რა არის ნარჩენები?

ნარჩენების შეგროვებასა და მისი დასახლებული პუნქტებიდან გატანას დიდი ხნის ისტორია გააჩნია. ისტორიკოსების მტკიცებით, ამ საქმით პირველად ბერძნები დაკავდნენ ჯერ კიდევ 4,5 ათასი წლის წინ, ამათან დაკავშირებით შექმნეს კანონი, რომელიც მოსახლეობას ავალდებულებდა ნარჩენები გაეტანათ ათენიდან კილომეტრნახევრით დაშორებულ, სპეციალურ ნაგვისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. აგრეთვე, ასეთი ნაგავსაყრელები არსებობდა კრეტასთან და იერუსალიმთან, სადაც ნაგავს წვავდნენ.

XV საუკუნის დასაწყისში, ევროპის მთელ ტერიტორიაზე უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. ქალაქები და მიმდებარე ტერიტორიები ნაგვით იყო სავსე, სწორედ ამის გამო გაჩნდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც 140 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შემდეგ ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ ნაგავი ქალაქებიდან უნდა გაეტანათ და შექმნეს სპეციალური სამსახურები, რომლებსაც დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა ქუჩებისა და სასმელი წყლის სისუფთავეზე.

ნედლეულის მეორად გადამუშავებაზე, ყველაზე ძველი დოკუმენტური ისტორიული მასალები მოიპოვება იაპონიის შესახებ. ევროპამ ამის შემდეგ მიაქცია ყურადღება მეორად გადამუშავებას.

1895 წელს ნიუ-იორკში გაჩნდა იდეა-მოეხდინათ ნაგვის პირველადი დახარისხება და ქალაქის ხელმძღვანელობამ მაშინვე მოუწოდა მოქალაქეებს გადაერჩიათ ნარჩენები. კერძოდ, შემდგომი გადამუშავების მიზნით გამოეცალკავებინათ ერთმანეთისგან ქაღალდი, საკვები, ქსოვილები და ლითონი. ორი წლის შემდეგ, აქვე დაიწყო ფუნქციონირება პირველმა ნაგავგადამამუშავებელმა ქარხანამ. ამას ევროპაში 1994 წელს პირველად ევროპაში გერმანელები გამოეხმაურნენ.

დღისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და მათი შემდგომი გადამუშავება იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი, რომ ნაგავსაყრელებზე ხვდება ნარჩენების მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი. დანარჩენი ექვემდებარება გადამუშავებას. თუმცა, ევროპას ესეც არ აწყობს და ცდილობს იმდენად შეამციროს ნარჩენების რაოდენობა და ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენოს მათ გადასამუშავებლად, რომ შეამციროს თავად ნაგავსაყრელების რიცხობრიობა. ხოლო ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღოს ისეთი პროდუქცია, რომელიც გამოსადეგი იქნება მოსახლეობისთვის. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს შვედეთი და ნორვეგია, სადაც ნარჩენების წვის შედეგად მიღებული ენერგიით უკვე დიდი ხანია ათბობენ წყალსა და ბინებს, ხოლო ქალაქებს უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით.

რეციკლირება გახდა საჭირო ერთ ერთი ყველაზე დიდი პრობლემის გამო, მოსახლეობის გაზრდისა და რესურსების შემცირებისთვის. ჯერ კიდევ 1927 წელს მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე 2 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს მოსახლეობის სიდიდემ 7 მილიარდს მიაღწია, თუ ასე გაგრძელდა 2048 წელს 9 მილიარდი გავხდებით, რაც რესურსებს საბოლოოდ გაანადგურებს, რადგან რესურსების რაოდენობა 1935 წელს 30% იყო, ხოლო 2007 წელს 15%-მდე დავიდა. სწორედ ამ პრობლემების გამო, გადაწყდა ნარჩენებზე ზრუნვა და პრობლემის რეციკლირებით გადაჭრა.

მთელს მსოფლიოში, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ნარჩენების მართვის პრობლემა. 2005 წელს იაპონიაში ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია 3R-ის ინიციატივის განსახილველად. მაგრამ, ოფიციალურად მიღებული და მხარდაჭერილია 2008 წელს ქალაქ ტოკიოში 8 დიდი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე. 3R ინიციატივის გზავნილია: “ნული ნარჩენი – უდანაკარგო წარმოება“. ტერმინი 3R აღნიშნავს შესაბამისი სამი სიტყვის პირველ ასოებს :

Reduce : შემცირება;

Reuse : ხელახალი გამოყენება;

Recycle : აღდგენა/რეციკლირება ანუ გადამუშავება;

Reduce – ნარჩენების 

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რა არის ნარჩენები?

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება