რა არის გარემოს დაბინძურება
გარემოს დაბინძურება არის დედამიწისა და მისი ატმოსფეროს დაბინძურება იმ ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური კომპონენტებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას, გამრავლებასა და გადარჩენას. სწორედ ამ კომპონენტებს ეწოდებათ დამაბინძურებლები. დამბინძურებლების ნაწილი, შეიძლება, გარემოში ბუნებრივად მოხვდეს – მაგალითად, ფერფლი ვულკანის ამოფრქვევისას. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ადამიანის სხვადასხვა საქმიანობის შედეგია. მაგალითად: ქვანახშირისა და ბენზინის წვა, ქიმიური ინდუსტრიის ნარჩენების მდინარეებსა და ოკეანეში ჩაშვება და სხვა. დამაბინძურებლები უარყოფითად ზემოქმედებენ ჰაერის, წყლის, ნიადაგის ხარისხზე, ასევე ლანდშაფტზე. გარემოს დამაბინძურებლებმა შეიძლება გამოიწვიოს: ადამიანისა და სხვა სახეობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემების ცვლილება, ან მათი დეგრადაცია – ანუ, თანდათანობით გაუარესება. ველური ბუნების, ადამიანის ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანება. ხმაურმა, არასასიამოვნო სუნმა და გემომ და სინათლით დაბინძურებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ცირკადული რიტმის – ანუ, ორგანიზმის შინაგანი ბუნებრივი რიტმის დარღვევა და სხვადასხვა დაავადება. გარემოს დამაბინძურებლებიერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, იშლება თუ არა ისინი გარემოში, ან რამდენად იშლება.
დაიცავით გარემო
ბიოდეგრადირებადი დამა
კომენტარები