“სიყვარული “ 

რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული? – ამ კითხვაზე ყველა ადამიანი ვერ გაგცემთ პასუხს.

რას ნიშნავს ეს დუმილი? – იმას ხომ არა, რომ არასოდეს ყვარებიათ? იქნებ ეს იმის მიზეზია, რომ ბავშვობაში იყვნენ მოკლებული სიყვარულსა მზრუნველობას, რამაც ჩაკეტილობა და გრძნობების ბლოკირება გამოიწვია.

სხვა საქმეა, როცა ადამიანს უყვარს და არ აღიარებს ამას. კიდევ უფრო უარესი – როცა არ უყვარს და ცდილობს საწინააღმდეგო დაამტკიცოს.

სამწუხაროდ, უამრავ ადამიანს დედამიწის ზურგზე არა აქვს უნარი გამოსცადოს სიყვარულის მშვენიერი გრძნობა, თუმცა ამას უსათუოდ ყველა იმსახურებს.

მათი განსჯა, ვისაც სიყვარული არ შეუძლია, არ შეიძლება, რადგან ისევე, როგორც ყველა სიკეთე, ადამიანს სიყვარულის უნარიც ღმერთისგან მიეცემა და ის, რაც ღმერთმა არ მისცა, არ შეიძლება იყოს ადამიანის ბრალი.

სიყვარული უპირველეს ყოვლისა გრძნობით იწყება, რომელიც ზოგჯერ ადამიანის გულში, ყველაზე წარმოუდგენელ მომენტში იბადება და მას არ შესწევს ძალა წინ აღუდგეს ამ გრძნობას.

მართალია გრძნობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიყვარულს, მაგრამ გულში გაჩენილ გრძნობას ლტოლვა მოჰყვება ხოლმე, ხოლო თუ ლტოლვა სიყვარულში გადაიზარდა, ადამიანს შეუძლია უბედნიერესად ჩათვალოს საკუთარი თავი.

სიყვარულია – როცა ვერ წარმოგიდგენია საკუთარი თავის მის გარეშე, ვინც გიყვარს და სიცოცხლეც მხოლოდ იმ ადამიანის გამო გიხარია, რომელიც ყოველ დილით გაიძულებს დაიწყო დღე ღიმილით და გიხაროდეს ყოველი წამი. მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია დაგანახოს სიცოცხლის აზრი, მხოლოდ მისი ღიმილი და გამოხედვა აიძულებს გულს აჩქარებით დაიწყოს ცემა.

სიყვარული არ არის, როცა ყველაფერი „გონიერების ფარგლებშია“, მას არ სჭირდება საზღვრები და სივრცე. სიყვარულია როცა შეგიძლია საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირო საყვარელ ადამიანს.

სიყვარული თავგანწირვაა და არ არსებობს რამე უფრო სასიამოვნო დედამიწის ზურგზე, ვიდრე საყვარელი ადამიანისთვის თავის გაწირვა, როცა ყოველ გადალახულ სიძნელეს მოაქვს ათასჯერ მეტი სიხარული და ხელს გიწყობს მის უკეთ შეცნობაში.

თუ ადამიანი არ არის მზად ამგვარი მსხვერპლისთვის, იგი ვერასდროს შეძლებს სრულად დატკბეს სიყვარულის გრძნობით.

სიყვარული – ჰარმონია და ეიფორიაა – ერთდროულად! უნდა შეძლო, დაინახო და შეიგრძნო იგი სადღაც, საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეში. ეს ძალიან ფაქიზი უნარია და მასშიც დევს სიყვარულის უნარის ნიჭი.

სიყვარულია, როცა თავად კი არ გსურს იყო ბედნიერი, არამედ ბედნიერი გახადო სხვა ადამიანი. ეს არ არის ბრმა თაყვანისცემა – დაფასება და მისი სწორად შეფასების უნარია.

სიყვარული არ არის რევერანსი იდეალის მიმართ…

სიყვარული გაცნობიერებაა, რომ შენს გვერდით დგას არა უნაკლოება, არამედ ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანი და მიიღო იგი ყველა თავისი შესაძლო ნაკლოვანებებით.

სიყვარულია, როცა გსურს არა საყვარელი ადამიანის ხშირად ნახვა, არამედ მასთან ერთად ცხოვრება.

სიყვარული არ არის დღევანდელობა, იგი ერთობლივი მომავლის განჭვრეტის სურვილია.

შეყვარებული ადამიანი არ შეიძლება იყოს მრისხანე და არამიმტევებელი. იგი ლმობიერია, ლმობიერება წარმოშობს პატიებას და პატიება სწორედ ის კარებია, რომლის უკანაც ცხოვრობს სიყვარული.

სიყვარული ჰუმანიტარული ტერმინია – მას ვერასოდეს აღწერ სიტყვებით და ვერ გადმოსცემ წერილობით. დღემდე ეს ვერავინ შეძლო.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

“სიყვარული “ 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება