პულსი. მესამე თავი.

-ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა!-ზუსტად ერთი წამის შედგმული მქონდა სახლში ფეხი,ნუნი ახალგაღვიძებული რომ გამოფრატუნდა სამზარეულოდან და,წინ ამესვეტა.

სხირტლაძეს ზუსტად ისეთი გრაფიკი ჰქონდა,როგორიც თვითონ იყო:

არაოდრინალური,დაუდგენელი და ცვალებადი.

თუმცა,ძალიან კარგი უფროსი და შესაბამისი ანაზღაურებაც ჰქონდა,ამიტომ,ვიტანდით მის ხან ღამის,ხან კი დილის ცვლებს.

გისმენთქო,ვანიშნე და თან ვიცი,ნახევრად სველი დუტი საკიდზე ჩამოვკიდე.

თავსხმა წვიმა იყო გარეთ.

ძლივს მივაღწიე სამსახურიდან სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამდე.

საშინლად გავიყინე,დავსველდი და ახლაც,ერთიანად მაკანკალებდა.

სიცხეს მიწევდა,ვგრძნობდი.

-ვასიკომ სომელიეს პოზიციას თუ შეითავსებ ხელფასს ხუთი ასეულით მოგიმატებო! წარმოგიდგენია?! სამსახურში როგორც იქნა შემეძლება დალევა და იმ საქმის გაკეთება,რისთვისაც მომავლინა ამ სამყაროში შემოქმედმა! -ისეთი აღფრთოვანებულია,მისი განწყობა მეც მედება.

-მაგ პროფესიას და გამოწვეულ შედეგებს ჩვენს ენაზე ლოთობა ჰქვია ნუნი,თან სტაჟიანი და ძალიან არ მინდა,ხუთასი ლარის გამო,ათ წელიწადში შენთვის ღვიძლის დონორი ვეძებო! -ჩაის მზადების პარალელურად,კბენას ვახერხებ და ბარზე მოცელილი ვჯდები.

-არ ინერვიულო! ასე თუ მივყევით,მაგ დროისთვის ტიტე ექიმი უკვე ჩვენი სიძენიქნება და კილოს ლარში გვაყიდინებს შავ ბაზარზე ! -არ ნებდება,ცეცხლზე ნავთს მასხამს და ბოლო დარჩენილ ენერგიასაც მაცლის უწყვეტი სიცილით.

რომ გავისინჯე,38ს ორი ხაზი აკლდა.

ნუნიმ ოფიციალურად ამიყვანა და გადამკოჭა ლოგინზე.

არ გამანძრია სანამ სამი ლიტრი სითხე არ მადინა..

ვერ აღვნიშნეთ მისი დაწინაურება ჩვენ რომ შეგვეფერებოდა ისე..

წვიმაში ყოფნამ მისი გაიტანა და ისე მომტეხა,ღამის 12 საათზე უკვე ტემპერატურა 39ს გადაცდა და ნუნიმაც თავზე ძმრიანი ნაჭერი წარმატებით გაიკრა.

-ვაიმე,რა ვქნა ახლა მე?!-მგლოვიარე დედაბერივით შალწაკრული საწოლზე მეჯდა და ისე მოთქვამდა,გული უფრო მიწუხდებოდა.

პულსი აჩქარებული კი არა,ისე მქონდა დავარდნილი,ნუნიმ საერთოდ ვერც კი იპოვა.

ხელზე კანი გადამაძრო,მაგრამ,გულის ცემას მაინც ვერ მიაგნო.

-კვდები გოგო?!-ისე დამტირა,მაინც გამომიყვანა წყობილებიდან.

-ჩაწიე ნუნუ ცოტა თითები,იდაყვთან რომ ეძებ პულსს,მაჯასთან ნახე!მაჯასთან! მარჯვენა განაპირა კუთხესთან! -ძლივს ამოვიყვირე.

მაინც ვერ მოისმინა.

კედლებზე გამიყვანა.

-ღმერთო,წამიყვანე!-უიმედოთ ავხედე ჭერს და უცებ რომ შემუქდა ჩვენი ფითქინა ჭაღი,გული მართლა შემიღონდა.

-ნუნი!-სამზარეულოში წინდაუკან მოწრიალეს გავძახე.

ისე მიმასუსტა სიცხემ,თერმომეტრს ვერ მივწვდი..

ვიცოდი ჩემი ორგანიზმის,სიცხეს ვერანაირად ვერ დავიგდებდი სანამ თვითონ სხეული არ გადაწყვეტდა გამოჯანმრთელებას.

ცხელი ცაცხვის ჩაი სულ ტყუილად დამიყენა,ვერ წამოვიწიე რომ მომესვა.

-ტვინი გაგილღვება ტასუ,სასწრაფოს ხომარ გამოვუძახო?!-რიცხვებს რომ

დახედა და სახე შეეშალა,მივხვდი,არიყო საქმე სულ მთლად კარგად და ის დამწევებიც ტყუილად ვყლაპე.

-არა რა ნუნი,ხომ იცი,დამიწევს და ხვალ უკვე კარგად ვიქნები.. არ ღირს,თან წინაზე ისეთი სპექტაკლები დავუდგით ბრიგადას,მგონი შავ სიაში ჩაგვსვეს..-გაჭირვებით ამოვილაპარაკე..

ტიტე ზუსტად ერთი დღის უნახავი მყავდა..

იმ შეტყობინების შემდეგ რამოდენიმეჯერ დამირეკა,როგორც კი საშუალება მოეცა და,ვიცოდი,გვიან ღამით ძალიან იტვირთებოდა.

რატომღაც არ მინდოდა მოსულიყო და ისევ დათუნებიან საღამურებში ვენახე..

ცუდად ვიყავი,მაგრამ,არც ისე,ეს ჩემი ქალური სიშმაგე დამეკარგა..

არ დავნებდი.

ღამის სამამდე მყარად ვიცავდი ჩემს აზრს,მაგრამ,

ბოლოს,სხირტლაძემ მაინც აიღო ტელეფონი და დარეკა.

-გოგონა,26 წლის.. მაღალი ტემპერატურა და ბოდვა!-ნიშნისმოგებით გადმომხედა აწკიპული წარბით და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო.

დისპეჩერი დაღლილი ხმით მისამართს იწერდა და სტანდარტულ კითხვებს სვამდა.

-რას აბოდებს ეგ თქვენი საქმე არარის გენაცვალე! გამოუშვით ბრიგადა! ან არადა,სანამ დანიშნავთ,დამაკავშირეთ თუ შეიძლება! -ისე ესაუბრებოდა,არც კი უფიქრია ოპერატორს შეწინააღმდეგება,გაბმული ზარის შემდეგ,მძღოლის ხმა გაისმა და,იგივე ტონის შემდეგ,მანაც უპრებლომოდ გადასცა ექიმს ტელეფონი.

-გისმენთ!-გაკვირვებული შუახნის ქალბატონის ინტონაციით თუ ვიმსჯელებდით,პირველად ხდებოდა მის პრაქტიკაში ასეთი რამ!

თვალები ლამის წინ დავუწყვე ნუნის,მაგრამ,აზრი არ ჰქონდა,ზურგშექცევით დადგა და მაინც განაგრძო.

-აღარ ხართ საჭირო,მოკვდა პაციენტი!-როგორც კი დარწმუნდა ის იყო მთავარი ექიმი და არა ექთანი,ტელეფონი გათიშა და ხელთავიდან დარეკა..

რეაქციის თავიც აღარ მქონდა.

უბრალოდ ვიწექი და მის სპექტაკლს ვუყურებდი.

რეჟისორიც,სცენარიატიც,მსახიობიც და დამლაგებელიც თავად იყო!

ანშლაგით არ ჩაუცლია მის დადგმას.

მაქსიმუმ ძლივს გაქანებული ბალიში მოხვდა ყვავილების მაგივრად თავში,ამჯერად სხვა ოპერატორა რომ ჩაანიშნინა მისამართი და ექიმთან დაკავშირება მოსთხოვა.

საბედნიეროდ,ქალაქის სულ სხვა მხრიდან როგორც იქნა ის ხმა გაისმა,სხირტლაძეს ასე რომ უნდოდა..

-გისმენთ!-დინჯი,მშვიდი და ყინულივით ცივი ხმის ბარიტონი უცებ გაიფანტა ოთახში და იმდენი ენერგია ჩამისხა ხელებში,ნუნის რომ მივწვდენოდი და ტელეფონის გამორთმევა მეცადა.

გამექცა.

ქალბატონს ისე აუციალდა თვალები,დათვლაც კი შემეძლო,რამდენი ვარსკვლავი უკიაფობდა მასში.

