სიზმარი

სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა (ძილში სიზმრის შინაარსს სუბიექტი რეალობად განიცდის). ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. ამაზეა დამყარებული სიზმრის ექსპერიმენტული გამოწვევა სუსტი ოპტიკური (დანახვით), აკუსტიკური (სმენითი) ან შეხებითი გამღიზიანებლებით, ფანტაზიის გამოვლენის ტოპირი ფორმები განსაკუთრებით ფართოდ ვლინდება გაბმულშინაარსიან სიზმარში, ზოგჯერ კი ალეგორიული მნიშვნელობის წარმოდგენათა სახითაც. ასეთ სიზმარში უნებლიე ფანტაზიას აამოქმედებს ხოლმე ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება (ორგანული ან მაღალპიროვნული). სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. მაგ., სასურველს; შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რის რიდი და შიშიც გვაქვს.

ზოგჯერ სიზმარში ფანტაზია აგრძელებს იმ მოქმედებას, რომლის ინტენსიური შესრულებისას ცხოვრებაში მოჰყვა ამ მოქმედების განწყობის ფიქსაცია (მაგ: მთარგმნელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტარგმნიდა, სიზმარშიც ამას აკეთებს). სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სიზმარი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება