რას ემსახურება პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიწყალოს მსჯავრდებულები

ზოგადად,აღსანიშნავია,რომ პრეზიდენტს,როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და პირველ პირს,აქვს მრავალი ვალდებულება,უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა,რომელთა პირნათლად შესრულება ქვეყნის პროგრესისა და განვითარების საწინდარია.მისი კონკრეტული უფლებამოსილება,შეიწყალოს მსჯავრდებულები კი,რა თქმა უნდა,ემსახურება პატიმართა რესოციალიზაციას,მათი გამოსწორების მცდელობას,გარდა ამისა,შეიძლება მივიჩნიოთ,რომ ესაა მათი უფლებაც.ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს გარკვეული პერიოდის შემდგომ „შეწყალებას“,რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პატიმრობის პერიოდში მისი ყოფაქცევა იყო სანიმუშო,თუ შეინიშნება მისი სინანული ჩადენილი დანაშაულის მიმართ,ასევე,განსახილველია მისი წარსული ნასამართლეობა/არნასამართლეობის ფაქტიც და ა.შ.

შეწყალების უფლებამოსილების მიზნებთან დაკავშირებით კარგი მაგალითია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ,2016 წელს მომზადებული კვლევა „შეწყალების უფლებამოსილება-ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება“,სადაც კარგადაა განხილული შედარებითი მაგალითი საქართველოსა და აშშ-ს შორის.როგორც ჩანს,აშშ-ის მოდელის მიხედვით,მსჯავრდებულების შეწყალება კონრეკტული ოთხი მიზეზის გამო ხდება:ისინი ითვალისწინებენ სახელმწიფოს ინტერესებს და თვლიან,რომ მსჯავრდებულის შეწყალება შესაძლოა იყოს კრიზისის თავიდან აცილების გზა, პატიმრის შეცდომის გამოსწორება,ასევე,შესაძლოა პირი არ უარყოფდეს ჩადენილ დანაშაულს,თუმცა იაზრებდეს მას და იმსახურებდეს დამატებით შანსს,და ბოლო მეოთხე მიზეზი ამერიკული მოდელისთვის არის შეწყალების მექანიზმის გამოყენებით გავლენის მოხდენა ფედერალური სისხლის სამართლის პოლიტიკაზე. ჩემი აზრით,ეს ოთხივე გზა არის აბსოლუტურად მისაღები და საზრიანი,იმის გასამართლებლად,რომ პრეზიდენტმა ნამდვილად უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება შეწყალებასთან დაკავშირებით და ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მისცეს მეორე შანსი გამოსწორებისა მსჯავრდებულებს,თუმცა თუ ამ ყველაფერს საქართველოს მოდელს შევადარებთ,მარტივად მივხვდებით,რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი აბსოლუტურად რადიკალურადაა და ეს რადიკალიზმი ბევრად ართულებს ჩვენს რეალობას.ზოგადად,ჩემი აზრით, შეწყალების ინსტიტუტის ეფექტიანობას დიდწილად განაპირობების შეწყალების მიზნის/მიზნების სწორი სამართლებრივი რეგლამენტაცია და პრაქტიკის დანერგვა, რომელიც წარმოდგენას შეუქმნის საზოგადოებას და უპირველესად, მსჯავრდებულს, შეწყალების უფლებამოსილების არსისა და მისი გამოყენების თაობაზე.რეალურად კი,არც საქართველოს კონსტიტუცია და არც შეწყალების მექანიზმის მომწესრიგებელი სხვა აქტები არ შეიცავენ ინფორმაციას შეწყალების მიზანთან/მიზნებთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ ბუნდოვანებას ბადებს შეწყალების მექანიზმის გამოყენების შესახებ და ცრუ მოლოდინებს იწვევს მსჯავრდებულებში.ფაქტობრივი პრობლემა,დღესდღეობით,ქართული მოდელის მიხედვით არის ნულოვანი ინფორმირებულობა პატიმრებისა.ეჭვგარეშეა ის ფაქტი,რომ როდესაც წესდება კონკრეტული კრიტერიუმები,რომლების მიხედვითაც პატიმრებს მიეცემათ საშუალება მოხვდნენ „შეწყალებულთა“ სიაში,ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან დაარეგულირონ საკუთარი ქცევა ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.საქართველოში კი,სამწუხაროდ არცერთმა პატიმარმა არ იცის რის მიხედვით შეიძლება გახდეს შეწყალებული პრეზიდენტის მიერ,და რაც უნდა სამწუხარო ფაქტი იყოს,მგონია,რომ ეს თავად პრეზიდენტამც არ იცის,ჩვენს რეალობაში.მსჯავრდებულებში შეწყალებასთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინების თავიდან ასაცილებლად,ჩემი აზრით, სასურველია, შეწყალების მიზნების ნორმატიული რეგლამენტაცია, შესაბამისი პრაქტიკის დანერგვა და მსჯავრდებულთათვის მისი სათანადოდ მიწოდება.

მეორე საკითხია ის,თუ რამდენადაა „შეწყალება“ პრეზიდენტის უფლებამოსილება და არა ვალდებულება, და რამდენად შესაძლებელია მასზე უარის თქმა.ამ საკითხსი განხილვა ძალიან მარტივია,ვინაიდან შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტისთვის საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება.ვინაიდან ხაზგასმითაა აღნიშნული,რომ ეს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება,მაშინ შეიძლება ვთქვათ,რომ პრეზიდენტს აქვს უფლება აიცილოს შეწყალების უფლება,თუმცა თუ ეს აცილება მოხდება,მაშინ უნდა არსებობდეს ალტერნატივა,უნდა იყოს შექმნილი რელევანტური ჯგუფი,რომელიც შესაბამისად განიხილავს და გადაწყვეტს ამ საკითხებს.წინააღმდეგ შემთხვევაში,არაჰუმანური ქმედებაა პრეზიდენტის მხრიდან სრულად უარყოფა შეწყალების და ამდენი პატიმრის შეწყალების გარეშე დატოვება,იმის გათვალისწინებით,რომ მართლაც არსებობს მრავალი მსჯავრდებული,ვინც ყველა ასპექტში იმსახურებს მოხვდეს ამ სიაში.და გარდა ამისა,ეს არის ნებისმიერი პატიმრის უფლება,ვინაიდან არსებობენ პატიმრები,რომელთა მიმართ გამოყენებული ხისტი და მოუქნელი კანონმდებლობა იწვევს უსამართლობის განცდას,ამ შემთხვევაში კი,დემოკრატიული სახელმწიფო,სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფლების უფლება(საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული),ვალდებულია იზრუნოს საკუთარი მოქალაქის ინტერესებსა და უფლებებზე,შედეგად კი მისცეს მას საშუალება ხელახალი გადასინჯვის ხარჯზე განიხილონ მისი შეწყალების საქმე.

საბოლოოდ,შეიძლება ითქვას,რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეწყალებასთან დაკავშირებით ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა,რაც ასაცილებელი არაა,პირიქით,ის იმსახურებს გადახედვას,დახვეწას და გაუმჯობესებას.მართალია,დადებითად უნდა ჩაითვალოს შეწყალების ინსტიტუტის ისეთი მოდელის არსებობა, როდესაც პრეზიდენტი ქმნის სათათბირო ორგანოს – შეწყალების საკითხთა კომისიას, რომელიც მას აწვდის რეკომენდაციას მსჯავრდებულთათვის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნული მოდელი საკმაოდ დემოკრატიულია, მაგრამ რიგი საკითხები საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა მსჯავრდებულებს და საზოგადოებას არ დარჩეს ბუნდოვანებისა და არაობიექტურობის განცდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემისას.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

რას ემსახურება პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიწყალოს მსჯავრდებულები

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება