
რჩევები ლამაზი რუჯის მისაღებად.
მზის აბაზანების მიღების პირველ დღეებში, სასურველია, გამოიყენოთ ძლიერი დამცავი საშუალება
მზეზე ყოფნის დროის ათვლა ითვლება სახლიდან გასვლისთანავე
კოსმეტიკური დამცავი საშუალება, ვადის გასვლამდე, უნდა შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას
მზეზე გასვლის წინ 20 წუთით ადრე და ბანაობამდე 30 წუთით ადრე წაისვით დამცავი საშუალება
საცხის გამოყენებამდე დატესტეთ კანის პატარა მონაკვეთზე, ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად
ნამზეურის მიღების შემდეგ გადაივლეთ წყალი და დაიტენიანეთ კანი შესაბამისი კრემით
სოლარიუმი
დღეს სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს სოლარიუმის დახმარებით გარუჯვა. თუმცა აუცლებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოლარიუმში რუჯის მიღების დროს ულტრაიისფერი გამოსხივების კანზე ზემოქმედება უფრო ძლიერია. სოლარიუმის ხშირი და დიდი დოზით გამოყენება ვნებს კანის სტრუქტურას, აშრობს და აჩქარებს დაბერების პროცესს, ასევე აქვეითებს იმუნიტეტსა და აზიანებს კანის დნმ-ს.
კვლევების მიხედვით, სოლარიუმში მიღებული რუჯით 15-ჯერ მეტ ულტრაიისფერ დასხივებას იღებს კანი, ვიდრე მზეზე გარუჯვისას.
სოლარიუმით სარგებლობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:
გამოიყენეთ სპეციალური დამცავი სათვალე, ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების ასაცილებლად
წაისვით სოლარიუმში გასარუჯი სპეციალური კრემი (საჭიროა წინასწარ დატესტვა ალერგიის ასაცილებლად)
სიფრთხილე გამოიჩინეთ მკერდთან, სხეულის ტატუირებულ ნაწილთან- დაიფარეთ ისინი კარგად, სპეციალური დამცავი საშუალებებით
დაიტენიანეთ კანი სოლარიუმიდან გამოსვლის მერე
შხაპის მიღება რეკომენდებულია 6-8 საათის მერე, წყალი არ უნდა იყოს ცხელი, დიდი ხნის მანძილზე არ გაჩერდეთ შხაპის ქვეშ
სოლარიუმში ვიზიტის შემდეგ მოერიდეთ სპორტ დარბაზში, საცურაო აუზზე სტუმრობას
კომენტარები