როგორ შევქმნათ სრულყოფილი კონტენტ სტრატეგია

კონტენტ სტრატეგიისა და კონტენტ გეგმის შედგენა სოც მედია კომუნიკაციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. იმისთვის, რომ თქვენმა რეკლამებმა და ძალისხმევამ ფუჭად არ ჩაიარონ, აუცილებელია სწორი, აუდიტორიაზე გათვლილი კონტენტის შექმნა.

განვიხილოთ რა ეტაპები უნდა გავიაროთ სრულყოფილი სტრატეგიის შესაქმნელად:

პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია მიზნის დასახვა — უნდა დავსვათ კითხვები: “ რა მიზანი გვაქვს? რას ველოდებით ამ კომუნიკაციისგან/კამპანიისგან? პროდუქტის გაყიდვა გვინდა? თუ უბრალოდ გვინდა კომპანიის ცნობადობა გავზარდოთ?” ეს კითხვები უნდა დავუსვათ როგორს საკუთარ თავს, ისევე დამკვეთს. გახსოვდეთ, რომ შეიძლება ვერ დარჩეთ იმ კომუნიკაციით კმაყოფილი, რომელიც არასწორ მიზანზეა აწყობილი;

ეცადეთ დაახლოებით წარმოიდგინოთ როგორ გამოიყურება მიზანი ციფრებში — მაგალითად: რამდენ ადამიანს გსურთ რომ მიწვდეთ, რამდენი ახალი მომხამრებელი გსურთ, რამდენი პროდუქტის გაყიდვა და ზოგადად როგორ გამოიყურება თქვენთვის “ მიზნის მიღწევა” როცა იტყვით, რომ კომუნიკაცია შედეგიანი გამოვიდა;

გაწერეთ ვინ არის თქვენი აუდიტორია — თუ თქვენი გვერდი უკვე მოქმედია, გამოიკვლიეთ როგორი აუდიტორია გყავთ აქტიური და რომელია თქვენი რეალური მომხმარებელი. ხოლო თუ ახლა იწყებთ, ჩაატარეთ მცირე კვლევა და წარმოიდგინეთ როგორია ის ადამიანი, ვისაც თქვენი პროდუქტი ან სერვისი სჭირდება: რამდენი წლისაა, რა ინტერესები აქვს, სად ცხოვრობს და ა.შ;

ჩაატარეთ კონტენტ კვლევა — გადახედეთ ძველ პოსტებს და ჩაიხედეთ ინსაითებში, შეაფასეთ რამდენად შედეგიანი იყო ძველი კომუნიკაცია და ჩაინიშნეთ პლიუს-მინუსები, ის, რასაც შეინარჩუნებდით და ის, რასაც გამოასწორებდით;

შეისწავლეთ კონკურენტები — გადახედეთ რა ხდება ბაზარზე, გამოყავით თქვენი კონკურენტები და გადახედეთ მათ სოციალურ ქსელებს. შეისწავლეთ მათი კონტენტი და აქაც ეცადეთ გამოყოთ პლიუსები და მინუსები. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოასწორებდით მათ შეცდომებს ან გააუმჯობესებდით კონტენტის ხარისხს;

აირჩიეთ საკომუნიკაციო პლათფორმები — კომპანიის მიხედვით გამოყავით თქვენს ღირებულებებთან ახლოს მდგომი პლათფორმები, რაზე დაყრდნობითაც ააწყობთ კონტენს;

გამოყავით კონტენტ ლაინები და ტიპები — გათვალეთ რა სახის კონტენტი დაგჭირდებათ თითოეული პლათფორმისთვის და შესაბამისად შექმნენით პლათფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტენტი. გამოყავით კონტენტის მიმართულებები და გათვალეთ თითოეულის მიზანი, რომელი იქნება ახალი აუდიტორიის მოსაზიდად განკუთვნილი, რომელი გამომწერების გასაზრდელად და რომელი ჩართულობისთვის. აქ უკვე დაახლოებით გეცოდინებად რომელი კონტენტი რა მიმართულებით უნდა გარეკლამდეს და ობჯექტივების შესაბამისი კონტენტ გეგმა უნდა შეადგინოთ;

ჩამოწერეთ რესურსები, რაც გაწერილი კონტენტ გეგმისა და სტრატეგიის შედეგენისათვის დაგჭირდებათ- ფოტო/ვიდეო მასალა, გრაფიკული დიზაინები და სხვა;

სოციალური მედიის SEO — კონტენტის შექმნამდე ჩაატარეთ კვლევა და კონტენტის შექმნისას გამოიყენეთ ის სიტყვები და ფრაზები, რაც მომხმარებელს დაეხმარება თქვენი პროდუქტი და სერვისი ადვილად იპოვოს (ამ თემაზე მოგვიანებით უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ);

და ბოლოს, სარეკლამო ბიუჯეტი — იმის მიუხედავად, რომ რეკლამირება და საეროდ სარეკლამო ბიუჯეტის გაწერა შეიძლება თქვენს მოვალეობებში არ შედიოდეს, უნდა განსაზღვროთ ლოგიკური ბიუჯეტი და მოკლე სარეკლამო გეგმა, რაც საჭირო იქნება თქვენი სტრატეგიის მიხედვით გაწერილი კონტენტის შედეგიანობისთვის;

ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი ეტაპი არის კონტენტ გეგმის გაწერა და უკვე რეალური კონტენტის შექმნა სასურველია 1 თვის, რასაც შეათანხმებთ დამკვეთთან, მოარგემთ მის გემოვნებასა და ინტერესებს ანუ მოკლედ რომ ვთქვათ შეათანხმებთ სტილს. ხოლო შემდეგ კონტენტი დაიხვეწება უკვე რეალურად მომხმარებლებთან მიმართებით დაინახავთ რა მუშაობს მეტად და ამის მიხედვით მოახდენთ თქვენი შექმნილი სტატეგიის ოპტიმიზაციას.

ასე და ამგვარად, გამოგვივა კონტენტ გეგმა, რომელშიც იქნება ყველაფერი გაწერილი და ჩვენი დამსაქმებელიც კმაყოფილი დარჩება.

როგორც წესი, მსგავს გეგმას ვამზადებ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებისას და საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ დამკვეთი 90% კმაყოფილი რჩება ხოლმე. რადგან პირველ რიგში იკვეთება თქვენი უნარები და დამკვეთი რწმუნდება, რომ ნამდვილად არ შეცდა თქვენზე რომ გააკეთა არჩევანი და მეორე მხრივ, გაუთვალისწინებელი შემთხვევების და გაუგებრობის შანსი იკლებს, რადგან წინასწარ ათანხმებთ ყველაფერს და “თავი ქუდში გაქვთ”.

Published in ბლოგი
ალექსი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

როგორ შევქმნათ სრულყოფილი კონტენტ სტრატეგია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება