რა არის ინსომნია ?
ინსომნია
ეს არის ძილთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც მოიცავს ნორმალურად დაძინების ქრონიკულ უუნარობას, ჩაძინების სირთულეს, ხშირ გაღვიძებას და ა.შ
ინსომნია ბევრმა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, როგორებიცაა : ბიოლოგიური რიტმის დარღვევა, სტრესი, ცუდი საძილე პირობები (მაგ :ხმაური, განათება), ფსიქოპათოლოგიები, ფიზიკური პრობლემები და სხვადასხვა მედიკამენტები.
ფსიქოპათოლოგიასა და ინსომნიას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. მაგალითად, ინსომნია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია კლინიკური დეპრესიის შემთხვევაში. ასევე ხშირად გვხვდება ძილის პრობლემები ისეთ აშლილობებში როგორიც არის შიზოფრენია, პანიკური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ა.შ.
მარტივ შემთხვევებში კი, ინსომნია შეიძლება განპირობებული იყოს არეული დღის რეჟიმით, დაურეგულირებელი ძილის განრიგით ან ძილის წინ ისეთი აქტივობების განხორციელებით, რომელიც ხელს უშლის ჩაძინებას.
მეტი საინტერესო პოსტებითვის გამომიწერეთ ❤️


კომენტარები