პოლარული ნათება

პოლარული ნათება საკმაოდ შთამბეჭდავი ოპტიკური მოვლენაა. დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების ლუმინესცენცია მზის „ქარის“ შემადგენელი ნაწილაკების შემოჭრის დროს ხდება.

 ატმოსფეროს პლაზმური ფენის ენერგიული ნაწილაკების ზედა ფენებში მოძრაობით ხდება ატმოსფეროს შემადგენელი გაზების მოლეკულათა აგზნებები. სწორედ ამ მოლეკულებში შემავალი ატომების გამოსხივებას ვხედავთ ჩვენ, როგორც პოლარულ ნათებას. ნთებების სპექტრი პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობაზეა დამოკიდებული: ასე მაგალითად, თუ დედამიწისთვის ყველაზე კაშკაშა ნათებას ჟანგბადისა და აზოტის მოლეკულები ახდენენ, სხვა პლანეტებისთვის ეს შეიძლება იყოს წყალბადის გამოსხივება ულტრაიისფერში.პოლარული ნათების დროს მცირე დროში გამოიყოფა ენერგიის ძალიან დიდი რაოდენობა. დაკვირვების დროს, ციალი გამოიყურება როგორც ცის სწრაფად ცვლადი ნათება ან როგორც მოძრავი ფერადი ზოლები.

ციალი შეიძლება რამდენიმე წამიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. საინტერესოა, რომ ეს მოვლენა უფრო ხშირად გაზაფხულზე და შემოდგომაზე წარმოიქმნება და არა ზამთარში, როგორც ზოგს გონია.

Published in ბუნება, სამყარო, ხელოვნება
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

გაიარე ავტორიზაცია

ან

პოლარული ნათება

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება