რუსეთ უკრაინის ომი 2022-2023

თქვენ არაფერი იცით ომის შესახებ. აქ გამარჯვებული არ არსებობს,ყველა მხარე აგებს რადგან ომის დასასრულს მხოლოდ დაღუპულები ხედავენ.

ომი ფილმი არაა საყურებლად რომ კარგი იყოს საშიშია.საშიშია არა იმიტომ რომ ან დაგჭრიან და გეტკინება ეგ არაფერი შეხორცდება ან მოგკლავენ ეგ არაფერი გმირად დარჩები ქვეყანას არამედ საშიშია იმიტომ რომ შენს გვერდზე შენს მეგობრებს კლავენ კვდება და ვერ შეველი არაფრის შეცვლა რომ არ შეგიძლია რაცარუნდა მაგარი ბიჭი იყო თან არ იცის არავინ ვის როდის დაუდგება ეგ წამი. ვნახე ბევრი გამწარებული მშობელი,გამწარებული შვილები,დანგრეული ქალაქები მიწასთან გასწორებული სახლები,წყლით დატპორილი რაიონები,ომს არაფერი მოაქვს კარგი გარდა დაუცველი ადამიანების სიკვდილისა. მე თავად არვიცი დღემდე როგორ გადავურჩი რუსებს,ყველაფერი გვესროდა დამიზნებით,რაც კი აქვთ,ავიაციიდან დაწყებული დრონებით დასრულებული,მათშორი ორი ტანკი რომელმაც გარღვია კოლონა და ნახევარ ალყაში მოგვაქცია…სულ რამდენიმე წამა გადაგვარჩინა რადგან წყალგამტარ მილამდე მივაღწიეთ და იქედან გამოსულებს დღემდე   ვერ გაგვიგია როგორ მოვახერხეთ ასე გამოსვლა,ალბათ უფლის ნება იყო ყველანი ცოცხლები დავრჩენილიყავით და გაგვეგრძელებინა საქართველოს დაცვა უკრაინის მიწაზე რადგან საერთო მტერს ვებრძვით….მე ვნახე ბევრი სისხლი ბევრი სისხლი,1 წელი და 5 თვეა უკვე ომის მონაწილე ვარ და აქ გატარებული თითოეული წუთი მარწმუნება იმაში რომ რუსეთი არის გამანადგურებელი სადიზმისკენ მიდრეკილი ერი და ქვეყანა,კარგი რუსი არ არსებობს! ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ლამაზ საქართველოს,დავიცვათ ერთად ჩვენი დამოუკიდებლობა და ის სილამაზე რაც ჩვენ მიწას ასე ამშვენებს .. ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️გაუფრთხილდით ერთმანეთს გიყვარდეთ და საკუთარი ჯიუტი ხასიათის გამო ნუ აწყენინებთ ერთმანეთს მერე სანანებელია ხოლმე მთელიცხოვრება. 

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რუსეთ უკრაინის ომი 2022-2023

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება