რატომ შეგვიძლია შეგვზიზღდეს ადამიანი?

რატომ შეგვიძლია შეგვზიზღდეს ადამიანი?მხოლოდ ერთი რამის გამო,მისი უსწორო საქციელის,უმადურობის,უხეშობის,გულისტკივილის,ტყუილების გამო.ყველაზე საშინელი გრძნობაა,რომელიც შიგნიდან გშხამავს,გწამლავს და გიკლავს უჯრედებს,რომლითაც ცხოვრობ და არსებობ.ან რატომ უნდა გახდე მიზეზი,ვინმეს შეზიზღდე და შენი დანახავა,უბრალოდ მისთვის იყოს სიკვდილის ტოლფასი.

–ვინმე შეგზიზღებია?

–კი,მთელი ჩემი არსებით,სულითა და გულით,მაგრამ მეცოდებოდა კიდეც და მერეოდა ეს ორი გრძნობა ერთმანეთში,ვერ ვიპოვე შუალედი,რომლითაც დავიცავდი რაღაც წესს ჩემში.

–მერე,რა გააკეთე?

–არაფერი…ვერაფერი.ყოველ დღე უფრო და უფრო მატულობდა ეს ზიზღი ჩემში,ყოველი მისი ქმედებით,გარდა ამისა უდიდესი ტკივილის მომნიჭებელი არის ის,რომ ის,ვინც იწვევს შენში ზიზღს,უნდა გიყვარდეს წესით.

–როგორ მოერიე?

–ვერ მოვერიე,ვებრძოლე და ვერ დავამარცხე ჩემში.ამიტომაც არც განვაგრძე სურვილი იმისა,რომ რამე მექნა,ისეთი რომლითაც შევაჩერებდი.გავყინე ეს ზიზღი და მორჩა,დავასრულე ჩემში მასთან ბრძოლა,შევეჩიე ცხოვრებას მასთან ერთად.

–და ეხლა?

–არ ვარ კარგად,თითქოს ერთ მთლიანობამდე რაღაც მაკლია,ფაზლს რომ აკლდება ერთი ნაწილი, იყოს დასრულებული,ისე ვგრძნობ თავს.მაგრამ არა უშავს,ვაგრძელებ ცხოვრებას ჩემი ჭრილობებით და ტკივილებით.იცი,გულში მაქვს ჩალურჯებები,რომლებიც ასე შეუიარაღებლად შეუჩნეველია,მაგრამ მე ხომ ვიცი…

–როგორი იქნება მომავალი?

–ისეთი,როგორსაც შენ შექმნი,უნდა იცხოვრო იმ ყოველი ემოციით,რაც კი რამ გქონია დღემდე,შეეცადო შეავსო ყველა ცარიელი უჯრა,ორმო რომელიც მოგყოლია ამ წუთამდე და იყურო იმ იმედით,რომ განთავისუფლდები ყველა ტრამვისგან,რაც კი მოუცია შენთვის ცხოვრებას… 🙁

Published in ბლოგი
suliko
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

გაიარე ავტორიზაცია

ან

რატომ შეგვიძლია შეგვზიზღდეს ადამიანი?

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება