სინამდვილეში, ვინ ვართ ჩვენ?! 

ქართველი ვარ

სინამდვილეში ვინ ხარ, როცა ამას ამბობ? სამშობლოსათვის მებრძოლი დაუოკებელი სულის მეპატრონე ჯარისკაცი, თუ ღვარძლით სავსე ამბიციური ქმნილება, თბილ სკამზე დასაჯდომად, რომ მზად არის ყველაფერი გაანადგუროს?

ღმერთის სახელით მოსაუბრე ხარ, თუ ზიზღის გამღვივებელი ძმა ძმას, რომ უნდა მოაკვლევინო? თავისუფებისთვის მებრძოლი დაუდგრომელი სული ხარ, თუ ბელადის ხატზე მლოცველი ფანატიკოსი, რომელიც შვილზე მეტად გიყვარს?

საკუთარი ქვეყნის გმირობას მაშინ ჩემულობ, როცა ყველაფერი გეზიზღება შენი სამშობლოსი, მასხრად იგდებ და დასცინი…

პატრიოტი გგონია თავი და სხვა ქვეყანა შენსასზე მეტად გიყვარს. შენი ყველაფერი უნდა გააკრიტიკო, თუ რამე კარგი ხდება არ უნდა შეიმჩნიო… სამაგიეროდ სხვები უნდა გააიდიალო ისე სახეშიც, რომ შემოგაფურთხონ მასზე ცუდი პირიდან ვერ ამოგგლიჯონ.

უძლეველი ხარ, რომელმაც დღემდე მხრებით თრევით მოიტანა მრავალგზის ნაგვემი ქვეყანა, თუ უსინდისო და გარეწარი, რომელმაც საკუთარ ინტერესებს გადააყოლე მისი ბედი?!

დღისით-მზისით ოო რა დიდ გულზე ხარ, არ ჩერდები.. გაკაპასებული სულ ჩხუბობ და ჩხუბობ, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება ისეთი მშიშარა ხარ გაქცევას ვერინ მოგასწრებს.

თავს იტყუებ ვითომ თავისუფლება გინდა, მაგრამ სინამდვილეში მონად ხარ დაბადებული და შენი ფსევდო თავისუფლება მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ახალ პატრონს მორჩილი თვალებით დაეძებ, რომელიც არ აქვს მნიშნველობა რას შემოგთავაზებს, შენ ნებისმიერ შენთხვევში მის წინაშე ძირს უნდა ფორთხავდე და სხვებისგანაც იგივეს კეთებას მოითხოვდე.

რატომ დაიმანჭე წყენისგან?! მრავალი ტანჯვის შემდეგ ნანატრი თავისუფლება, რომ მოიპოვე და მერე ძმის მოკვლა დაიწყე შენ ის ქართველი არა ხარ?!

სამშობლოს სახელით ერთმანეთს, რომ დაუპირისირდით და ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანეთ ის ქართველები არა ხართ?!

მშობლების შეცდომებმა ვერაფერი, რომ ვერ გვასწავლა და ისევ გადატრიალება, დაჭერა, დახვრეტა და ერთმანეთის დახოცვა, რომ გვინდა ის ქართველები არა ვართ?!

კარგი შენ ასეთი ხარ ქართველო, მაგრამ თვითონ საქართველომ რა დააშავა სულელი შვილი, რომ ჰყავხარ?!

სინამდვილეში შენ ქართველი კი არა საბჭოთა მენტალიტეტით გარყვნილი ადამიანი ხარ, რომელიც თითქოს მას ებრძვი, მაგრამ მისი მარწუხებისგან თავი ჯერაც ვერ დაგიღწევია. ასეთი ხარ, რადგან როგორც კი შენთვის არ მოსაწონ, მიუღებელ აზრს მოისმენ მაშინვე შინსახკომის შეფად გადაიქცევი.

არადა სინამდვილეში ქართველობა ხომ სულ სხვა რამეს ნიშნავს,

რაღაც უცხოს, მნიშვნელოვანს, ყველასაგან განსხვავებულს… ქართველი ვარ – რაინდების ქვეყნის შვილი. მჩაგვრელი კი არა სტუმართ-მოყვარე და თავაზიანი. უსამართლო კი არა პირიქით – სიმართლისთვის მკვდარი. ქსენოფობი კი არა, სხვის ტაძარში მლოცველი. მოყვასის მოძულე კი არა იმდენად მოსიყვარულე, რომ პატარა თხილის გულსაც კი ცხრა ძმანი ვიყობთ. ბელადომანი კიარა თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი… მე შინდისში უშიშრად გამიმართავს საქართველოს მიწამდე დახრილი მუხლი. ის ქართველი ვარ, ხელყუმბარა გადაფარებული ნაფლეთებად, რომ ვიქეცი თანამებრძოლთა სოცოცხლის გადასარჩენად. არავის შეუძლია მშიშარა მიწოდოს.

…მე

ქართველი

ვარ

გიორგი ანწუხელიძის

ქვეყნიდან.

Published in ბლოგი
ნანა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სინამდვილეში, ვინ ვართ ჩვენ?! 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება