
როგორ მივიღოთ ლამაზი რუჯი მზის ქვეშ და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე.
ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალური ხდება მზის აბაზანის მიღება და ქუჩაში მრავლად შეხვდებით გარუჯულ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ერიდებიან მზის სხივებს და ცდილობენ ლამაზი რუჯის მიღებას.
ნამზეური(რუჯი) მზის სხივებზე ორგანიზმის ნორმალური დამცველობითი რეაქციაა. მზის მიერ გამოყოფილ ულტრაიისფერ სხივებს გააჩნია როგორც დადებითი, აგრეთვე უარყოფითი მხარეები.
ზომიერად ულტრაიისფერი სხივები აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის გამოსამუშავებლად, რომლის ნაკლებობაც იწვევს ემოციურ, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ პრობლემებს.
ულტრაიისფერი სხივების დეფიციტი იწვევს:
ავიტამინოზს
ფსიქიკური აშლილობის განვითარებას
ნერვული სისტემის დისფუნქციას
მზის ულტრაიისფერი სხივების ჭარბ დოზას კი შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის დაზიანება ან/და ქრონიკული დაავადებები:
კანის გაუწყლოვანება (დეჰიდრატაცია)
კანის დაბერება
ელასტიურობის დაქვეითება
ნაოჭების გაჩენა
კანის ერითემა/სიწითლე
ჰიპერკერატოზს (ეპიდერმის გასქელება)
სიმსივნე და სხვა.
ულტრაიისფერი სხივები სამ ჯგუფად იყოფა: A, B, C
A ჯგუფის ულტრაიისფერ სხივებს ნაკლები ენერგია აქვთ და დიდი შეღწევადობის უნარით გამოირჩევიან. ისინი მარტივად აღწევენ ღრუბლებში, ტანსაცმელში, მინაში და ა.შ. ამ ტიპის სხივს შეუძლია სიწითლის გარეშე პროვოცირება გაუკეთოს მელანოციტების მოქმედებას, რაც იწვევს სწრაფი რუჯის მიღებას.
B ჯგუფის ულტრაიისფერი სხივები კანის ზედა ფენებზე მელანინის გამომუშავების სტიმულაციას ახდენს, რაც კანის გამუქებას იწვევს. ამ სახის სხივები ეპიდერმისის დონეზე მოქმედებს, შესაძლოა გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება და სხეულზე ანთებითი პროცესი.
С ჯგუფში შემავალი სხივები ყველაზე მაღალი სიხშირით გამორჩევა, შესაბამისად, მისი ზემოქმედებაც უარყოფითია, თუმცა ის ვერ აღწევს დედამიწამდე, რადგანაც ოზონის შრე გვიცავს სხივების ნაკადისგან.
რუჯის მიღების დროს ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვის ორი მეთოდი არსებობს: ენდოგენური და ეგზოგენური.
ეგზოგენურია პრევენცია კოსმეტიკური საშუალებებით, რომლებიც გვიცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. მაგალითად, ლოსიონი, კრემი. ყველა დამცავ საცხს მითითებული აქვს ე.წ. SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი), რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მზის სხივების ის რაოდენობა, რაც არ გამოიწვევს კანის დაზიანებას.
ენდოგენური საშუალებებია ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, ფერმენტები და სხვა.
ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დასაცავად რომელიმე საშუალების არჩევამდე, სასურველია დერმატოლოგთან/კოსმეტოლოგთან ვიზიტი, კანის ტიპის განსაზღვრა და ამის გათვალისწინებით დამცავი, კოსმეტიკური საშუალების გამოყენება.

❤️❤️❤️