როჯერ ფედერერი
როჯერ ფედერერი (Roger Federer; დ. 8 აგვისტო, 1981, ბაზელი, შვეიცარია) — შვეიცარიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. ჩოგბურთელების და ექსპერტების დიდი ნაწილი მას ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიიჩნევს. ფედერერს მამაკაცთა ჩოგბურთში 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. შვეიცარიელს 28 მასტერსი და რეკორდული – 6 წლის შემაჯამებელი ტურნირი აქვს მოგებული. ჯამში ფედერერმა კარიერაში ATP-ის 101 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ოლიმპიურ თამაშებზე, ფედერერს ერთი ვერცხლის მედალი ერთეულებში და ერთი ოქროს მედალი აქვს წყვილთა თანრიგში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, მან ერთი დეივისის თასი მოიგო შვეიცარიის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში. ფედერერს საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, ასევე ორი ჰოპმანის თასი აქვს მოგებული.

კომენტარები