პულსი. პირველი თავი.

-ღმერთო,მეტს აღარ დავლევ!-ჩემს გვერდით,მოჩვარული სხეული იატაკზე ოთხით ჩადის და სამზარეულოსკენ მიფორთხავს.

თავი მისკდება.

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

ვგრძნობ,როგორ მიფეთქავს ტვინი ქალის შიგნით და როგორ იქცევა სითხედ.

წნევა ევერესტს ეპოტინება,ისე მქაჩავს თავი.

ღმერთო,არავარ კარგად.

-მინერალურს დალევ?!-გუშინდელი საღამოს შემდეგ,ხმადავაჟკაცებული ნუნი უკვე ორზე შემოდის საძინებელში ,საწოლზე ჯდება და ყველა ძალას ევედრება,რომ ნაბახუსევი გაუქრეს.

-გთხოვ,არ დამალაპარაკო!-ძლივს ვლუღლუღებ.

ღუნღულა ხალათიდან ქამარს ვაძრობ,თავს მაგრად ვიკრავ და თვალებს ვხუჭავ,ფარდიდან შემოპარული ზამთრის საცოდავი შუქი მკლავს.

-ცეცხლი დალია შენმა პირმა,ნუნუ!-გოდებას მოჰყვა ჩემი სისხლის მსმელი.

ცალი თვალით ისე გავხედე,მალევე ჩუმდება და ასე,ლოგინზე წამომჯდარი ნახევარი საათი ვდევარ.

გული სადაცაას გამისკდეს,ისე ვარ.

სახარბიელოდ არც ჩემი თანამცხოვრები გამოიყურება.

თვალები გადმოცვენასააქ და თმები ბუდეს უგავს.

არწივისას.

-ტასო,არა ვარ კარგად!-უცებ ძილბურანში წასულს ნუნი მეძგერა მთელი ძალით და სანამ თვალის გახელას ვაიძულებდი თავს,საწოლზე გულწასული ჩაემხო.

გამოვფხიზლდი.

ზუსტად სამ წამში!

-ვაიმე ,ნუნუ!-დავესხი თავს,დავასხი მინერალური თავზე,გადაფითრებულ სახეზე ხელები მთელი ძალით ვულაწუნე,მაგრამ,ამაოდ.

გონს ვერ მოვიყვანე.

-დიახ,გოგონაა-სასწრაფოს მთელი ხმით ჩავყვირი და დავრბივარ ოთახიდან-ოთახში.

პანიკისგან სხეული ნაწილებად მეშლება.

ნუნი ისევ უგონოდაა,მაგრამ,სუნთქავს!

გაჭირვებით.

-დაუჩქარეთ!-რაღაცას მეკითხება,მაგრამ,პასუხს ვერ ვუბრუნებ.

-დიახ,მესამე სართული! სწაფად მოდით!-უკვე აგონიაში ვვარდები.

დროგამოშვებით სილას ვაწნი გაგულისებული და რაც კი რამ ჭიქა მქონდა,ყველა დავასხი სახეზე.

წურწულით მოდიოდა საბნიდან წვეთები.

დავტბორე მეორე სართული!

-რა ძინავს ქალბატონო,არაა გონზე!-უკვე შეურაცხადი ვხდები დისპეჩერის ირონიაზე.

ტელეფონს იქვე ვაგდებ და ისე ვიწყებ ტირილს,ვერ ვიაზრებ..

-გამოფხიზლდი და გპირვები აღარასდროს დაგალევინებ..-თავზე დავტირი და უკვე ცრემლები ნამავს ჩვენს საწოლს,წყლის მაგივრად.

გაფითრებულ სახეს ვუსრეს და რაც კი რამ გამეგება,ყველა მეთოდს ვცდი.

არ ინძრევა ისევ.

-ნუნუ,მოგკლავ თუარ გამოფხიზლდები!-უკვე გაბრაზებული დავყვირი თავზე.

კარზე ზარი მაშორებს მის სხეულს.

სირბილით ვაღებ და არც კი ვუყურებ,ისე ვუშვებ სასწრაფოს ექიმებს სახლში.

-სახელი-გვარი!-გაბღენძილი ქალბატონი სკამზე ჯდება და ანკეტის შევსებას იწყებს.

ვიფოფრები.

-მომაკვდავი მე მოვასულიერო?!

-თვითონ მოფხიზლდება,გოგონა,ძინავს!-მეორე ფორმიანი უკმეხად მიბრუნდება და შუშას თავს ატეხავს.-ტიტე ექიმო,რამდენი გაუშვათ?!

-სამი ეყოფა!ინტოქსიკაციაა. პაციენტს რა ქვია?!-უკვე მე მიბრუნდება ზურგით მდგომი და ინტერესით მაკვირდება.

