რა შეუძლევა გამოიწვუის კცებათა შორის დიდმა უნტერცალმა

საკვების იშვიათად, დიდი ინტერვალებით მიღებამ შეიძლება

გამოიწვიოს სისხლში ქოლესტერინის მომატება, ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ფარისებრი ჯირკვლის და ქსოვილოვანი ფერმენტების მუშაობის დაქვეითება.

უმეტეს შემთხვევებში ადამიანი ერთად იღებს დიდი რაოდენობით საკვებს, შედეგად ივსება კუჭი, იჭიმება მისი კედლები, იზღუდება მოტორიკა, რაც აუარესებს შიგთავსის გადაადგილებას და დამუშავებას კუჭის წვენით, საკვების გადასვლა კუჭიდან ნელა მიმდინარეობს.

ორგანოს გაჭიმვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულის მუშაობაზე. გადავსებული კუჭი მაღლა წევს დიაფრაგმას და აწვება გულს. ერთბაშად მიღებული დიდი რაოდენობით საკვები არასასურვლად მოქმედებს ნაღვლის ბუშტის მუშაობაზეც. ქრონიკული ნაყროვანება კი ზრდის სიმსუქმნის რისკს. გარდა ამისა, სისხლი ჭარბად მოედინება შინაგანი ორგანოებისაკენ, რის გამოც ღარიბდება თავის ტვინის სისხლით მომარაგება, ამიტომ ქვეითდება შრომის უნარი, ადგილი აქვს სისუსტესა და ძილიანობას. საკვების იშვიათად მიღება აუარესებს ნაწლავის რიტმულ მოქმედებას და იწვევს ყაბზობას.

იდეალური დრო საუზმესა და სადილს შორის

საჭმლის მომნელებელ სისტემას საკვების მოსანელებლად 3-დან 4 საათამდე სჭირდება. ასე რომ, საუზმიდან ლანჩამდე და ლანჩიდან სადილამდე ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.

მარიამ
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რა შეუძლევა გამოიწვუის კცებათა შორის დიდმა უნტერცალმა

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება