პირველი ფილმი 

1895 წლის 22 მარტს ძმებმა ოგუსტ და ლუი ლუმიერებმა ჩვენება მოაწყეს შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი დოკუმუნტური ფილმისა — მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში პირველ კინემატოგრაფიულ ნიმუშად მიიჩნევენ.

ძმებმა 125 წლის წინ იმ დროისთვის უნიკალური და სენსაციური მეთოდით ფირზე აღბეჭდეს, თუ როგორ გამოდიან მუშები ქარხნიდან მუშაობის დასრულების შემდეგ. ფილმი 1895 წლის 19 მარტს გადაიღეს, მისი ჩვენება კი პარიზში 22 მარტს მოეწყო. 

ოგუსტ და ლუი ლუმიერები ამავდროულად იყვნენ პრიმიტიული დოკუმენტური ჟანრის ფუძემდებლებიც: მათ მოგვიანებით კიდევ გადაიღეს ისეთი ფილმები, როგორებიცაა მებაღე, ბავშვი საუზმობს, მჭედლები და სხვა. ამ ყველა მოკლემეტრაჟიანი სურათის სახელწოდებები ზუსტად ასახავს იმას, თუ რაა აღბეჭდილი ფილმში.

ამ ფრანგი კინოხელოვანების შემოქმედებაში ყველა ხმაურიანი სურათი მაინც მატარებლის შემოსვლა ლა სიოტას სადგურში აღმოჩნდა. არაერთი გადმოცემის თანახმად, როცა 1885 წლის 28 დეკემბერს პარიზში მისი ჩვენება მოაწყეს, მაყურებლები მოძრავი მატარებლის დანახვისას პანიკაში ჩავარდნენ, რადგან ეგონათ, რომ ის პირდაპირ მათკენ მოემართებოდა და დაეჯახებოდა კიდეც.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პირველი ფილმი 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება