რა არის გრაფიკული დიზაინი?
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ძალიან ბევრი ახალი პროფესია გააჩინა: გრაფიკული დიზაინერი, ქოფირაითერი, Motion დიზაინერი და ა.შ. ამ პროფესიების არსებობა ნამდვილად მსოფლიოს განვითარების “ბრალია”, თუმცა ის მოსაზრება, რომ გრაფიკული დიზაინის შექმნა მხოლოდ ციფრულ ტექნოლოგიებთან ასოცირდება მცდარია.
სინამდვილეში დღეს შეიცვალა გრაფიკული დიზაინის კეთების ხერხი შეიცვალა, მაგრამ თავად გრაფიკული დიზაინი ათიათასობით წლის წინაც არსებობდა. ამის ერთ-ერთი უძველესი მაგალითი ლასკოს მღვიმეა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ივარაუდება, რომ ამ მღვიმეში არსებული მხატვრობები 17000 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველყოფილი ადამიანებიც კი ხვდებოდნენ, რომ ვიზუალურად შეიძლება აზრის გადმოცემა.
მას შემდეგ, რაც ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ ფოტოშოპის და სხვადასხვა ვიზუალური დამუშავების შესაძლებლობის მქონე პროგრამები მოიტანა, ყველა კომპანიამ დაიწყო მისი აქტიურად გამოყენება. ეს ნამდვილად არ ყოფილა უბრალოდ ტრენდი, რადგან ვერბალურის ნაცვლად ვიზუალურად სათქმელის გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო
პირველი შთაბეჭდილების მნიშვნელობა
გრაფიკული დიზაინი უმნიშვნელოვანესია ბიზნესისთვის, რათა პოზიტიური წარმოდგენა დაუტოვოს მომხმარებელს. როცა პირველად ხედავს მომხმარებელი ბრენდს, მას სრული წარმოდგენა ექმნება კომპანიაზე და თუ ეს უარყოფითად მოხდა, მაშინ ამ წარმოდგენის გამოსწორება ძალიან რთული იქნება.
კომენტარები