-მაღალი პულსი!-ანგარიშმიუცემლად გაისროლა ორად ორი სიტყვა და საპასუხოდაც ის მიიღო,რასაც ელოდა.

მიხვდებოდა , აბა რა,განა ვინ ურეკავდა ამ ქალაქში კიდევ,ამ კოდური სიტყვით.

-ნუნუ?!-იცნო კიდეც!

-ნუნუ ბებიაჩემს ერქვა,ნუნი ვარ მე! ნუ სარგებლობ იმით,რომ დაქალი ცუდად მყავს და სათანადო პასუხს ვერ გცემ ტიტე ექიმო!-გაბრაზებასაც ასწრებს მზაკვრული გეგმების ქალღმერთი და გამარჯვებულის ცეკვას იწყებს.

ხელებს უფორმოდ იქნევს და ათასნაირად მაჯავრებს.

ღმერთო,როგორ მინდა ადგომა შემეძლოს და ადგილზე მოვკლა!

მაგრამ,ზედმეტი განძრევის თავიც არ მქონდა.

არათუ გაბრაზების.

კი ჰქონდა ნუნის კიდევ ერთი თამაშის იმედი,

მაგრამ,არ დასცალდა.

როგორც კი გაიგო,რომ თავს კარგად არ ვგრძნობდი,ნუნის გაუთიშა და ზუსტად ერთ წამში პირადი ნომრით დამირეკა..

გავიგონე მანქანის კარების მიკეტვის ხმა და ღრმა ამოსუნთქვაც.

-ანასტასია,რა სიმპტომებიგაქვს?!-პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

-მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე..-არ მინდოდა ძალიან სუსტად გამომსვლოდა,მაგრამ,გავიგონე თუარა მისი ხმა,ისე მომერია დაუცველობის განცდა,ხმა ათას ნაწილად დამეშალა..

გული მთლიანად გამელია და წეღანდელი ჩემი სიჯიუტეც სადღაც გაქრა..

აქ მინდოდა რომ ყოფილიყო..

ჩემთან.

ჩემს გვერდით და მოევლო.

გული ამომიჯდა სანამ მიპასუხა..

როდის და რატომ ავტირთი ღმერთმა უწყის..

უბრალოდ,დაღლილი ვიყავი და თავი ვეღარ მოვთოკე.

-ათ წუთში სმენას გადავაბარებ და მოვალ ტასი,ნუ გეშინია! მე მოგხედავ! შენ ოღონდ არ შეგეშინდეს კარგი?! ეგ არაფერია,უბრალოდ სხეული ებრძვის ვირუსს.. სტანდარტულ პროცედურას ჩავატარებთ და ზუსტად ერთ საათში კარგად იქნები,კარგი?!-ხმა ყოველ სიტყვაზე უფრო თბილი,უფრო მზრუნველი და სანდობი გაუხდა..

გამეღიმა..

იმდენად მომეცა იმედი,პულსიც კი აღმიდგა..

ამ სამყაროში, სადღაც,ვიღაც იყო ჩემი ნუნის გარდა ,ვისაც ისე ვადარდებდი,სახელის გარდა არც არაფერი იცოდა და ეს განცდას მიჩენდა,რომ მართლა ვღირდი რაღაცად..

-წამო ცოტა ხნით საყინულეში დაგაყოვნებ თორემ, ისე ჩამოეღვენთე ტიტეს,ასაწყობი ხარ!-ვინ დამაცადა სულის მოთქმა,აღტაცებული სხირტლაძე გვერდით მომიწვა და ისეთი სახე მიიღო,თითქოს ესესაა ოსკარი გადასცეს.-არა,თქვი,არ მეკუთვნის მაყურებლის სიმპათია მაინც?! ჰიტ ლეჯერის არ იყოს,ჩემს ნიჭსაც მერე დააფასებთ,რომ აღარ ვიქნები..

საბედნიეროდ,შენი შვილები მომიხსენებენ როგორც ერთადერთ დეიდას,რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა დედის და მამის ურთიერთობაში.-თავისი ქმედებებით კმაყოფილი ნუნი დასვენების საშუალებას მაძლევს სანამ ტიტე მოვა.

ჯერკიდევ შუა ღამე იყო და ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა.

მოვიტანჯე.

აღარ შემეძლო..

სიცხე არც კი იძროდა.

სტაბილურად მაცლიდა სხეულიდან ყველანაირ მხნეობას.

-მე გავაღებ! -ზარზე ისე წამოხტა ფეხზე,ვითომ ვინმე ეცილებოდა.

შევსწორდი მაინც.

დათუნებიანი საღამურები ადგილზე იყო,

გულიც.

უკანმოუხედავარ გარბოდა,

თავაწყვეყილი.

ოთახშიც კიარ იყო შემოსული,

გავიგონე თუარა მისი ხმა,პულსი ყოველგვარ ნორმას გასცდა.

ღმერთო!

რატომ მოქმედებდა ასე ?!

-ტას..-წამებში გაჩნდა ჩემთან.

გული მომეწურა.

სულ ერთი დაძახებაც კი კმაროდა ადამიანისთვის,ცის ხელა იმედი ჩასახვოდა გულში..

დაქანცული მომეჩვენა,

სახე თითქოს გაფერმკრთალებოდა და,

თვალების ქვეშ დაღლილი ბალიშები გაწოლოდა..

მწვანე ხასხასა თვალები არ კაშკაშებდა,

ანათებდა,მაგრამ,სხივი აკლდა..

ყინულივით ცივი ხელი შუბლზე წამით დამადო და თავი გააქნია.

ტყავის ზურგჩანთიდან,ოთახში რომ შემოსვლისთანავე სკამზე დადო,რამოდენიმე პრეპარატი,ნემსი და ამპულა ამოიღო.

თვალები ავად დავაკვესე.

იმ დღესაც გამიმართლა,გათიშულს რომ დამიდგა გადასხმა.

ახლა გამორიცხული იყო.

საკმარისად ვიყავი გონს,ნემსის ისევ კატასტროფულად რომ შემშინებოდა და,

საკმაოდ ცუდადაც,რაციონალურად რომ განმესაზღვრა,რა ჯობდა ჩემთვის..

ავიწურე,დავპატარავდი და,

გავქრი საწოლზე.

-არ შემიძლია ტიტე.. მოვკვდები და ვერ გავიკეთებ ნემსს..-ხელთათმანები რომ გაიკეთა და სამედიცინო სპირტი მოიმარჯვა ბამბასთან ერთად,მაშინ მიმტყუნა ნერვმა..

კარებში გახიდული ნუნი უკვე მწვანე იყო სახეზე,ისე უნდოდა გადახარხარება..

ალბათ ღმერთს როგორ ევედრებოდა,ეს კადრები სამუდამოდ დარჩენოდა გონებაში..

ისე გაიძურწა და მისი ოთახის კარგი ისე მიიხურა,მარტო ჩვენ კიარა,მთელ ბინას გააგებინა,მარტო რომ დაგვტოვა..

-პრეპარატი ვერ უმკლავდება ვირუსს,ანასტასია,თუ რამოდენიმე საათიანი ტანჯვის ატანა გინდა,დავნებდები.

თუ მადროვებ,ერთ საათში უკვე ფეხზე დაგაყენებ.-მზრუნველიდან ექიმ ტიტემდე ნაბიჯი ერთ წამში ისე გადადგა,ოთახში ჰაერიც კი გაიყინა.

არადა მცხელოდა,

თან მციოდა და მისი ამ ციცქნა ოთახში ყოფნაც ბონუსად მკლავდა..

-მეშინია ტიტე!-გავიბრძოლე..

განა არ ვიცოდი?! უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ ეს თუ მიშველიდა,მაგრამ,მერჩივნა ნუნის პირდაპირ ძვალზე დაესო ნემსი,როგორც ხშირად იქცეოდა,ვიდრე ტიტეს თვალწინ ასე წარვმდგარიყავი..

არა როგორც მოშიშვლებული სე*სუალური ქალი,

არამედ სიცხიანი,ავადმყოფი და ენერგია გაცლილი ტასო…

ღმერთო,ამის შემდეგ როგორ უნდა აღვექვი საერთოდ ქალად..

ისე ავწითლდი და ისე ამახურა სახეზე,

ზუსტად მივხვდი,ტიტემ ყველა ფიქრი სიტყვასიტყვით დაიჭირა..

გაეღიმა..

-გპირდები,თვალებს დავხუჭავ.. -კი ეცადა სერიოზული ტონი შეენარჩუნებინა,მაგრამ,

თვალებში მაინც ჩაუხტა ათობით ეშმაკი.

გაჭირვებით გადმოვტრიალდი გვერდით…

სხვა გზა არ მქონდა,ისე სუსტად ვიყავი,სხირტლაძის პანიკებს ვეღარ დავიმატებდი.

ჩემი დათუნებიანი პიჟამო დანანებით გამოვამზიურე .

თვალები ძლიერად დავხუჭე და ბალიშს ჩავებღაუჭე.

ვერ გეტყვით,რა უფრო მკლავდა,

სიცხე თუ ის,ტიტე რომ ნემსს მიკეთებდა,

მაგრამ,

ამწამს ისე მცხვენოდა,ნემსის შიშიც კი მიმეჩქმალა.

-ტას..-ზურგზე ვიგრძენი მისი ცხელი სუნთქვა..

ღმერთო..

რა დროს პულსის აჩქარებაა..

ყველა უჯრედში გაიარა მისმა ერთმა სიტყვამ..

ყოველ წამს მწარე ჩხვლეტას ველოდი,

მაგრამ,

ამის მაგივრად,წელზე,

უფრო კი,

თეძოს სიღრმეში მისი ცივი ტუჩები რომ ვიგრძენი…

ღმერთო,

ლამის მოვკვდი..

გავიყინე და ერთიანად გავლღვი მოვარდნილი ცეცხლისგან..

ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სხეულის ყველა კუნთი და,

როგორ ამაწვა სისხლი..

ვნებისგან ზუსტად ერთ ამბორში ჩავიფერფლე და ფენიქსივით აღვდექი..

-მოვრჩი!-სულ სხვაგვარი ჰქონდა ხმა..

არ ვიცი,სამყაროში რა იყო

იმაზე მეტად სასიამოვნო,ვიდრე იცოდე,საპირისპირო სქესს ისევე აღელვებდე,როგორც ის,შენ!

 ემოციების ჭიდილში,

ვნების ცეცხლის ჩაქრობასა და ჩემ წინ მომლოდინედ მჯდომის ცქერაში არ ვიცი როდის ჩამეძინა..

დროდადრო ვგრძნობდი,ყინულივით ვიცი ხელების მზრუნველ შეხებას და,ვთბებოდი..

ვგრძნობდი როგორ მივლიდა ძლიერი მკლავები და როგორ მაფარებდა საბანს..

ჩემი პატარა,ბავშვობა ჩამონგრეული კიკინებიანი გოგონა მშვიდ ძილს მიცემოდა..

როვორც იქნა,მასზე ზრუნავდნენ და,

ღელავდნენ..

ეს სამყაროს ფასი იყო..

სამყაროსი და,

თვითონ,

ტიტესი..

-ტასი..-ძილბურანში ჩამესმის მისი ხმა..

ძილს ვერ მოვერიე,ისე ვიყავი მისუსტებული,თავი ვერ წავართვი..

მხოლოდ ამოვილაპარაკე პასუხად.

-სულ სველი ხარ,ორი წუთით შეიფხიზლე,გამოიცვალე და დაიძინე ისევ..-თბილი ხმა ბგერებით მეფერებოდა და უფრო მადუნებდა.

-ნუნი?!

-ერთი საათის წინ წავიდა.. -ცივი ხელები ცხელ შუბლზე მსუბუქად შემეხო და ოდნავ მომაფხიზლა..

თვალი რომ გავახილე დღის შუქი კი იყო შემოწოლილი,მაგრამ,ისევ კოკისპირულად წვიმდა..

ადგომის თავი არ მქონდა,ხელი გავიწვდინე და დაველოდე,როდის მომცემდა რამეს..

არ ვიცი,რატომ ვიფიქრე უჯრაში მომიძებნიდა საღამურს..

ხელში რომ მსუბუქი,უთხელესი ნაჭრის გრილი შავი მაისური მომცა,ორივე თვალი მაშინ გავახილე..

ტიტე ოთახიდან გასულიყო..

ვერ გავუძელი ცდუნებას..

ძილნურანშიც კი მის სასიამოვნო სურნელს ვისრუტავდი მაისურიდან და არც კი შემენანა,ისე გადავიცვი..

სასაცილოდ გამოვიყურებოდი,მაგრამ,ისე სახლურად,ისე თბილად და დაცულად ვგრძნობდი თავს,ვერ დავთმე..

-ღმერთო!-არ დამცალდა სიმშვიდე,უცებ დაზაფრულმა

ისე წამოვიყვირე,ტიტე გაფითრებული შემოვარდა ოთახში.-სამსახური!-უცებ ადგომისგან თავბრუ დამეხვა და ისევ ლოგინს დავუბრუნდი..

-ნუნის დავარეკინე,ბიულეტინი გამოგიწერე ,ნუ ნერვიულობ!დაწექი,დაისვენე და დაიძინე! -ჩემმა ექიმმა წამალივით იმოქმედა.

მომენტალურად დამამშვიდა და ისევ ძილი მომრია..

თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი,მაგრამ,სიცხე ჯერკიდევ მქონდა.

ტიტეს სახე კიდევ უფრო ჩამუქებოდა..

მთელი ერთი დღის მორიგეობის შწმდეგ,უკვე მერამდენე საათი იყო ღამეს მითევდა და,თავი ისე დამნაშავედ ვიგრძენი,ხელი გავუწვდინე.

მიხვდა რას ვითხოვდი..

არ შემწინააღმდეგებია..

ხომ არც არაფერი იყო ამწამს ინტიმური,მაგრამ,როგორც კი მისი სიახლოვე ვიგრძენი,სხეულმა ათასი მუხტი გამოასხივა..

ქსელივით აგვხლართა და,ერთად გამოგვფინა დაძაბულ ჰაერში.

-არ ვიცი,როდის უფრო ხარ სე*სუალური-ტყავის კაბაში,ჩემს მაისურში თუ დათუნებიან საღამურში..ცოტა ხანში,ტიტეს გულზე მიყრდნობილი მშვიდად ,უშფოთველად რომ ვიძინებდი,მისი ხმა მომესმა..

ძალიან ჩქარა,დაუთვლელად უძგერდა გული..

ზუსტად ისე,როგორც მე..

გამეცინა..

კანით მივხვდი,როგორ ჩაეღიმა მასაც..

-შენ ჯერ პინგვინის ხალათში არ გინახივარ ტიტე,სულ დაგავიწყებს ქალის სახელს,ისეთ ფორმაში გამოვდივარ აბანოდან..-ღმერთო,ნეტავ ოდესმე თუ ვისწავლი ადეკვატურ პასუხებს..

ხმით გაეცინა..

ძლიერი ხელები მჭიდროდ შემომხვია და მასში გამხვია..

ღმერთო,საოცადი განცდა იყო..

გავიტრუნე..

ამწამს მე ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას..

მე ვუყურებდი როგორ ეძინა და მე ვდარაჯობდი მის სიზმრებს..

როდის გადაწყვიტა შემოქმედმა,მისი დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა და ეს ადამიანი ასე უცებ,დაუგეგმავად,სრულიად უცხოდ მოევლინა ჩემთვის?!

არ ვიცი,თუნდაც კლდის ქიმამდე მივეყვნე ყველაფერს,ტიტესთვის ჰქონდა აზრი..

ასე მჯეროდა და ასე ვგრძნობდი..

მერე რა თუ თავდაყიდადავიწყეთ პაზლის აწყობა..

-“გამოვიძახო სახანძრო?!ცოცხლები ხართ?!” -ცოტა ხანში,სანამ მეც დამეძინებოდა,ნუნის შეტყობინება მომივიდა.

ვიცოდი რაღაც მწარეს რომ მეტყოდა.

წინასწარ შევემზადე..

-“ისეთ ცეცხლს აყენებთ ოთახში,ვიფიქრე წყალსს შეგაშველებდით..”

-“არა,მართლა,გეძინა და მაინც ისე ხურდი,სახლიდან გამოვიქეცი!”

-“ნუნუ,ძინავს ტიტეს,შემეშვი!”

რომაღარ გაჩერდა,ვუპასუხე.

შეაგვიანდა..

ათი წუთის მერე მომწერა.

-“ყოჩაღ,ახალ პოზიციაზე პირველივე დღეს ძვირადღირებული ბოთლი გამატეხინე,იმდენი ვიცინე..

მართლა,შენი ექიმი რომ გაიღვიძებს,კითხე აბა,კარგი ხელოსანი რომარ იცის ვინმე,ვასიკომ ავანსი დამირიცხა და შევცვლიდი ხუნდებს”

ავტორი: ტასუნა

25.06.23

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პულსი. მესამე თავი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება