საკუთარი თავის სიყვარული

მოგესალმებით ლამაზო ადამიანებო, დიახ დიახ ყველანი ლამაზები ხართ. ხშირად გვსმენია, რომ საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს, მეტს ვიმსახურებთ და ა.შ, თუმცა ამის პრაქტიკაში განხორციელება რთულია განსაკუთრებით დღევანდელობაში. მაგრამ აუცილებელია რომ არ დავივიწყოთ და სულ გვახსოვდეს ჩვენი საოცარი თავები💗 მეგობრებო, აუცილებლად შეიყვარეთ საკუთარი თავები  და შეავსეთ პოზიტიური განწყობით თქვენი ლამაზი სხეულები. ნუ განსჯით სხვის ცხოვრებას და ნურასდროს შეგშურდებათ სხვისი წარმატების, რადგან პირველ რიგში, უარყოფითი ემოციები აყენებს ჩვენს სხეულს, როგორც ფიზიკურ ასევე მორალურ ზიანს. დამერწმუნეთ, არცერთი თვალის ფერი ან ფორმა არ არის ისეთი ლამაზი როგორიც სიკეთით სავსე თვალებია. 😍 როგორც ექცევით საკუთარ თავს ისე გექცევიან გარშემომყოფები ამიტომ შეცვალეთ დამოკიდებულება საკუთარი თავების მიმართ და მეტად დააფასეთ ისინი. უბრალოდ, ეცადეთ შეიცნოთ საკუთარი თავები მეტად და დაიწყეთ თქვენი ქვეცნობიერის შეცნობა და ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ. მესმის, რომ შეიძლება თქვენ იძაბებოდეთ რთული სამსახურით ან უბრალოდ რთული დღით მაგრამ ყოველთვის იყავით მადლიერები და სამყარო იმაზე მეტს მოგცემთ ვიდრე გგონიათ და აი ზუსტად მაშინ მიხვდებით, რომ თქვენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებთ. გაალამაზეთ თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება, გაეცით მეტი პოზიტივი, ეცით საკუთარ თავს პატივი და დატკბით ცხოვრებით და ნუ გავიწყდებათ რომ ის მხოლოდ ერთია. წარმატებულ და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ. 💗💗✌🏼

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

საკუთარი თავის სიყვარული

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება