრის/პარტნიორის სპერმით და იზრდება ლაბორატორიაში სპეციალურ გარემოში 3-5 დღის განმავლობაში.შესაბამის დღეს ემბრიონები გადააქვთ სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში, სადაც, წარმატებული იმპლანტაციის შემდეგ, თქვენმა პატარამ უნდა გაიაროს მთელი ემბრიონული პერიოდი. სუროგატი დედა მხოლოდ მუცლად ატარებს თქვენს შვილს და არა აქვს მასთან გენეტიკური კავშირი.ემბრიონის გადატანიდან მე –14 დღეს განისაზღვრება სისხლში ქორიონული გონადოტროპინის დონე, რაც ორსულობის არსებობაზე ან არარსებობაზე მიუთითებს. #სუროგატიდედა
კომენტარები