რა არის აბსტრაქცია?

აბსტრაქცია  — შემეცნებითი ოპერაცია, შემეცნების ფორმა, რომელიც მდგომარეობს საგანთა თვისებების და მიმართების აზროვნებით გამოყოფაში, გამოცალკევებაში და შემდეგ განზოგადებაში. აქ იგულისხმება არა თვითონ საგნის ოპერაციები, არამედ აზროვნებითი ოპერაციები.

საგნებისა და მოვლენების გარკვეულ თვისებათაგან და ამ საგნებსა და მოვლენებს შორის არსებულ გარკვეულ მიმართებათაგან განყენება, აბსტრაპირება, ხოლო დანარჩენი თვისებებისა და მიმართებების ცალკე გამოყოფა. ამ საგნებისა და მოვლენებისაგან დამოუკიდებელი ობიექტების სახით განხილვა. აბსტრაქციის შედეგია თვისების ან მიმართების გამომხატველი ცნება ან აბსტრაქტული, იდეალური ობიექტი, რომელიც თავდაპირველი საგნებისა და მოვლენებისაგან გამოყოფილი თვისებებისა და მიმართებების მქონეა. ტერმინი „აბსტრაქცია“ პირველად გამოიყენა ბოეთიუსმა, როგორც არისტოტელესეული ბერძნული ტერმინის (aphaurein) ლათინური შესატყვისი. აბტრაქცია შემეცნების ერთ-ერთი აუცილებელი მომენტია. იგი საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ სინამდვილის თავისებურებანი „წმინდა სახით“. მეცნიერების ყველა ცნება (ღირებულება, სიკეთე, რიცხვი, მატერია, მასა, ატომი და ა.შ.) სწორედ აბსტრაქციის გზით არის მიღებული. აბსტრაქცია, როგორც ფსიქოლოგიური აქტი, ადამიანის აზროვნების ოპერაციაა, რაც კონკრეტული საგნებიდან ცნებებზე გადასვლაში მდგომარეობს. მეორე მხრით, აბსტრაქცია არის კვლევის პროცესში ახალი ობიექტის შემოტანა, პოსტულირება გარკვეული ლოგიკური პრინციპების მიხედვით.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რა არის აბსტრაქცია?

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება