სახის კანის მოვლის 7 წესი ❣️
ზამთარი და ზამთრის გაუსაძლისი სიცივე ისევე როგორც ჩვენთვის, ჩვენი კანისთვისაც ძალიან რთული პერიოდია.
ორგანიზმი ამ დროს გარემო ფაქტორებზე განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება და ხშირად ვუჩივით გამონაყარს, კანის გამოშრობას და მის აქერცვლასაც კი.
სწორედ ამიტომ, დღეს 7 მარტივ წესს ჩამოგითვლით, რომელიც წელიწადის ყველაზე მკაცრ სეზონზე სახის კანის მოვლაში დაგეხმარებათ.
აი, ისინიც:
1. მიიღეთ მეტი წყალი
ფოტო: Safe Drinking Water Foundation
მცხუნვარე ზაფხულისგან განსხვავებით ცივ ზამთარში წყალი სულ უფრო ნაკლებად გვინდება, რაც ძალიან ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანის სიჯანსაღისთვის ყოველდღიურად ორგანიზმს გარკვეული რაოდენობის წყალი სჭირდება.
ამიტომ, პრობლების მოგვარების გზაზე პირველი და უმარტივესი ნაბიჯი, უბრალოდ საკუთარი თავისთვის იმის შეხსენებაა, რომ წყალი უნდა დავლიოთ.
2. სახე თბილი წყლით დაიბანეთ.
სიცივეში ცხელი წყლით დაბანას არაფერი სჯობს, თუმცა, იმისათვის, რომ სახიდან ზედმეტად ბევრი ცხიმი არ ჩამოვირეცხოთ, უმჯობესი იქნება, თუ ზამთარში სახესა და ხელებს ყოველთვის თბილი წყლით დავიბანთ.
3. გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი . გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი:
Allure
ზამთარში ადამიანების უმრავლესობას კანის სიმშრალე აწუხებს, რაც მასზე ცივი და გამომშრალი ჰაერის ზემოქმედებით არის გამოწვეული. კანის სიმშრალის პრობლემას კი ნებისმიერი დამატენიანებელი მარტივად გადაჭრის.
4. ერიდეთ პარფიუმერიას.
ერიდეთ პარფიუმერიას
ფოტო: Healthyliving from Nature
რთულია სილამაზის მოყვარულ ადამიანს უთხრა, რომ პარფიუმერია არ გამოიყენოს, თუმცა ფაქტია, რომ ბუნებრივი სილამაზე ასევე მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლს.
იმისათვის, რომ ზამთარში კანის გაღიზიანებას არ შევუწყოთ ხელი და გამონაყარი არ გვქონდეს, პარფიუმერია რაც შეიძლება იშვიათად უნდა გამოვიყენოთ.
5. დაიცავით კანი გარემოს ზეგავლენისგან.
დაიცავით კანი გარემოს ზეგავლენისგან : eauty & Health Tips
კანი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ორგანოა, რომელიც გარემო ფაქტორებზე მყისიერად ახდენს რეაგირებას. ამიტომ განსაკუთრებულად ცივ ამინდებში ყოველთვის დაიცავით ის სიცივისგან, ქარისგან, ან უბრალოდ მზისგან, რომელიც ზამთარშიც კი ახერხებს ჩვენი სილამაზის შელახვას.
6. გამოიყენეთ სახის ნიღბები:- MindBodyGreen
სასურველია, რომ თქვენი კანი სახლში, თქვენივე ხელით დამზადებული ბუნებრივი ნიღბებით ხშირად გაანებივროთ.
ნიღბის დასამზადებლად ნებისმიერი ჯანსაღი პროდუქტი გამოგადგებათ – თაფლი, კვერცხი, კიტრი, შვრია, სტაფილო ან ავოკადო.
7. იკვებეთ სწორად: – American Heart Association
და ბოლოს, შეუძლებელია კანის პრობლემის მოგვარება სწორი კვების გარეშე, რადგან რამდენი ნიღაბი, დამცავი და დამატენიანებელიც არ უნდა წაისვათ, თუ ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით არ მოამარაგებთ, წარუმატებლობისთვის ხართ განწირული.
ხშრად იკვებეთ ისეთი წვნიანი საკვებით, როგორიც არის საზამთრო, ფორთოხალი, პომიდორი, ან უბრალოდ ვაშლი.
👍👍👍👍👍👍👍❤️

კომენტარები