
რომელ ქვეყანაში ჰყავთ ყველაზე მეტი სუპერქარი?
მსოფლიო სუპერქარებზე შეშლილია. ან ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, თუ მდიდრულ ადგილებში ცხოვრობთ. 2020 წელს მსოფლიოში ჯამში 36,358 სუპერქარი გაიყიდა. ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 74 მილიონი იყო, 0,04% ბევრი სულაც არ არის.
სუპერქარის ყოლა ძალიან ამაღელვებელია. ამაღელვებელია მათი შემთხვევით ქუჩაში ხილვაც. ამიტომ, ხშირად ამის შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტავენ. “ინსტაგრამზე” სურათს დებენ და ჰეშთეგსაც უკეთებენ. Chasing Cars-მა ათასობით პოსტი გააანალიზა და მონაცემები გამოაქვეყნა.
ალბათ გგონიათ, რომ 1000 მოტორისტზე სუპერქარებით პირველ ადგილზე ამერიკაა. თქვენ ცდებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1000 მოტორისტზე მხოლოდ 66 სუპერქარი მოდის. მაგალითისთვის, იგივე მაჩვენებელი კანადისთვის 72-ია. ბაჰრეინს – 23, ყატარს – 22. გერმანიას და საფრანგეთს? 58 და 63. გაერთიანებულ საამიროებს და ნორვეგიას ამ მხრივ საქმე კარგად მისდით, ორივეს 1000 მ – ოტორისტზე 122 სუპერქარი ჰყავს. გაგიკვირდებათ და შვეიცარიის მაჩვენებელი მხოლოდ 90-ია.
ალბათ, უკვე გაინტერესებთ ვინ არიან გამარჯვებულები:
მესამე ადგილზე – პორტუგალია! ვინ იფიქრებდა.136 სუპერქარი 1000 მოტორისტზე.
მეორეზე დანიაა, რომლის მაჩვენებელიც 162-ია.
და პირველ ადგილას, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქ-სახელმწიფო მონაკოა. 3051 სუპერქარი 1000 მოტორისტზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მონაკოელს 3 სუპერქარი ჰყავს.
ბრენდების მიხედვით კი 2020 წელს გაყიდვები დაახლოებით ასე განაწილდა:
Ferrari – 9,119
Porsche 911 – 8,840
AMG GT – 8,000
Lamborghini – 7,430
Aston Martin – 1,516
McLaren – 1,267
Ford GT – 125
Pagani – 30
Bugatti – 19
Koenigsegg – 12
- *
- *
კომენტარები