სეტყვის შემდეგ

დღევანდელი გათენებული დილა,

განსხვავებული მგონია, იმიტომ რომ,

ძლიერი სეტყვის შემდეგ განადგურებულა ყველაფერი და მიწის

პირს გასწორებულია.

ამინდი მზიანი სხივებით მოსილი,

თითქოს უნდა დაეხმაროს წაქცეულს ან წელში მოხრილ მცენარეებს,  

რომლებიც ზოგი მიწის პირს გართხმულა, ზოგიერთი ძლიერი

აღმოჩნდა– ცემას და გვემას გაუძლო,

ზოგიერთი კი შუაზეა გადატეხილი და

უსიცოცხლოა რომელსაც ვეღარ უშველის მზე ის მოკვდა!!

სტიქიური მოვლენები, ღვარცოფები,

მიწისძვრები, ცეცხლი, ზვავი,

რამდენი უბედურების წინაშეა ადამიანი უძლური, სუსტი დაუცველი!!

ფრინველები დღეს დილით არ

გამოჩენილან, ტრადიციას უღალატეს,

მიხვდნენ ჭიკჭიკის დრო არ არის დღეს,

გაკრეფილან!

ან, იქნებ, გუშინდელ- თავსდატეხილ

თქეშს ვერ გაუძლეს, თავი ვერსად

შეაფარეს, იქნებ, ბუდემდე ვერ მიაღწიეს, შუა გზაში მოუსწროთ და ვერ

მოერივნენ მოკვდნენ.

ან, დარდობენ, ისინი ხომ უმწეო

დაუცველები არიან…

სტიქიამ სიცოცხლე მოუსპო!!

დასანანია ყოველი სულიერი!

მაგრამ ეს კიდევ, გაფრთხილება

მგონია, სტიქიის ძალა ძლიერია, ცდილობ მაგრამ ვერ ერევი, წარღვნაა

თითქოს, ცოტახანს რომ გაგრძელებულიყო, წაილეკებოდა!

თეთრად მოფენილი ბურთულები სეტყვის, საოცარი და ამოუცნობი მგონია სამყარო, გადათეთრდა ირგვლივ და უამრავი დამაზიანებელი,

მაგრამ პატარა მრგვალი ლამაზი

ბურთულები საოცრებები მგონია!!

სეტყვის შემდეგ, თეთრ ნისლში გაეხვა

ყველაფერი, მიწის ზედაპირიდან

დაიწყო, ფენა– ფენა იმატებდა, მიწევდა

მაღლა, ბოლოს ბურუსი ჩამოწვა,

თვალთახედვა აღარიყო, ცას შეუერთდა კარგახანს!

შეიფუთა გადათეთრდა გათეთრდა!

თეთრი კვამლი თითქოს შთანთქმას

უპირებდა აღარავის ინდობდა!

            მელო სოლოღაშვილი♥️🙏

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სეტყვის შემდეგ

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება