საინტერესო და სასაცილო ფაქტები ისტორიიდან

როცა ისტორიაზე ვსაუბრობთ, განხილვის თემა ყოველთვის სერიოზულია ხოლმე: ბრძოლები, ომები, ადამიანების ბიოგრაფიები, საამაყო მიღწევები, ტრაგიკული ამბები და ასე დაუსრულებლად.

თუმცა ხშირად ისტორიის ფურცლებზე ისეთ ფაქტებსაც გადავაწყდებით, რომელთა დაჯერებაც იმ მარტივი მიზეზით შეიძლება გაგვიჭირდეს, რომ ზედმეტად კომიკურად ჟღერს.

1. ახალ ზელანდიაში 2015-2016 წლებში ქვეყნის დროშის არჩევასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა და ერთ-ერთ ვერსიად ქვემოთ მოცემული დროშა იყო წარდგენილი, რომელზეც ენდემური ფრინველი კივი თვალებიდან ლაზერს უშვებს. ამ ვიზუალს ძირითადად კომიკოსები იყენებდნენ, თუმცა მან მოსახლეობაშიც საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

2. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდმა 1774 წლის შიმშილობისას ხალხს კარტოფილი უფასოდ დაურიგა, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის გამო მეფემ კარტოფილის ყანებში დაცვა დააყენა, რათა ეს ბოსტნეული ძვირფასი და ღირებული გამოჩენილიყო სხვების თვალში და მართლაც, ყანებიდან კარტოფილის მოპარვა ადამიანებმა თავად დაიწყეს. სხვათა შორის, ფრიდრიხ მეორეს “კარტოფილის მეფეც” შეარქვეს.

3. მეორე მსოფლიო ომში რუსებმა ძაღლები გაწვრთნეს, რათა მტრების ტანკების ქვეშ ბომბებით შემძვრალიყვნენ და აეფეთქებინათ (კი, ძაღლებიც იღუპებოდნენ). მათ “ანტისატანკო ძაღლებს” უწოდებდნენ, თუმცა პრაქტიკაში ერთი დიდი ხარვეზი გამოჩნდა: რუსულ ტანკებზე გავლილი წვრთნების შემდეგ ბრძოლის ველზეც გერმანელების ნაცვლად საბჭოთა ტანკები ააფეთქეს ძაღლებმა.

4. ჯეკ დენიელი (დიახ, Jack Daniel’s-ის დამფუძნებელი) მაშინ დაიღუპა, როცა იმ სეიფის გახსნას ცდილობდა, სადაც ფულს ინახავდა: კოდი დაავიწყდა და გაბრაზებულმა სეიფზე ხელის მირტყმისას ინფექცია შეეჭრა.

5. საფრანგეთის მეფე ლუი მესამე 882 წელს 17 წლის ასაკში იმის გამო დაიღუპა, რომ ცხენით ჯირითისას გოგოს მისდევდა და უცაბედად თავი კარის თაღს მიარტყა.

აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი მეფე არ არის საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც ამ მიზეზით დაიღუპა: 1498 წელს ჩარლზ VIII-ც კარის თაღზე თავით შეჯახების გამო გარდაიცვალა.

იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

საინტერესო და სასაცილო ფაქტები ისტორიიდან

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება