როგორი ტიპის კანი გაქვს? 

იმისათვის, რომ ეფექტურად მოუაროთ სახის კანს, აუცილებელია ზუსტად იცოდეთ როგორი ტიპის კანი გაქვთ: მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული, ნორმალური თუ მგრძნობიარე. სახის მოვლის საშუალებების ფორმულები, კანის განსხვავებული ტიპებისთვის არის შექმნილი. არასწორად შერჩეულმა პროდუქტებმა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ თქვენი სახის კანს.

მშრალი კანი

თუ გაქვთ დაჭიმულობის და ქავილის შეგრძნება, განსაკუთრებით სახის დაბანის შემდეგ, თქვენ მშრალი კანი გაქვთ. მას ასევე ახასიათებს კანის ზედაპირის აქერცვლა და პერიოდული სიწითლე. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განასხვაოთ მშრალი და გაუწყლოებული კანი.

© iStock

მშრალი კანი წარმოიქმნება ცხიმის გამოყოფის ნაკლებობის გამო, ხოლო გაუწყლოება კანის დროებითი მდგომარეობაა, რომლის აღმოფხვრა დამატენიანებელი პროცედურების ჩატარებით შეგიძლიათ. კანის გაუწყლოებას კლიმატური და გარემო პირობები იწვევს. წაიკითხეთ ვრცლად: როგორ ვიზრუნოთ მშრალ კანზე?

ცხიმიანი კანი

თუ კანი ყოველთვის ბზინავს და ზედმეტ ცხიმს ამჩნევთ სახეზე, კისერზე, მხრებსა და ზურგზე, თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ. ხშირად გიჩნდებათ სახის დაბანის სურვილი, განსაკუთრებით შუადღისას, როდესაც ცხიმის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა.

როგორი ტიპის კანი გაქვთ

თქვენი ფორები ფართოა, ხშირად გაწუხებთ ფერიმჭამელები და გამონაყარი. ნუ დაგამწუხრებთ პრობლემების ჩამონათვალი, რადგან კვლევების მიხედვით, ცხიმიანი კანი ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს. წაიკითხეთ ვრცლად: როგორ ვიზრუნოთ ცხიმიან კანზე?

კომბინირებული კანი

თუ თქვენი სახე ცხიმიანია, აქვს შესამჩნევი ფორები და ახასიათებს გამონაყარი T ზონაში (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი), მაგრამ მშრალი ან ნორმალურია ლოყებსა და ყბის მიდამოებში, მაშინ კომბინირებული კანი გაქვთ.

როგორი ტიპის კანი გაქვთ

ამ ტიპის კანის მოვლა საკმაოდ კომპლექსურია, რადგან ერთდროულად უნდა მოუაროთ ურთიერთსაპირისპირო, მშრალ და ცხიმიან ადგილებს. თქვენი მიზანი ბალანსის მიღწევაა. წაიკითხეთ ვრცლად: როგორ ვიზრუნოთ კომბინირებულ კანზე?

ნორმალური კანი

თუ თქვენი კანი ერთგვაროვანი და დაბალანსებულია, იშვიათად გაწუხებთ ცხიმი, გამონაყარი ან სიმშრალე, არ გაქვთ უარყოფითი რეაქციები კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებებზე, გილოცავთ თქვენ გენეტიკური ლატარია მოიგეთ და ნორმალური კანი გაქვთ.

როგორი ტიპის კანი გაქვთ

მართალია მისი მოვლა ძალიან ადვილია, მაგრამ სამწუხაროდ, მას ადრეული დაბერების ნიშნები ახასიათებს. წაიკითხეთ ვრცლად: როგორ ვიზრუნოთ ნორმალურ კანზე?

მგრძნობიარე კანი

თუ თქვენი კანი ადვილად ღიზიანდება, წითლდება, ხშირად გაწუხებთ ქავილი, სიმშრალე და გამონაყარი თანაგიგრძნობთ, მგრძნობიარე კანი გაქვთ. ის ხშირად განიცდის უარყოფით რეაქციებს ახალი პროდუქტების გამოყენების დროს. სახე ადვილად წითლდება სიცხეში ან სიცივეში.

როგორი ტიპის კანი გაქვთ

მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები, უფრო ადვილად იწვებიან მზეზე, უვითარდებათ ეგზემა ან როზაცეა. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს კანს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

როგორი ტიპის კანი გაქვს? 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება