რა მოხდება, თუ პიკის საათებში პირადი ავტომობილები გაქრება

დამღლელი საცობი, ხმაური და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მთავარი დამნაშავე – მანქანები – კვლავ ქალაქის ქუჩების უმეტეს ნაწილს იკავებენ.

მსოფლიო გამონაბლოქვის 75% ქალაქებზე მოდის, ხოლო სატრანსპორტო სფეროს გამონაბოლქვის 41% სამგზავრო ავტომობილებს ეკუთვნის (უფრო მეტი, ვიდრე ავიაციის წილი). პიკის საათებში კერძო მანქანების შემცირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობას. თუმცა, ეს ძალიან დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

ქალაქებმა უნდა უზრუნველყონ მგზავრებისთვის საიმედო, უსაფრთხო და სტაბილური ყოველდღიური გადაადგილება. მსოფლიოს მასშტაბით ქალაქების მუდმივი ზრდა გვიჩვენებს, რომ მანქანების შემცირება შესაძლებელია — რაც ადგილს უფრო სასურველს გახდის საცხოვრებლად და სამუშაოდ.

ეს სტატია იკვლევს, თუ რა სურათს მოგვცემს პიკის საათებში კერძო მანქანების გაქრობა, რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ.

პიკის საათისგან თავის დაღწევა

სახელის მიუხედავად, “პიკის საათი” არასოდეს გაგრძელებულა მხოლოდ ერთ საათს.

პიკის საათის ტიპიური დრო დილის 9-12 და საღამოს 5-8 საათამდეა. სამუშაო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ზოგიერთ დიდ ქალაქში უკვე გაჩნდა ლანჩის პიკის საათის პრობლემა! მოკლედ რომ ვთქვათ, საცობში დგომა ჩვენი დღის ძალიან დიდ ნაწილს იკავებს.

ადამიანების სამსახურში წასვლისას და დაბრუნებისას გზები მანქანებით ივსება. მანქანების მოძრაობის შესამსუბუქებლად ქალაქები ინვესტიციებს გზების მშენებლობასა და გაფართოებაში დებენ. თუმცა, ეს სტრატეგია საკმარისად ეფექტური არ არის, რაზეც ჩვენი ქალაქის ყოველდღიური მდგომარეობა მეტყველებს.

სამწუხაროდ, სამანქანო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადება ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ტრანსპორტირების

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რა მოხდება, თუ პიკის საათებში პირადი ავტომობილები გაქრება

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება