როგორ გაჩნდა დედამიწაზე წყალი — ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებს ამაზე პასუხი აქვთ.
მეცნიერებმა, შესაძლოა, საბოლოოდ აღმოაჩინეს პასუხი იმაზე, რაც ყველას ასე გვაინტერესებს — როგორ წარმოიშვა წყალი დედამიწაზე. ათწლეულების განმავლობაში, ბევრს მიაჩნდა, რომ დედამიწაზე წყალი ასტეროიდებისგან მოხვდა, ან ეს მთვარის წარმოქნის გამომწვევი შეჯახების შედეგია.
თუმცა, ახლა მთვარის ქანების შესწავლით მეცნიერებმა სხვა რამ აღმოაჩინეს.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences, დედამიწაზე წყლის სიმრავლე თავიდანვე იყო, ან წარსულში ძალიან “სველმა” (თითქმის სუფთა H2O) ობიექტმა წარმოშვა.
ეს არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი პლანეტის ევოლუციის შესასწავლად და შეიძლება დაგვეხმაროს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის გაგებაშიც.უძველესი, აპოკალიფსური ზემოქმედების კვლევა
სამეცნიერო ფაქტია, რომ დედამიწა-მთვარის სისტემა წარმოიქმნა მზის სისტემის ადრეულ დღეებში ორ უზარმაზარ სხეულს შორის შეჯახების შედეგად. ამიტომაა, რომ მთვარის ისტორია პირდაპირ დაკავშირებულია დედამიწასთან. თუმცა, დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეზე არ ხდება ფილების ტექტონიკა და ამინდის ცვალებადობა. ეს ნიშნავს, რომ მზის სისტემაში უძველესი მოვლენების მილიარდი წლის წინანდელი მინიშნებები არ წაშლილა და კარგადაა შემონახული. მთვარესა და დედამიწას შორის განსხვავება სიმშრალეშიცაა. რა თქმა უნდა, მთვარე უფრო მშრალია. თუმცა, საერთო ჯამში მიიჩნევა, რომ დედამიწა-მთვარის სისტემას წყლის ნაკლებობა გააჩნია და ეს ამ ორი ციური სხეულის წარმოშობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფის მიერ მთვარის ქანების იზოტროპული შემადგენლობის გამოკვლევამ აღმოაჩინა, რომ სხეულები, რომლებმაც მთვარის ჩამოყალიბებას დაუდეს საფუძველი აქროლადი ნივთიერებებით მდიდარი არ იყო.
ამ ახალი ინფორმაციით, ჯგუფმა დაასკვნა, რომ 87Sr დონეები — ინდიკატორი იმისა, თუ რამდენი წყალია მთვარეზე — იმდენად დაბალი იყო, რომ მთვარის ფორმირების შეჯახებაში მონაწილე სხეულები თავიდანვე მშრალი იყო.დედამიწა, ალბათ, წყლით “დაიბადა”, მთვარე კი გაცილებით ახალგაზრდაა.

საინტერესო იყო 🩷
გასაოცარი ადგილები აქვს დედამიწას.❤️