თეთრი ხალათი მისთვისაა შეკერილი,ისე აკვდება.

გაუაზრებლად თმებს უკან ვიწევ და დათვებიან ბამბის,დათბილულ საღამურებს ვისწორებ.

-ნუნუ სხირტლაძე.-ვენაზები,რომ გავიაზრე,აღარ კვდებოდა,ჩამერთო შინაბერას ინსტიქტი.-ბებია ყავდა ოქროს ქალი,ცხონებული!-ექთანმა რომ ჩაიფხუკუნა ჩემი გოგოს სახელზე,ისევ წამოვიფოფრე.

ტიტე ღმერთკაც ექიმი ხელით რაღაც ჯადოქრობებს აკეთებს ხუთი წუთი,

სისტემას დიდი ოსტატობით უდგამს და პულსს უსინჯავს.

-არ ინერვიულოთ,კარგად იქნება!-ისევ ბრუნდება და ამჯერად,უფრო მეტი ინტერესით მათვალიერებს.

მგონია,ჩემით იხიბლება,მაგრამ,უცებ რომ წარბებს იკრავს და ჩემკენ გამორბის,ვხდები,რაღაც ხდება და თან ჩემს თავს.

ორგანიზმი ისეთ სტრესში მყავდა მოქცეული,საკუთარი თავი სულ გადამვიწყებოდა და მხოლოდ ბოლო ორ წამში დამიტრიალდა ყველაფერი..

ტიტე ექიმმა სწორად გამოიცნო.

როგორც კი წინ ამესვეტა,გონება ერთ წამში დამებინდა და გავითიშე..

___

-ტასო,გამოფხიზლდი,თორემ მოგკლავ!-შორიდან ნუნის დაზაფრული ხმა ჩამესმის და გაჭირვებით ვახელ თვალს.

ოთახში ვარ,

სველ საწოლზე ვწევარ და სისტემა მიდგას.

გადასხმის ბალონი სახეშეშლილ ნუნის ხელში უჭირავს და ბოლთას სცემს ლანძღვა-გინების ფონზე.

ოთახში წარბშეხრილი ტიტე ექიმი სკამზე თავგაბეზრებული ზის და კონცერტს თვალს ადევნებს.

ოფოფები წასულიყვნენ.

დალოცა ღმერთმა.

-დაწექით თუ შეიძლება,უკიდურეს ზომებს ნუ მიმაღებინებთ!-ალბათ მეასედ აფრთხილებს უკვე,თორემ თვალებს ასე არ აატრიალებდა ნუნი.

-სხირტლაძე,დაწექი!-მეც ვეხმარები ჩვენს მფარველ ანგელოზს და ჩემი ხმა რომ ესმის,თავზე მახტება.

ვიკლაკნები ათას ფერად.

არაა დალაგებული.

სახე თვითონაც ეჭმუხნება.

როგორც ჩანს პეპელამ ხელი ატკინა,გაცოფებული ისრესს მკლავს.

-მომხსენით ეს დასაწვავი,მომკლა ქალი!-გვერდით ესვენება გადაფითრებული და თავზე წამომდგარ ექიმს ებღვირება.

არ გვიმჩნევს ტიტე.

ხალათი სკამზე გადაეკიდა და მწვანე ფორმაში თავს უფრო მაწონებდა.

საწოლის თავზე სიმეტრიულად დაკიდებულ ნახატებზე გადასხმის ბალონები დაამაგრა,შეამოწმა და საათს დახედა.

-მალე ჩაიცლება,მძიმე მოწამვლაა,თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან და რაც შეიძლება ბევრი სითხე მიიღეთ დღის განმავლობაში,რომ ორგანიზმი აღდგეს.-რატომღაც მე მიყურებს და მარიგებს.

თვალები ზუსტად ისეთი ფერიაქვს,როგორც სამოსი.

ღია ხასხასა მწვანე.

-ეგ არ გამოვა,ექიმო,დღეს ჩვენი მეგობარი მიდის და უნდა გავაცილოთ.-ნუნი ისევ წამოჯდა და თითქმის დაცლილ ბოთლზე მიანიშნა.-ეს ხომ სითხეში გადის?!

-დღესაც თუ დაამატებთ,ხვალ უკვე საავადმყოფოში გადაგიყვანთ და უფრო დიდ სტრესს მიიღებს თქვენი მეგობარი.-ისევ ჩემკენ გადმოაქვს მზერა,თუმცა წამით.

ისევ საათს დახედა და პარალელურად,სხირტლაძე მილისგან განაცალკევა.

ამოისუნთქა.

სახეზე ფერი დაბრუნებოდა და ძალაც შემატებოდა.

კარგად გამოიყურებოდა.

თავს ცუდად აღარც მე ვგრძნობდი.

წეღანდელი გულის წასვლა შფოთვის ბრალი იყო,

გადასხმაც პრევენციისთვის დაგიდგიო,შემდეგ ამიხსნა ექიმმა.

ვიწექი გატრუნული და თავზე ჭირისუფალივით წამომდგარ ნუნის თვალებს გაჭირვებით ვუბრიალებდი.

მისი ბრალი იყო,

ორივე ნახევრად სველები,ჯერკიდევ ნაბახუსევი და,ვიტამინებით დაჟღენთულები რომ ვიყავით.

შევატყვე თვითგვემაც,მაგრამ,არც იმდენად დარდობდა,დღევანდელი სმა რომ დავიწყებოდა.

ზუსტად ამაზე ვეკამათებოდი,

თეთრხალათიანმა მეც რომ განმათავისუფლა და საწოლზე,ზუსტად ჩემს გვერდით ჩამომიჯდა.

გავიტრუნე.

საკუთარი თავი გამოვიჭირე,როგორ ვუფახულებდი თვალებს უცნობს.

შემრცხვა და ვიგრძენი,როგორ გავწითლდი.

სუსტი,მისიკვდილებული მაჯა ყინულივით ცივ ხელებში მოიქცია და პულს დაუყურადა.

საათს თვალს არ აცილებდა და გაფაციცებით ითვლიდა.

როგორ მეთქვა,ნაბახუსევი აღარაფერ შუაშია,შენ მიჩქარებ გულსთქო?!

თვალი ავარიდე და შევეცადე ყურადღება გადამეტანა,რომ გამცლოდა,თორემ,ვეღარ ვსუნთქავდი.

-წნევები ხშირად გაწუხებთ?!-რეზულტატით ალბათ უკმატოფილომ ისედაც შეჭმუხნული წარბები უფრო შეკრა და დამაკვირდა.

წამოვჯექი.

თავბედი დავიწყევლე,რაღა დღეს მეცვა დათუნებიანი პიჟამო..

დავინახე როგორ გაეპარა ღიმილი ტუჩებზე და უცებ დამალა..

არ გადასცდა საზღვრებს.

-არ იჯავროთ ექიმო,ეგ კლიმაქსის ბრალია..-ნუნი ფორმაში დგება და ისეთ უხერხულში მაგდებს,

მთლიანად ვწითლდები და სველი საბანი თვალებამდე ამაქვს..

მინდა გავქრე.

ან ნუნუ მოვკლა.

სულ ტყუილად მოვასულიერე.

ტიტეს ზურგსუკან ასვეტილი კიდევ უფრო სასწაულ რეპლიკებს ისვრის.

მადლობა ღმერთს,ვერ ხედავს ექიმი.

თვალებიდან ყველა ენაზე ვუგზავნი სალანძღავ სიტყვებს,მაგრამ,ცეცხლს ოსტატურად იგერიებს და ოთახიდან გადის.

-კლიმაქსი არაფერ შუაშია!-გულუბრყვილოდ ავხედე გასაცოდავებულმა.

გამიღიმა..

დალოცოს ღმერთმა,

ნუნის არაადეკვატური კომენტარები არც კი შეიმჩნია.

სკამზე გადაკიდებული ხალათი იქვე დადებულ ჩანთაში კოხტად ჩაკეცა,იქიდან ტყავის ქურთუკი ამოაძვრინა,საათს კიდევ ერთხელ დახედა და გამომხედა.

სამედიცინო სერიალიდან გადმოსულ მსახიობს გავდა.

მისი ხასხასა მწვანე თვალების ფონზე,საერთოდ არ ჰგავდა მოკვდავს.

არ მახსოვს,ბოლოს ასე როდის მოვიხიბლე საპირისპირო სქესით.

ბოლოს კიარადა,

საერთოდ,ამდენი წლის მანძილზე,

პირველად იყო,მამაკაცის მიმართ სიმპათიას რომ ვგრძნობდი და,

არ ვიცოდი,რამდენად გამომდიოდა ამის დაფარვა.

-დარწმუნებული ვარ თქვენი ჰორმონები წესრიგშია,თუმცა,გულს მაინც უნდა მიხედოთ!-სულ ერთი წამით ეღიმება,თვალებში ვარსკვლავები უკიაფდება.

ჩემკენ წამოსული სავიზიტო ბარათს მაწვდის და ისევ იმ უცნაური მზერით მაყოლებს თავს.

დავწვავ ამ საღამურებს დღეის მერე.

ღმერთო,შემძულდა დათვები.

-დამიკავშირდით,თუ გადაწყვეტთ კარდიოლოგთან ვიზიტს..-ვგრძნობ,სიტყვებს სულ სხვა სარჩულს რომ აკრავს,თუმცა,აღარ ვუღრმავდეები,გული ისევ რომ არ ამოვარდეს საგულედან.

ნუნი გასვლამდე კიდევ ერთ კომენტარს ასწრებს,მაგრამ,სისწრაფეში ვაჯობე.

ორმეტრიან ექიმს კარებს მთელი ძალით ვუჯახუნებ და ხელებალესილი ვბრუნდები უკან..

-ვაიმე,ღმერთო,ოღონდ ახლა გადამარჩინე!-ბოლო წამებში ასწრებს სხირტლაძე თხოვნა-ვედრებებს.

შემდეგი ოცი წუთი ჩვენი ბინიდან წივილის,კივილის,ტირილის და ხვეწნის ხმა გადიოდა.

წარმოდგენაც არ მქონდა რას ფიქრობდა მეზობელი,

ამწამს,ისე ვიყავი,არც მათ დავაკლებდი ბრაზის ნთხევას.

-გნებდები!-საათის შემდეგ,მოხროტინე ნუნი იატაკს სამჯერ ურტყამს გაშლილ ხელისგულს და ხვნეშის.

-არ გეღირსოს კაცის ალერსი კლიმაქსამდე,ასე!-გამარჯვებული ილუზიურ აუდიტორიას თავს ვუკრავ მადლიერებით და საკუთარ თავს ტაშით ვაჯილდოვებვ.

მხოლოდ გამწარებულზე შემეძლო სხირტლაძის დაგდება.

ძალოსნებს შეშურდებოდათ,ისეთი ძალა ესხა ძარღვებში.

-ვითომ სიმართლეს არ ვღაღადებდე! იქნებ და,რჩებოდა ის კაცი,რას გააქციე?!-სულს ძლივს ითქვამს,პაუზებით აფრქვევს მორის სიბრძნეს.

საპსუხოთ ბალიში ხვდება გარომბებულ თავზე და დაბოლოოდ ჩუმდება.

ვზავდებით დღის განმავლიბაში.

იმის იმედით,რომ ბატონ ტიტეს აღარასდროს შევხვდებოდი,ცოტა ამოვისუნთქე.

თან გულიც მწყდებოდა,

თან ბარათს დავყურებდი და,ამდენი საპირისპირო ფიქრებისგან,ისევ თავბრუ მეხვეოდა.

-დაგვაგვიანდება ტასო,აღარ ჩაიცმევ?!-შავებში გამოწკეპილი ლერწამი სარკეში მეასედ იხედება და საკუთარი თავით კმაყოფილი,თავდაჯერებას აფრქვევს.

-მარტო იმ პირობით წავალთ,თუ აღარ დავლევთ!-მაინც ვაფრთხილებ,მაგრამ,ზუსტად ვიცი,აზრი არ აქვს.

ნოემბრის შეუფერებლად,მაგრამ,კლუბის გათვალისწინებით,ნუნის მოკლეტყავის კაბას ვირგებ,გამჭვირვალე,ბადე მაისურითა და თეთრი მაღალყელიანი,ტყავისივე ჩექმებით.

მაქმანიანი ბრალეტი ულამაზესად ჩანდა.

დილის ფორმის შემდეგ,ამწამინდელი ტასო,საერთოდ სხვაგვარად გამოიყურებოდა და,

მეცინებოდა საკუთარ გარდასახვაზე.

ახლა უნდა დავენახე ტიტეს,

ნაბახუსევი და სახეაცლილი კიარა.

– სადაა ღმერთო სამართალი?!შენ უნდა დადიოდე ასე კენტად?!-დემაგოგიის ქალღმერთი თავს დანანებით აქნევს და გაქანებულ ჩანთას ოსტატურად იცილებს.

-ოდესმე შეუცვლი ამ მანქანას ხუნდებს?! -შუქნიშანთან გაჭირდებით ,ლოცვა-ვედრებით რომ ვჩერდებით,ვუბრუნდები ქალბატონს.

ჩვენი მწირე შემოსავლების გათვალისწინებით,ნუნის ავტომობილის წელი ორიათასიდანაც არ იწყებოდა და,არც ვიზუალურადაც აფრქვევდა სიახალგაზრდავეს.

ხუნდები კიარა,რომ იქოქებოდა საერთოდ და დადიოდა,ეგეც დიდი შეღავათი იყო.

საწვავს რიგრიგობით ვასხამდით,ვისაც რა გვქონდა,ვანაწილებდით და,ისიც,ჩვენი ჯეირანი,არ გვღალატობდა არასდროს,მთავარია დამუხრუჭება არ დაგვჭირვებოდა.

ამიტომ იყო,თვეში ერთხელ ხელფასის ნახევარს ჯარიმებში რომ ვიხდიდით.

ჩვენი რა ბრალი იყო,წითელზე არაკიარა,უბრალოდ ვერ ვჩერდებოდით.

-თუ ამ თვეში მეტი გასვლა არ მოგვიწია,გადავინახავ და შევცვლი.-მუსიკაზე აყოლილი ძლივს მაგონებს და მიცინის.

რაღაც სასწაულით არ გვაგვიანდება.

კლუბში ერთდროულად შევდუვართ მას შემდეგ,რაც დაცვას ძლივს ვარწმუნებთ,რომ

ეს ბავშვური სახე გენეტიკის ბრალი იყო და არა,ასაკის სიმცირის.

-ამიტომ მიყვარს აქ მოსვლა!თავს ისე გაგრძნობინებენ,თითქოს,ისევ 17 წლის ვიყოთ.-აღფრთოვანებული ნუნი ჩვენი სამეგობრო წრისკენ მიდის ტანის მშვენიერი რხევით და საღამოს ვიწყებთ..

ზურის ვაცილებდით.

ერთადერთი სტაბილური შემოსავლების ყრმობის მეგობარი ბუდედან გვიფრინდებოდა და ამას ჩუმად,გულში ძალიან განვიცდიდით.

საზღვარგარეთ ისევ ცოდნის გასაღრმავებლად მიდიოდა და,ქალაქში წამყვან კლინიკას რადიოლოგის ღმერთის გარეშე ტოვებდა.

მივტიროდით,მაგრამ,სიცილ-კისკისით.

სხირტლაძემ,როგორც მოსალოდნელი იყო,ჩვენი დილანდელი ინციდენტი ზუსტად ერთ ჭიქაში მიივიწყა და საღამოს განმავლობაში,აღარ შემოუხედავს,არწივის მზერას რომ არ გადაჩეხვოდა.

მისვლიდან,დაახლოებით საათნახევარში უკვე გამოსასვენებელი იყო,მაგრამ,ისიც ვიცოდი,სანამ თვითონ არ გადაწყვეტდა წამოსვლას,მე არ დამყვებოდა.

-ტას.-ძლივს მაგნებს მზერით ორი საათის შემდეგ ნუნი.ჩემკენ იხრება და ლამის გაუცისკროვნდეს თვალები,იმდენი ვარსკვლავი უბრწყინავს მასში.-არ გაიხედო იცოდე!შენი მკურნალი ექიმი მოვიდა!-დამცხა.

წამში ვბრუნდები ინსტიქტურად და იმწითის შემოსულ ტიტე ექიმს მზერით ვეკვეთები..

მადლობა ღმერთს მუსიკა იმდენად ხმამაღალი იყო,რომ საკუთარ გულისცემას ახშობდა,თორემ,ვიცოდი,გამთქვამდა.

არ ვიცი რატომ,მაგრამ,არც კი გამკვირვებია ჩვენი მაგიდისკენ რომ დაიძრა პირდაპირ.

რა თქმა უნდა,ღმერთს ყველაფერი ასე უნდა მოეწყო.

უკანასკნელი ნახვა კიარა,თვალსაც კიარ მაცილებდა.

მოდიოდა მხრებში გაშლილი,მთასავით მყარი,ძლიერი ნაბიჯებით და მიღიმოდა.

-აი,ეს თუ ბედი არ იყოს! თავი მომჭერი!-არ ჩერდებოდა გვერდით მჯდომი.

ზურიმ დიდი სითბოთი მიიღო ახალმოსული.

წარგვიდგინა და გაგვაცნო ყველას სათითაოდ.

მე ავიწურე ერთიანად ხელი რომ გამომიწოდა და თავი გალანტურად დამიკრა.

-ღმერთო,გასკდეს ახლა მიწა და ჩამიტანოს.-მინდა სხირტლაძეს გადავულაპარაკო,მაგრამ,ისე აორთქლებულიყო,ვერც კი შევამჩნიე.

ქალბატონს ზურისთან გადაენაცვლებინა და ,სხვა გამოსავალი რომ აღარ იყო,

რბილ პუფზე გვერდით მომიჯდა ღმერთკაცი.

არ შევიმჩნიე დიდად,ეს ქალური სიამაყე საიდანღაც მოფრინდა და მხრებზე შემომეხვია.

თუმცა,დიდხანს არ დამცალდა..

-კარგად გამოიყურებით.-რამოდენიმე წუთის შემდეგ ყურთან ახლოს მესმის მისი ხმა..

არ მეხება,

ოდნავადაც კიარ მეკვრის,მაგრამ,კანი ისე მიხურს,ყინულიან წვენის ჭიქას ერთიანად ვცლი.

-დათუნებიანი პიჟამოს შემდეგ,არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ..-სხარტად ვპასუხობ და ვცდილობ დაძაბულობის გაფანტვას.

არც ეს გამომდის.

ისე ჩაეცინა,ელვამ დამიარა..

-თქვენი შარმი არც მასში ჩაკარგულა,მაგრამ ამწამს სრული სამედიცინო კუთხით შეგაფასეთ.-ახურებულ ტანზე ერთიანად მასხამს ცივ წყალს და დენდარტყმულივით ვშეშდები..

მთელი საღამო გაუნძრევლად ვიჯექი და უხერხულობა სად წამეღო,არ ვიცოდი..

დაძაბულობა,რომელიც ხელშესახები იყო უკვე,სულს მიხუთავდა და მოუსვენრად ვცმუკავდი დროდადრო..

ჩემი გვერდით მჯდომი მშვიდად სვამდა და მოხერხებულ კომენტარებს ისროდა დროდადრო.

სხარტი იუმორი და მოსწრებული სიტყვა-პასუხი უფრო მეტ ვარსკვლავს აკიაფებდა მის შარავანდედზე,თუმცა,ალბათ ამას მხოლოდ მე ვამჩნევდი.

-“თურაშაულის ვაშლივით ღაჟღაჟებ ტასო,ისე ნუ იზამ,ხელოვნური სუნთქვა დაგჭირდეს,ტიტესგაან”-ზუსტად ნუნის აქცენტით ვკითხულობ მის შეტყობინებას საათის შემდეგ და ვდუნდები.

მეცინება..

პატარა ჩანთას ხელს ვავლევ და ვდგები..

პუფში კომფორტულად მჯდომი ტიტეს წინ უხერხულად მიწევს გავლა და ღმერთს მადლობას ვწირავ,ინსტაგრამზე ნანახი პოსტის შემდეგ სუნამოს ჩექმის ყელის დასასრულთანაც რომ ვიპკურებდი..

ვიგრძენი,როგორ შეუსინთქა ჰაერი ხარბად და,ცხელი სუნთქვა კაბის ბოლოდან,მოშიშვლებულ

კანზე რომ შემეხო,ერთიანად დამიარა თბილმა და,ყინულივით ცივმა ტაომ..

გავერიდე..

ქალთა ოთახამდე დინჯი,ფრთებგადაშლილი ნაბიჯებით მივედი,

მაგრამ,

მივხურე თუარა კარი,გული ისე ამიჩქარდა,გონზე მოსასვლელად წყალს შევუშვირე ხელისგულები..

მთელი სხეული მიხურდა..

მეგონა ფეხებზე ჯერკიდევ მისი სუნთქვა დამდიოდა..

გაჭირვებით შევისწორე მაკიაჟი..

სარკეში სახეარეული ტასო თვალებაბრწყინებული მიყურებდა და იმ სამ წამს გონებაში მიტრიალებდა..

-ღმერთო,რა იყო ეს,ა?!-საკუთარ დაბნეულობაზე გიჟივით მეცინება და ისე გავდივარ ,ჯერკიდევ სახეზე ღიმილი მაქ აკრული.

წითელი შუქით განათებულ დერეფანში მოულოდნელად წინწამოსულ სხეულში ტიტეს რომ ვარჩევ,ვიყინები..

ველოდი,

ქალურად,აი სასწაული წინათგრძნობით ვიცოდი,იქ რომ დამხვდებოდა,მაგრამ,მაინც ავღელდი..

-ანასტასია!- ხმამაღალ, ელექტრო მუსიკას მისი ბოხი ბარიტონი სასწაულად ერწყმება..

ნაბიჯსაც ვერ ვდგამ.

წინ ასვეტილ სხეულს თვალს ვავლებ და ერთიანად მოვარდნილ ცეცხლში მჭიდროდ ვეხვევი..

გული ისეთი სისწრაფით უცემდა,მის გახშირებულ სუნთქვას სახის კანზე ვგრძნობდი..

-ტიტე ექიმო!-არ ვიცი როდის მერე გადავიქეცი გაბედულ,ეშხით სავსე,ვნებიან ქალად..

საკუთარი ხმა ვერც კი ვიცანი..

მისი ბგერები,თვალები,კანი და მისგან წამოსული ენერგია იმდენად ღრმა,ინტიმური და დამუხტული იყო,ჰაერი მთლიანად გაყინა და,ცეცხლით ერთიანად გაალღო..

ვერ ვსუნთქავდი..

წინ მდგომი სხეული წამებს ითვლიდა,აფეთქებამდე და თვალები ნებართვას ითხოვდა..

ლამის ტაში შემოკრა ჩემში გაღვიძებულმა სასურველმა ქალმა..

მისი სურვილით სავსე,მაგრამ მაინც თავშეკავებული მზერისგან თვითშეფასება ცისკარამდე აფრინდა და კამარა შეკრა..

მთელი განვლილი ცხოვრების განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ამაზე მეტად იმპულსური..

არ ვცდებოდი,

შეუძლებელი იყო ქალურ ინსტიქტს ეღალატა..

სხეულის ყველა უჯრედი ერთიანად ამიჯანყდა და,

ავხედე..

-მაკოცე.-მისი მზერიდან წამოსულ ნებართვას დავთანხმდი.

სულ ერთი წამით გამიღიმა..

არა უხამსად.

არა უხეშად.

მის ღიმილში იყო რაღაც ძალიან სათუთი და ხელშესახები..

ერთიანად დავიწვი,

გრილი ხელისგული წელზე რომ შემომხვია და ერთ წამში მოხერხებული მოქმედებით,ამიზიდა,ერთი ნაბიჯით საყრდენი გამიჩინა მყარ კედელთან და ისეთი წყურვილით დამეწაფა,

გული გამიჩერდა.

კანი სიმხურვალისგან დამეშანთა..

ვნებისგან ათრთოლებული ხელები კისერზე შემოვხვიე და,საკუთარი სითამამით გაოცებული,ინსტიქტებს მივყევი..

-ტასო!-დროდადრო ამოიძახებდა და მთიშავდა რეალობისგან..

უკვე გული რომ ხელებში მეცლებოდა მღელვარებისგან,

ერთიანად მომწყდა და,

სუნთქვაარეული,

ჩემს გვერდით კედელს ისე აეკრო,

თითქოს თავს იმაგრებდა..

ხელისგულები ცივი ზედაპირისთვის მიებჯინა და თვადახუჭული,უღმერთოდ იღიმოდა..

-ისუნთქე..-ჩაეღიმა..

ვერ ავასრულე..

კისერთან მფეთქავი გული ამოვარდნას ლამობდა და,

განძრევის საშუალებასაც არ მაძლევდა..

ჩემს გასწვრივ მიკრული ხელი ჩემკენ გამოაცურა და,

მაჯაზე შემომაჭდო ცივი თითები..

-ამ მაჩვენებლით,სადაცაა გული გაგიჩერდება..-საათს ალმაცერი ღიმილით დახედა და ღრმად ამოისუნთქა..

თვალები ვერ ავარიდე..

მესიამოვნა თავის დამშვიდებას რომ

ცდილობდა და მასზე ზუსტად ისე რომ ვიმოქმედე,როგორც ის,ჩემზე..

-აუცილებლად ჩავნიშნავ ვიზიტს კარდიოლოგთან.-მისი რჩევები გამახსენდა და მოვსულიერდი როგორც იქნა.

-ჩემთვისაც გაანთავისუფლოს გრაფიკი.-საკუთარ გულსაც რომ მოუსმინა,თვალი ჩამიკრა სიცილით.

ვერ ვუჯერებდი რეალობას.

ვუყურებდი მას,

ჩემი პულსის ამრევს და წარმოდგენაც არ მქონდა,

იმპულსური ნაბიჯები რა შედეგს მოიტანდა.

-გავალ თორემ ნუნი ძებნას დამიწყებს.. -გაცლა ვამჯობინე,სანამ ისევ ავყვებოდი მისი ცხელი მზერისგან აშლილ ტალღებს..

-ხუთ წუთში გამოვალ მეც..-უცებ მპასუხობს და მზერას უცნაურად მარიდებს.

დილის დათუნებიანი ტასო ალბათ თმებისგან გამცლიდა,ახლა რომ დავენახე,როგორ ავათვალიერე მისი ტანი და,

ცალყბად ჩამეღიმა,რომ გავიაზრე,რატომ ვერ წამოვიდოდა ამწამს..

მაგიდას ერთიანად გამოცვლილი დავუბრუნდი..

საერთოდ წარმოდგენაც კიარ მქონდა,

ეს წუთები გონებიდან როგორ განმედევნა და აღარ მეფიქრა მის ცხელ ტუჩებზე..

მის ცივ ხელისგულებზე ზურგზე და,

კანზე დაკრულ სუნთქვაზე..

-მკვდრის ფერი გადევს.-არსაიდნ მოსული სხირტლაძე ერთიანად მაფხიზლებს და ჩემს გვერდით,ბუფზე ეხეთქება.

მთლიანად მოშვებულია და თვალები სარკესავით უციალებს,სფწროებში იმდენი მოცეკვავე ეშმაკი ყავს ჩასახლებული,სიცილს ვერ იკავებს..-რაო,ექიმმა,ჩაგიტარა ხელოვნური სუნთქვა წარმატებით?!

-ბოდავ ახლა შენ ნუნუ და წამოდი სახლში წავიდეთ,სანამ გათიშულხარ.-ერთიანად აფორაჯებული და საიდუმლოში მხილებული,ისე წამოვვარდი,თავბრუ დამეხვა.

ზურგიდან იმწამის მოსულმა ტიტემ წელზე მისი ყინულივით თითები საშველად შემომხმია და დამიჭირა.

-ახლა არ მოვკვდე.-ნუნიმ ისე გადაიხარხარა,მთლიანად გამიქრა სხეულში დავლილი ელვა.

იდაყვი გემრიელად ვუთავაზე მხარში და ერთ საათიანი დამშვიდობების შემდეგ,რპგორც იქნა ჩავსვი მანქანაში.

პირჯვრის წერით მივედი სახლამდე.

კიდევ უფრო მეტი გაჭირვებით მესამემდე ავიტანე მისი სხეული და დილანდელივოთ გათიშული დავაწვინე.

აღარ შემშინებია ამჯერად.

მივხვდი,ეძინა.

საბანი მჭიდროდ გადავაფარე და სამზარეულოში გავედი.

შუა ღამე იყო.

ოთხი იწყებოდა და არასდროს

ყოფილა ნოემბრის ღამე ამაზე მეტად

იდუმალი.

-ანასტასია,ხვალ პირველზე თავისუფალი ხარ? -ცოტა ხანში ტელეფონზე შეტყობინება რომ მომდის,გაოცებული დავყურებ.

ზუსტად ვიცოდი,ის რომ იყო და ცამდე გამეღიმა..

მოკლედ ვპასუხობ. ხვალ ვისვენებდი,რატომღაც მეგონა,შეხვედრას დამითქვამდა,მაგრამ,ხუთი წუთი პირი ვერ დავხურე,პასუხი რომ მომივიდა.

რატომღაც ცხოვრებაში ბევრი უცნაური შემთხვევები მქონდა..

ღმერთს ზოგჯერ მეგონა ან ძალიან ვძულდი,ან ძალიან ვუყვარდი.

ნუნი რომ ჩემს ცხოვრებაში იყო,ეს ფაქტიც კი მაეჭვებდა უფლის კეთილგანწყობაში,დროდადრო ისეთ ხათაბალიდან მიწევდა ხოლმე მისი გამოძვრენა.

ტიტეს ფენომენი ხომ საერთოდ ამოუხსნელი გახდა.

ან საერთოდ როგორ დაიწყო და როგორ გაგრძელდა?!

სხირტლაძესთვის წეღანდელი დერეფნის ფრაგმენტიც კი რო მომეყოლა,ალბათ ისე გაეცინებოდა,ისევ მოსასულიერებელი გამიხდებოდა,იმდენად იშვიათი იყო ჩემგან ზღვარს გადასვლა და თან,საპირისპირო სქესთან.

მითუმეტეს როცა საერთოდ არ ვიცნობდი და მთლიანად ინსტიქტებს მივნდობოდი.

წარმოდგენაც არ მქონდა,რას მომიტანდა ეს ყველაფერი..

მაგრამ ამ წამს,როცა ცხოვრებაში ალბათ პირველად შემომთავაზა განგებამ რაღაც საინტერესო,

არაორდინალური და,განსხვავებული,

მზად ვიყავი მიმეღო,რადგან ჰაერივით მჭირდებოდა სიახლე მდორე ყოველდღიურობაში.

-კარდიოლოგთან ჩაგწერე,ნახევარზე გამოგივლი და მიგყვები.დროებით და ჰო,შენი არომატი და ტუჩების გემო გონებიდან არ ამომდის.._მთელი საუკუნე დამჭირდა გასააზრებლად.

მერე მთელი საათი,რომ გულიანი სიცილისგან დაცლილი ენერგია შემევსო და,

დარჩენილი დრო,გათენებამდე,

ყოველ წამს კადრებივით ვიმეორებდი..

ტიტე ექიმს,რომელზეც წარმოდგენაც კიარ მქონდა,მთელი ჩემი ფიქრები მოეცვა და ეს განცდა,უღმერთოდ მომწონდა..

ავტორი: ტასუნა

23.06.23

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პულსი. პირველი თავი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება