პოპულარული ადგილები შემოდგომაზე სამოგზაუროდ 

მართალია ზაფხული დასვენებასთან ასოცირდება, მაგრამ სამოგზაუროდ შემოდგომა წელიწადის ყველაზე ხელსაყრელი და კომფორტული სეზონია. ამის მიზეზად ბევრი რამის დასახელება შეგვიძლია: შემცირებული სამოგზაურო ხარჯი, ნაკლები ხალხი, იდეალური კლიმატი და შემოდგომის ულამაზესი ფერებით შემოსილი გარემო. რუბრიკა „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში ამ სეზონზე ყველაზე ფერადი და სანახაობრივი რამოდენიმე ადგილის შესახებ გაგაცნობთ.

ასპენი,კოლორადო

მოგზაურობას კოლორადოდან, კერძოდ კი ასპენიდან დავიწყებთ. ეს ადგილი ყოველ სეზონზე ულამაზესია, თუმცა შემოდგომის ფერები მას დაუვიწყარ სანახაობად აქცევს. ამ სილამაზეს ასპენის ხეებიც იწვევს, რომლებიც მრავლადაა ამ რეგიონში და მათი ოქროსფერი ბრწყინვალება მართლაც ჯადოსნურია.

ინგლისი

ნისლიანი ბრიტანეთი კი ამ სეზონზე ყველაზე მეტად მიმზიდველია. ჰაიდ პარკში პიკნიკი ფოთოლცვენის ფონზე, ჩელსისა და რაინბსრიჯის მომხიბლავი ქუჩები და ბრიტანული არქიტექტურული სტილი შემოდგომაზე მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. თუკი დონის ტყეში მოხვდებით კიდევ უფრო მეტი სანახაობა გელით. ეს უძველესი ტყე გლოსტერშირში ოდესღაც სამეფო სანადირო ადგილად გამოიყენებოდა.

შოტლანდია

ვისკის ფესტივალი, ჰელოუინის უნიკალური ფესტივალი ოქტომბერში და კიდევ მრავალი ღონისძიების ფონზე შემოდგომა კიდევ უფრო მიმზიდველია შოტლანდიაში. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შოტლანდიაში შემოდგომის ფერები გამორჩეულად ლამაზი სანახაობაა. მისი ერთი მეხუთედი ხეებით არის დაფარული, რაც მთელს ტერიტორიას ფერს უცვლის. ამ დროს ველური ბუნებაც გამოშლილია, შესაძლოა გადააწყდეთ წითელ ირემს, იხვებს, გედებს. მოკლედ ამ ქვეყანაში თავის შესაქცევი ბევრია.

ნიდერლანდები

ყვითელი, წითელი და ნარინჯისფერი ჩრდილები ამშვენებს უტრეხტის უძველეს არხებს ნიდერლანდებში. ფერადი ნავსადგურის ნაპირები ფერადი სახლების ფონზე შემოდგომის სეზონს კიდევ უფრო ზღაპრულ შესახედაობას აძლევს. მყუდრო კაფე-ბარები,შემოდგომის წვიმა და ნავით სეირნობა ყველაზე რომანტიკულ დასვენებას გპირდებათ.

იაპონია

შემოდგომა არის ნათელი წითელი ფოთლებისა და აბსოლუტურად მშვიდობიანი ლურჯი წყლების კომბინაცია იაპონიაში, გამორჩეულად კი ფუჯის მთაზე. ეს ბუნებრივი სილამაზე ყოველწლიური ფესტივალის დროს კიდევ უფრო თვალშისაცემია, შემოდგომის ფოთლების ფესტივალი, რომელიც აღინიშნება ალუბლისა და ნეკერჩხლის ფერადი ფოთლებით. კავაგუჩიკოს ტბა, ყვითელი კარამაცუს ფიჭვები სეზონის პოპულარული სანახაობაა. უძველესი დედაქალაქი ნარა ასევე განსაკუთრებით ლამაზი სანახავი ადგილია. მისი უზარმაზარი პარკი სავსეა ფერებით და სენსაციური ხედებით.

გერმანია, ბავარია

შემოდგომის ბავარიაში გატარების უამრავი მიზეზი არსებობს: ალპებში ლაშქრობა, ოქტობერფესტი, ფერადი ქუჩების ფონზე აღმართული სასახლეები და დაუვიწყარი ისტორიული ტურები. გერმანია ტურისტებისთვის შემოდგომაზე ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა.

ბელგია,ბრუგე

ბრიუგე ცნობილია როგორც ჩრდილოეთის ვენეცია, შემოდგომის მომხიბლავი დანიშნულების ადგილი, მშვიდი, რომანტიკული არხებით, რომლებიც მიედინება მთელ ქალაქში. ეს ქალაქი ყველა სეზონზე გამორჩეულად ლამაზია, მაგრამ მისი ფერადოვნება და არქიტექტურა განსაკუთრებულად მომხიბვლელია შემოდგომის სეზონზე.

Published in მოგზაურობა
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პოპულარული ადგილები შემოდგომაზე სამოგზაუროდ 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება