საინტერესო ფაქტი

იცოდით რომ პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდმა 1774 წლის შიმშილობისას ხალხს კარტოფილი უფასოდ დაურიგა, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის გამო მეფემ კარტოფილის ყანებში დაცვა დააყენა, რათა ეს ბოსტნეული ძვირფასი და ღირებული გამოჩენილიყო სხვების თვალში და მართლაც, ყანებიდან კარტოფილის მოპარვა ადამიანებმა თავად დაიწყეს. სხვათა შორის, ფრიდრიხ მეორეს “კარტოფილის მეფეც” შეარქვეს


ჰო კიდევ … მეორე მსოფლიო ომში რუსებმა ძაღლები გაწვრთნეს, რათა მტრების ტანკების ქვეშ ბომბებით შემძვრალიყვნენ და აეფეთქებინათ (კი, ძაღლებიც იღუპებოდნენ). მათ “ანტისატანკო ძაღლებს” უწოდებდნენ, თუმცა პრაქტიკაში ერთი დიდი ხარვეზი გამოჩნდა: რუსულ ტანკებზე გავლილი წვრთნების შემდეგ ბრძოლის ველზეც გერმანელების ნაცვლად საბჭოთა ტანკები ააფეთქეს ძაღლებმა


არ გაგეცინოთ და ჯეკ დენიელი (დიახ, Jack Daniel’s-ის დამფუძნებელი) მაშინ დაიღუპა, როცა იმ სეიფის გახსნას ცდილობდა, სადაც ფულს ინახავდა: კოდი დაავიწყდა და გაბრაზებულმა სეიფზე ხელის მირტყმისას ინფექცია შეეჭრა. 

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

საინტერესო ფაქტი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება