რეკორდი

ეს ამბავი 1973 წელს მოხდა. იტალიურ ტურინში სასტენდო სროლაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ჟღენტი და დანიელი რასმუსენი ფინალში გავიდნენ. ჯერ რასმუსენმა ისროლა და 200 გასროლიდან 199 თეფში დაამსხვრია, რითაც მსოფლიო რეკორდი გაიმეორა. დანიელს თავი უკვე გამარჯვებული ეგონა. თანამემამულეებმაც წინასწარ მიულოცეს, ტრადიციისამებრ ქუდიც დაუცხრილეს თოფებით და კინაღამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ააბრძანეს. მაყურებელიც შეთხელდა, რადგან არავის სჯეროდა, სასწაული თუ მოხდებოდა.”ამოდენა კაცს ბუზისტოლადაც კი არ მაგდებენო”, – გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ტარიელ ჟღენტმა, აიღო თოფი, სავაზნე და დინჯად გასწია სასროლეთისკენ. 200-დან 200 თეფში დაამსხვრია, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. დაბნეული რასმუსენი გაოცებულ მაყურებელთან ერთად ინსტიქტურად უკრავდა ტაშს მის მძლეველ ქართველს. ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლის შემდეგ მესტენდურთა საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრის წესები ძირფესვიანად შეცვალა და ასე დარჩა დაუძლეველი ტარიელ ჟღენტის მსოფლიო რეკორდი.

თოფი კი მც-8 უჭირავს.

https://www.facebook.com/100007063145584/posts/pfbid09zhRDz6fEWW5J1YoxQgC8haPSDP9LabXKobnn5KbZ7FcFP595Db1XZCDJThqham9l/?mibextid=Nif5oz

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რეკორდი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება