რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარ..?

რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? – საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

02:47 / 08-05-2020

რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? – საინტერესო ფაქტები ამიერკავკასიის უდიდეს მდინარეზე

ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი თბი­ლი­სი, აქ მდი­ნა­რე მტკვა­რი რომ არ ჩა­მო­ე­დი­ნე­ბო­დეს და ქა­ლაქს შუ­ა­ზე არ ჰყოფ­დეს… უპირ­ვე­ლე­სად ამ­დე­ნი ხი­დის აგე­ბა ალ­ბათ სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბო­და, ერთი დიდი ავ­ტო­ბა­ნიც ქა­ლაქს გან­ტვირ­თავ­და და და­ამ­შვე­ნებ­და, მაგ­რამ ლა­მის ყვე­ლა დიდი ქა­ლა­ქი ხომ მდი­ნა­რე­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და არც აქ დარ­ღვე­უ­ლა ეს წესი…

სხვა მხრივ კი, რო­გორც ქა­ლაქ­ში ძვე­ლად ამ­ბობ­დნენ, მტკვა­რი თბი­ლი­სე­ლო­ბის ხა­რის­ხის გან­მსა­ზღვრე­ლიც კი იყო. დიახ, იმის გამო, რომ თბი­ლი­სი მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ე­ბად არის და­ყო­ფი­ლი, მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ცხოვ­რე­ბა (არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ) იმ­თა­ვით­ვე პრეს­ტი­ჟუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, მარ­ცხე­ნა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღემ­დე ცო­ცხა­ლია, რომ ვი­თომ “მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი უფრო კარ­გი ტი­პე­ბი” არი­ან…

უფ­რო­სი თა­ო­ბის­გან ისიც მსმე­ნია, – მარ­ცხე­ნა-მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე მცხოვ­რე­ბი ქა­ლა­ქე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გაღ­მე­ლებს ეძახ­დნენ. მა­გა­ლი­თად, თუ “პლე­ხა­ნო­ვე­ლი” ვე­რა­ზე გა­დი­ო­და, ამას “გაღ­მა გას­ვლა” ერ­ქვა და პი­რი­ქით… მოკ­ლედ, მტკვა­რი ყვე­ლა გა­გე­ბით, ქა­ლა­ქის­თვის და არა მარ­ტო მის­თვის, სე­რი­ო­ზუ­ლი “გამ­ყო­ფი” აღ­მოჩ­ნდა.

ლი­რი­კუ­ლი პრო­ლო­გი იქით იყოს და რე­ა­ლუ­რად მდი­ნა­რე მტკვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს (ამი­ერ­კავ­კა­სი­ის) უდი­დე­სი მდი­ნა­რეა. (azer. Kür; Turq. Kura), სა­თა­ვეს თურ­ქეთ­ში, 2742 მ-ზე, ყი­ზილ-გი­ა­დუ­კის მთის აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე იღებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, კას­პი­ის ზღვას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თვის. მისი სიგ­რძე 1364 კმ (185 კმ თურ­ქეთ­ში, 390 კმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 789 კმ აზერ­ბა­ი­ჯან­ში), აუ­ზის ფარ­თო­ბი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მო­ი­ცავს: სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის დიდ ნა­წილს, ასე­ვე თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს. მისი ან­ტი­კუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაა Cyrus, თურ­ქე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი Kür-ს უწო­დე­ბენ.

“აღა­შე­ნა კვი­როს­მან მახ­ლო­ბელ მდი­ნა­რი­სა მტკვრი­სა ქა­ლა­ქი ჩი­ნე­ბუ­ლი და უწო­და სა­ხე­ლი­თა თვი­სი­თა კი­რა­პო­ლი. ესე ქა­ლა­ქი მდგო­მა­რე იყო კი­დე­სა ზედა მდი­ნა­რი­სა მტკვრი­სა­სა, არა დია შორს მის ად­გი­ლი­სა­გან, რო­მელ­სა აწ უწო­დე­ბენ ქო­ი­ნა-შა­მა­ხი­ა­სა.

იტყვი­ან ვი­ეთ­ნი­მე, რეცა მდი­ნა­რე­სა მტკვარ­სა უწო­და მან სა­ხე­ლი­ლი­თა თვი­სი­თა კირო მდი­ნა­რე, რომ­ლი­სა გამო აწ სპარ­სნი, თურ­ქნი და ევ­რო­პი­ელ­ნი, ვი­თარ­ცა რუს­ნი­ცა უმე­ტეს­ნი უწო­დე­ბენ მას ქუ­რად, მაგ­რამ ყო­ველ­ნი ერნი ზე­მო­ი­სა­ცა და ქვე­მო­ი­სა­ცა ივე­რი­ელ­ნი, ესე იგი სრუ­ლი­ად ქარ­თლო­სი­ან­თა­ნი, უწო­დე­ბენ მდი­ნა­რე­სა უძ­ვე­ლე­სი­სა სა­ხე­ლი­თა თვი­სი­თა მტკვრად, ვი­ნა­იდ­გან უწი­ნა­რეს კი­რო­სი­სა­ცა ეწო­და მტკვა­რი მრა­ვალ­თა­სა უკუ­ნით­გან პირ­ველ,” – წერს თე­ი­მუ­რაზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი (“და­წყე­ბით­გან ივე­რი­ი­სა, ესე იგი გე­ორ­გი­ი­სა, რო­მელ არს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოჲსა”, გვ. 107)…

თუ რა­ტომ ჰქვია მტკარს “მტკვა­რი”, ან “კურა”, რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს: პირ­ვე­ლი – სპარ­სეთს და მის იმ­პე­რა­ტორ კი­რუს დიდს (ძვ.წ 559-530წწ.) უკავ­შირ­დე­ბა. “კი­რუ­სი” მტკვრის ან­ტი­კურ სა­ხელ­წო­დე­ბა­დაა მიჩ­ნე­უ­ლია, შემ­დე­გი მო­საზ­რე­ბით: “კურა” ძვე­ლი ალ­ბა­ნუ­რი­დან მო­დის და წყალ­სა­ცავს ნიშ­ნავ­და, ხოლო ბოლო ამ­ბის თა­ნახ­მად, სი­ტყვა მტკვა­რი, “მტკნა­რის­გა­ნაა” წარ­მოქ­მნი­ლი.

* * *

მტკვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­ძი­ის მახ­ლობ­ლად შე­მო­დის და ჯა­ვა­ხე­თი­სა და ერუ­შე­თის ვულ­კა­ნურ მთი­ა­ნე­თებს შო­რის მო­ე­დი­ნე­ბა (თმოგ­ვის ცი­ხეს­თან კა­ნი­ო­ნი 400-500 მ სიღ­რმი­საა)… ას­პინ­ძას­თან სო­ფელ მი­ნა­ძემ­დე ხე­ო­ბის ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი ვიწ­როა. მი­ნა­ძი­დან მტკვა­რი ახალ­ცი­ხის ქვა­ბულ­ზე გა­დის. ხე­ო­ბა შEმდეგ ისევ ვიწ­როვ­დე­ბა, მდი­ნა­რე სო­ფელ წნი­სი­დან ტა­შის­კა­რამ­დე მეს­ხე­თი­სა და თრი­ა­ლე­თის ქე­დებს შო­რის გა­დის და ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბას ქმნის.

ტა­შის­კა­რი­დან ძეგ­ვამ­დე მტკვრის ხე­ო­ბა გა­ნი­ე­რი და ჭა­ლი­ა­ნია, ზო­მი­ე­რად დაკ­ლაკ­ნი­ლი და და­ტოტვი­ლია, კუნ­ძუ­ლებს წარ­მოქ­მნის. სო­ფელ ძეგ­ვთან მტკვა­რი მცხე­თის ვიწ­რობ­ში შე­დის და ხე­ო­ბა ცი­ცა­ბკალ­თე­ბი­ა­ნია, თბი­ლი­სის ქვა­ბულ­ში კი გა­ნი­ე­რი და ტე­რა­სე­ბი­ა­ნი… თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან კა­ლა­პო­ტი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლია, უფრო ქვე­მოთ კი იტო­ტე­ბა და გა­ნი­ერ კუნ­ძუ­ლებს ქმნის…

მტკვრის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დე­ბი: ფა­რა­ვა­ნი, ბორ­ჯო­მუ­ლა, გუ­ჯა­რე­თის­წყა­ლი, ძამა, ტანა, თე­ძა­მი, ალ­გე­თი, ქცია-ხრა­მი, აღსთა­ფა, თო­უ­ზჩაი, შამ­ქორ­ჩაი, გან­ჯა­ჩაი, ტერ­ტე­რი, ხა­ჩინ­ჩაი, არაქ­სი;

მტკვრის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დე­ბი: ფო­ცხო­ვი შე­ნა­კად ქვაბ­ლი­ა­ნით, ლი­ახ­ვი, ქსა­ნი, არაგ­ვი, იორი და ალა­ზა­ნი მინ­გე­ჩა­უ­რის წყალ­სა­ცა­ვის მეშ­ვე­ო­ბით, თუ­რი­ან­ჩაი, გოქჩაი.

Published in ბლოგი
Dianaსოფინანა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარ..?

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება