რაც ბრტყელია მრგვალი არაა :დ

იდუმალი ანტარქტიდა

imageდედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, უძველესი დროიდან მოყოლებული, უამრავი თეორია არსებობს. თუმცა, ოფიციალური მეცნიერება მხარს სფეროსებურობის თეორიას უჭერს. მაგრამ, არსებობს ალტერნატიული თეორიაც, რომლის მიხედვით, დედამიწა ბრტყელი და ოდნავ ამობურცულია, არ არესბობს გრავიტაცია და სამხ. პოლუსი (ჩვენი გაგებით), რომ ოკეანით გარშემორტყმულ ხმელეთს, ყინულის მაღალი სარტყელი აკრავს. თეორიის მიხედვით, ანტარქტიდის სანაპიროზე ყინულის დიდი ზომის ლოდებია, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი სადგურებია განთავსებული. უფრო ღრმად შესვლა, წყალქვეშ მოძრავი თოვლის და ყინულის გამო, შეუძლებელია. ანტარქტიდის სანაპიროდან 900 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ე. წ. «კრისტოფერის სარტყელი», რომლის სიგანე, სხვადასხვა ადგილზე, 400-700 კმ-ია. ამ ზონის გადალახვა სახმელეთო ტრანსპორტით შეუძლებელია (ეს თუ ასეა, 1381 კმ-ის გავლის შემდეგ, როგორ მიაღწია რუალ ამუნდსენმა სამხ. პოლუსს? რედ.), ხოლო ანტარქტიდის სიღრმეში ფრენები, საერთაშორისო სამართლით, აკრძალულია.

1959 წ. 1 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებით, ანტარქტიკის გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის შეიძლება და ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, 60°-იანი სამხ. განედის სამხრეთით (იგულისხმება სამხ. პოლუსიდან სამხრეთით) საკუთარი კვლევითი სადგური შექმნას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტარქტიდის შესწავლის მცდელობა და მასზე უფრო მეტის გაგების სურვილი წინა საუკუნეების გამოჩენილ მოგზაურებსაც ჰქონდათ. მაგ., ჯ. კუკი 3 წელი უვლიდა ირგვლივ ყინულის ბელტებს და ანტარქტიდის რუკის შედგენას ცდილობდა. შემდეგ როსსი სწავლობდა მას 4 წლის მანძილზე, მაგრამ ვერ დაადგინა, მატერიკი იყო თუ არა.ბრტყელი დედამიწის არსებობის იდეა დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი დედამიწა შესწავლილია, თითქოს სასაცილოდ ჟღერს. მაგრამ, ყველა მეცნიერი ასე არ ფიქრობს.

«და ის მაინც ბრტყელია!»…

ბრაზილიელ მეცნიერთა ჯგუფი, «Dakila Pesquisas» ასოციაციიდან (დაარსებულია 1997 წ. კორგინიუ, ბრაზილია), რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან და მათ შორის, უმეტესობა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების სფეროდან არის, უკანასკნელი 7 წლის მანძილზე, პლანეტის სხვადასხვა წერტილში ექსპერიმენტებს ატარებდა. მიზანი – დედამიწის ჭეშმარიტი ფორმის დადგენა იყო.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ განსახლების და სოფლის მეურნეობის რეფორმების ნაციონალური ინსტიტუტის (INCRA – Instituto Nacional de Colonização e Reforma Agrária) წარმომადგენლები და ყველა ექსპერიმენტი ასტრონომების, კარტოგრაფების, გეოლოგების, ტოპოგრაფების, ინჟინერ-მშენებლების მონაწილეობით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

თეორია იმის შესახებ, რომ დედამიწა მრგვალია, უარყოფილი იქნა 7 ექსპერიმენტით. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, კვლევა ყველასთვის ცნობილი ფაქტის შესწავლით დაიწყო, რომლის მიხედვით, სანაპიროდან მცურავი გემის, ჯერ კორპუსი ქრება მხედველობის არიდან, ხოლო შემდეგ – ანძა.თავიდან ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში წერია, – რაც უფრო შორს მიდიოდა გემი, მისი კორპუსი უფრო მცირდებოდა და შემდეგ ჯერ კორპუსი გაქრა, შემდეგ ანძა… მაგრამ, როდესაც იმ წერტილს ჰორიზონტზე, უკვე ნიუტონის ტელესკოპით გახედეს, რომელიც ადამიანის თვალის შესაძლებლობას 1 000-ჯერ ზრდის, აღმოჩნდა, რომ გემი ისევ თვალთახედვის არეში იყო. ის შეუიარაღებელი თვალისთვის გაქრა, მაგრამ ტელესკოპით ისევ ჩანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გემის თანდათანობით გაუჩინარება, არ შეიძლება სფეროსებურობის მტკიცებულებად იყოს გამოყენებული!

როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, გემის გაქრობას თავისი მიზეზი აქვს და მისი ახსნა ფატა-მორგანას (იტ. fata Morgana) ოპტიკური ეფექტით შეიძლება.

ჩვეულებრივ, ფატა-მორგანა ატმოსფეროში იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც მის ქვედა ფენებში, ტემპერატურათა სხვაობის გამო, სხვადასხვა სიმკვრივის ჰაერის ფენოვანი მასები ჩნდება, რომლებსაც სარკისებური ეფექტის შექმნა შეუძლია. სხივების არეკვლის და გარდატეხის შედეგად, ჰორიზონტზე, შეუიარაღებელი თვალისთვის რეალურად არსებული გამოსახულების ჩანაცვლება, სარკისებური გამოსახულებით ხდება. – ასე ხსნის ოფიციალური მეცნიერება ფატა-მორგანას ეფექტს. მაგრამ, ნიუტონის ტელესკოპით ჩატარებულმა ცდამ დაამტკიცა, რომ ნაპირზე მყოფი დამკვირვებლისთვის, ეს ეფექტი მაშინ ჩნდება, როდესაც თვალსა და დაკვირვების ობიექტს შორის კუთხე, დაახლოებით 0-ის ტოლია. ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ არის რომ, რაც უფრო მაღლა დგას ადამიანი, მით უფრო შორს არის მისთვის ჰორიზონტის ხაზი.გამოდის რომ, გარკვეულ მანძილზე ჩნდება სარკისებური ანარეკლი – ვირტუალური გამოსახულება, რომლითაც რეალური გამოსახულების ჩანაცვლება ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მირაჟის მსგავსი მოვლენაა. მირაჟები, ჩვეულებრივ, უდაბნოსთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ფატა-მორგანა – წყლის ზედაპირისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეცნიერებმა სხვა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს, რომლებშიც გეოდეზიური ხელსაწყოები და ლაზერული სხივები გამოყენეს. მაგრამ, დედამიწის სფეროსებურობის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინეს.

მაგ., შორ მანძილზე მოქმედი ლაზერის სხივით შეამოწმეს დედამიწის სფეროსებურობა, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში და ყველგან ერთნაირი შედეგი მიიღეს: ერთი პუნქტიდან გაშვებული სხივი, – მეორი პუნქტში, 35 კმ-ს დაშორებით დაინახეს, რაც დედამიწის სფეროსებურობის შემთხვევაში, გამრუდების გამო, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო – 11 კმ-ს შემდეგ, სხივი უნდა დაიკარგულიყო.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რაც ბრტყელია მრგვალი არაა :დ

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება