სასაფლაო

ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,

აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,

და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,

ვით იესოს ტანჯულ მკერდზე

გადმომსკდარი სისხლის ღვარი?

ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,

ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,

როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,

და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?

ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე

და პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,

დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან

და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?

ვის გინახავს სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?

მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები,

გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები,

მე მინახავს, ვით სიცოცხლეს, მე _ სიცოცხლე ვიგინები.

ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო, ცივი ქვების პირდაპირა

და სიკვდილი შავფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.

მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:

მეც აქ უნდა დამეძინოს! მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!

იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს, იქნებ, ღირს ვარ გასაწირად,

მაშინ ერთი დაიხსომე, ჩემო ქალო პაწაწინავ:

მოცქრიალდი ჩემს საფლავთან,

ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,

ვით ეს შლეგი ნაკადული, ვით ყვავილთა დედოფალი,

დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი

და, ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი,

მოიგონე მამაშენი, შუშა-ოქროდ გასაზრდელო,

თქვი, რომ მოკვდა სიყვარულით, შეუყვარდა საქართველო,

თქვი და ისე გაიცინე, მანანაო თვალხატულავ,

რომ მე გულზე გადამიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად!

ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,

ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,

როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,

და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?! ლადო ასათიანი❤️

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სასაფლაო

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება