სიტვაციის გამოყენება შენდა სასიკეთოდ
მდიდარი კაცი შევიდა ბარში.
შიგნით შესვლისას კუთხეში მჯდომი შავკანიანი ქალი შენიშნა. ბართან მივიდა, საფულე ამოიღო და დაიყვირა: “ბარმენ,” ამ ბარში სასმელს ვყიდულობ ყველასთვის, გარდა იმ შავკანიანი ქალისა.
– “ბარმენმა” ფული გამოართვა და შავკანიანი ქალის გარდა ყველასთვის ბარში სასმელის მირთმევა დაიწყო. იმის ნაცვლად, რომ შავკანიანს ენერვიულა, ქალმა უბრალოდ შეხედა მამაკაცს და უთხრა: “მადლობა.” ამან მდიდარი კაცი გააბრაზა.
– ისევ ამოიღო საფულე და თქვა: „ამჯერად, მიმტანო, მე ვყიდულობ თითო ბოთლ ღვინოს სათითაოდ ყველასთვის და დამატებით საჭმელს, გარდა იმ შავკანიანი ქალისა, რომელიც კუთხეში ზის. “
– ოფიციანტმა გამოართვა ფული მამაკაცს და შავკანიანი ქალის გარდა, ბარში ყველასთვის საჭმლისა და ღვინის მიტანა დაიწყო.
როცა ოფიციანტმა საჭმელი და სასმელი მიტანა დაასრულა, ქალმა უბრალოდ შეხედა მამაკაცს, გაიღიმა და უთხრა: „მადლობა,” რამაც ის კიდევ უფრო გააბრაზა.
– ბართან მივიდა და ბარმენს ჰკითხა: რას იტყვით ამ შავკანიან ქალზე?.. გაბრაზების ნაცვლად ის უბრალოდ ზის, მიღიმის და მეუბნება: “მადლობა”-ს. ის გიჟია?…
– „ბარმენმა“ მდიდარს გაუღიმა და უთხრა: „არა, ის გიჟი არ არის. ის ამ დაწესებულების მფლობელია.”
ზოგჯერ ჩვენი მტრები მოქმედებენ ისე, მათ არ იციან, რომ ეს ჩვენს სასარგებლოდ ხდება.
კომენტარები