საინტერესო ფაქტები

„ეკატერინე II“ ერქვა.

11. დედოფალმა ელიზავეტა პეტროვნამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმ სამასი გვარდიელისთვის, რომლებიც ტახტზე ასვლაში დაეხმარნენ, საგვარეულო გერბები შეუქმნა.

12. ლონდონის სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში თვალსაჩინო ადგილას გამოფენილია იმ ძროხის ტყავი, რომლისგანაც ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა ყვავილის პირველი ვაქცინა მიიღო.

13. წარმოების ამ დარგზე კარლ მაქსი ამბობდა: „ყველაზე საშინელი, რაც დანტემ აღწერა, მანუფაქტურის ამ დარგში ხდებოდა. მუშებს ძვლებიც კი ულპებოდათ, ერღვეოდათ ფსიქიკა, არცთუ იშვიათი იყო თვითმკველელობები“. ეს იყო ფოსფორიანი ასანთის გამოშვების საწარმო.

14. ბრიტანეთის საზოგადოებამ ცნობილი მეზღვაური ჯეიმს კუკი ოქროს მედლით გეოგრაფიული აღმოჩენისთვის კი არა, არამედ სულ სხვა დამსახურებისთვის დააჯილდოვა – ეს იყო მეზღვაურების სურავანდისგან დაცვა ლიმონით.

15. იყო დრო, როდესაც რუსეთში ერთი ფუთი თეთრი თაფლი 5 მანეთი ღირდა, ყვითელი – 3 მანეთი და 50 კაპიკი, ხოლო შაქარი კი გაცილებიტ ძვირი – 9 მანეთი

16. ეს სულაც არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ამ გერმანელმა მფრინავმა “ჩამოაგდო” საბჭოთა არმიის 3 მარშალი, 9 გენერალი და 298 ოფიცერი. ეს იყო მატიას რუსტი, რომელმაც 1987 წლის 28 მაისს თვითმფრინავი “სესნა” მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის წინ დასვა.

17. ჩინეთში მსახიობი გუ იუე ძალიან პოპულარულია, მას თითქმის ყველა იცნობს, მაგრამ სხვა მსახიობთაგან განსხვავებით მიზერულ პენსიას (50 დოლარს) იღებს. მას აკრძალული აქვს სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა, რადგან მან მაო ძე დუნის როლი შეასრულა.

18. ტერენტი გრანელი ამბობდა, სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ იმის კი მეშინია, სასაფლაოდან ყველა რომ წავა, მე იქ დავრჩებიო (პირველი რამე მას სასაფლაოზე იპოლიტე ხვიჩიამ გაუთენა).

19. პეტრე I 213 სმ იყო.

20. ვინსენტ ვან გოგმა თავის ცხოვრებაში მხოლოდ

 ერთი სურათი გაყიდა

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

საინტერესო ფაქტები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება