რა არის ფილოსოფია🤔

რა არის ფილოსოფია და რატომ არის, რომ თვით ეს კითხვა ყოველთვის დაისმის და ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას? სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, მანამდე ვაცნობიერებთ, რომ თვით ამ კითხვით ფილოსოფიურ არენაზე აღმოვჩნდებით, რადგან ეს კითხვა უკვე ფილოსოფიურია1 და მასზე პასუხის გაცემის დროს საკუთარ გონებას უნდა დავეყრდნოთ და არაფერ სხვას. ამიტომ, თვით სიტყვა ფილოსოფია, განუმარტავი დარჩება, თუ ისევ ფილოსოფიურ აზროვნებას, ანუ საკუთარ გონებაზე დამყარებულ კვლევა-ძიებას არ განვახორციელებთ.

ფილოსოფია არის ბერძნული სიტყვა (φιλοσοφία) რაც ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა პითაგორამ (570-495).2 ტირანის შეკითხვაზე არის თუ არა ის (პითაგორა) ბრძენი? პითაგორამ უპასუხა: „მე არ ვარ ბრძენი, არამედ მხოლოდ ფილოსოფოსი“.3 როგორც ფილოსოფოსი, დიმიტრი გუსევი (1969) აღნიშნავს, ამ პასუხში, პითაგორამ გამოხატა მთელი ანტიკური ფილოსოფიის არსი.4 ფილოსოფოსის დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ის იყოს ბრძენი, ანუ იცოდეს აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ, ეს ადამიანისთვის შეუძლებელია.5 ამიტომ, რჩება ერთადერთი გზა, ადამიანმა შეიყვაროს სიბრძნე და ისწრაფვოს იმ მიზნისკენ, რომ გახდეს ბრძენი, რასაც თავად სიტყვა ფილოსოფია გამოხატავს. ასევე აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ სიტყვა ფილოსოფოსი პითაგორას შემდეგ დაამკვიდრეს ჰერაკლიტე ეფესელმა (520-460) და პლატონმა (428-348).6

ფილოსოფია არის საკუთარ გონებაზე დაყრდნობით განხორციელებული კვლევა-ძიება, რომლის მიზანიც არის, მივაღწიოთ სიბრძნეს, ანუ ჭეშმარიტ ცოდნას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველ ცოდნას არ ეწოდება და ვერც ვუწოდებთ სიბრძნეს. რაიმე ცოდნა, რომ სიბრძნედ იწოდებოდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს – თავად ეს ცოდნა უნდა იყოს გამორჩეული იმ ინფორმაციით, რომელსაც ის შეიცავს, ან უნდა იყოს გამორჩეული ის მეთოდი, რომლის დახმარებითაც ამ ცოდნას მივაღწიეთ.7 სიტყვა ფილოსოფია, ორივე ამ მეთოდს აერთიანებს თავის თავში. ამიტომ, ფილოსოფია არის ყოფიერების შემეცნების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მთლიანად ადამიანურ გონებას ემყარება და არა ავტორიტეტს.8 (ფილოსოფოსს მანამდე სჯერა ადამიანური გონების შესაძლებლობის, რომ მას შეუძლია სიბრძნის, ანუ ჭეშმარიტი ცოდნის

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რა არის ფილოსოფია🤔

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება