პიროვნული განვითარება
ხალხო, “პიროვნული განვითარება” რას ნიშნავს?
აი, რომ მოგვიწოდებენ ხოლმე სხვადასხვანი და სხვადასხვაგვარად, ასე ქენით და ისე ქენით, პიროვნულად რომ განვითარდეთო, რას გულისხმობენ?
ან, კაი, ვთქვათ დავუჯერე რომელიმეს და გავყევი და ვეწვალე და ვვითარდი და ვვითარდი, როგორ უნდა მივხვდე, რომ აჰა, შედეგი დადგა – სადმე ზარი ჩამოკრავს და ვიგრძნობ, რომ განვითარებული პიროვნება ვარ?
ანდა, შეცვალე შენი თავი უკეთესობისკენო, – კაი, გასაგებია, ყველანი საკმარისად ცუდები ვართ, რომ გასაუკეთესებელ მასალად გამოვდგეთ;
იცით რა უნდა ქნათ, რომ უკეთესები გახდეთ? რა გაკლიათ?
რას ნიშნავს “უკეთესი”, ვისთვის უკეთესი? ვისი აზრით?
რა ხდება მერე, უფრო ბედნიერები ვართ? უფრო მეტ ადამიანს ვუყვარვართ? უფრო მეტს გვიხდიან?
რა გვიხარია? :დ
რა ხდება იქ, გაუკეთესებულების და პიროვნულად განვითარებულების სამოთხეში?
/მე კი მირჩევნია, პირდაპირ ამოვწყდე, მაგრამ რა ვიცი, ხომ არ მეცადა მაინც :დ/

კომენტარები