რა არის ხელოვნება.

ხელოვნება — ადამიანის აქტივობების ფართო ცნება, რომელიც გულისხმობს ვიზუალური, აუდიო ან გამომხატველობითი ნამუშევრების შექმნას, ავტორის წარმოსახვის ან ტექნიკური ნიჭის გადმოცემას, რომლის მიზანია მშვენიერების ან ემოციური ძალის შეფასება. ხელოვნება ყველაზე უფრო განზოგადებული ფორმით გულისხმობს: ხელოვნების ნიმუშების შექმნას, ხელოვნების კრიტიკას, ხელოვნების ისტორიის შესწავლასა და ხელოვნების ესთეტიკის გავრცელებას, აღქმას.ხელოვნების უძველეს ნიმუშებს წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების ქმნილებები, რაც გულისხმობს ნახატებისა და საგნების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მხატვრობა, ქანდაკება, გრაფიკა (ბეჭდვა), ფოტოგრაფია და ვიზუალური მედიის სხვა საშუალებები.

არქიტექტურა ხშირად მიჩნეულია ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ ფორმად, თუმცა, როგორც დეკორატიული ხელოვნება, ან რეკლამა, არქიტექტურა ობიექტების შექმნას გულისხმობს, სადაც პრაქტიკული გამოყენება მთავარია, რაც მაგალითად მხატვრობისთვის სულაც არაა დამახასიათებელი.

მუსიკა, თეატრი, კინო, ცეკვა და სხვა გამომხატველობითი ხელოვნების ფორმები, ისევე როგორც ლიტერატურა ან სხვა ინტერაქციული მედიის ფორმები, ფართო გაგებით ხელოვნებას მიეკუთვნება.

XVII საუკუნემდე ხელოვნებაში იგულისხმებოდა ნებისმიერი უნარი ან ხელოვნობა, ისევე როგორც ოსტატობა/ხელოსნობა და მეცნიერება.

XVII საუკუნის შემდეგ თანამედროვე გაგებით, როდესაც ესთეტიკური აღქმა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, სახვითი ხელოვნება გამოყოფილია და ზოგადად გამოირჩევა სპეციფიკური უნარებით, როგორებიცაა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნება.

ხელოვნება შესაძლოა დავახასიათოთ მიმეზისის (რეალობის გამოხატულება) ტერმინებით, ნარატივით, გამომსახველობით, ემოციების კომუნიკაციით, ან სხვა მახასიათებლებით. რომანტიკული პერიოდის დროს, ხელოვნება აღქმული იყო როგორც ადამიანის გონების სპეციფიკური უნარი, თუ შევადარებთ რელიგიასა და მეცნიერებას.

იმის განმარტება თუ რას შეადგენს ხელოვნება, საკამათოა და იცვლება დროთა განმავლობაში.

ხელოვნების ბუნება და მასთან დაკავშირებული კონცეფციები, როგორებიცაა კრეატიულობა და ინტერპრეტაცია ესთეტიკის სახელით არის ცნობილი.

ხელოვნება შეიძლება დაეფუძნოს ფორმას, ფიგურას (ფერწერა, სკულპტურა), სიტყვას (ლიტერატურა), ბგერას (მუსიკა), მოძრაობას (ცეკვა) ან მათ ჰიბრიდს (თეატრი, კინო, ოპერა).

გივი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რა არის ხელოვნება.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება