საინტერესო და სასაცილო ფაქტები ისტორიიდან ნაწილი 2
6. ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, სალვადორსა და ჰონდურასს შორის 1969 წელს გამართული ფეხბურთის მატჩისას დაწყებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა: საომარი მოქმედებები ოთხ დღეს გაგრძელდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა.
7. გადმოცემის თანახმად, ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპი თავის ხუმრობაზე სიცილის დროს მოკვდა: როცა მან დაინახა, როგორ ჭამდა თავისი ვირი ლეღვის ფოთლებს, თქვა: “მიეცით ვირს სუფთა ღვინო, რათა ჩამოირეცხოს ლეღვი” და გაუჩერებელი ხარხარი აუტყდა.
8. ადრე ადამიანებს სჯეროდათ, რომ ქალის სხეული მატარებლისთვის შესაფერისი არ იყო და თუ ქალი ამ ტრანსპორტით იმგზავრებდა, მისი საშვილოსნო გაფრინდებოდა.
9. მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა რეალური გეგმა, რომ ჰიტლერის საკვებში ქალის ჰორმონი ესტროგენი შეეპარებინათ, რათა ის “ნაკლებად აგრესიული” გამხდარიყო
10. ამერიკელმა ექიმმა ჯონ ჰარვი კელოგმა პირველმა გამოიგონა საუზმის ცნობილი სახეობა სიმინდის ფანტელები და საზოგადოებას ის წარუდგინა, როგორც მოზარდ ბიჭებში მასტურბაციის საწინააღმდეგო საშუალება. კელოგი მთელი ცხოვრება სხვადასხვა გზით ცდილობდა მასტურბაციის “მავნე ჩვევასთან” ბრძოლას და მათ შორის ერთ-ერთ საშუალებად სიმიდის ფანტელების ჭამა მიაჩნდა.

კომენტარები