პირამიდების როლი ძველ ეგვიპტეში 

ძველი ეგვიპტე პირველ რიგში ცნობილია თავისი გიგანტური ქვის პირამიდებით, რომლებიც ფარაონების აკლდამებს წარმოადგენდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა დიდგვაროვანი ვერ ჰპოვებდა ამ გრანდიოზულ ნაგებობებში სამუდამო განსასვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები უკვე რამოდენიმე ასწლეულია პირამიდებს შეისწავლიან, არც ისე დიდი ხნის აეხადა ფარდა საიდუმლოს, თუ როგორ აშენებდნენ მათ ეგვიპტელები და რატომ იძახდნენ უარს მის მშენებლობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პირამიდების მშენებლობა ძველმა ეგვიპტელებმა უხსოვარი დროიდან დაიწყეს – ჯერ კიდევ „ძველი სამეფო“-ს ეპოქის დასაწყისამდე. პირამიდის მშენებლობას ახალი მეფის ან ფარაონის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე ეყრებოდა საფუძველი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობაში მხოლოდ მონები არ იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა. ფაქტიურად ამ პროცესში თითქმის მთელი ეგვიპტე იყო ჩართული. პირამიდის მიმდებარე რაიონებში აღმოჩენილია მუშათა ქალაქები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდეს საოცრების შექმნის პროცესში. მეცნიერთა მტკიცებით, პირამიდის მშენებლობა ეგვიპტის მოსახლეობისათვის გარკვეული ვალდებულების მატარებელიც კი გახლდათ, რამდენადაც თითოეული მათგანი ვალდებული იყო რამოდენიმე წელი ემუშავა აკლდამების მშენებლობაზე. ფარაონის განსასველებლი უამრავ რესურსს მოითხოვდა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რთულად და ძვირად მოსაპოვებელი ქვა, კირქვა. ამის გათვალისწინებით, დროში გაჭიანურებული მშენებლობა, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვებოდა სახელმწიფოს ეკონომიკას.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პირამიდების როლი ძველ ეგვიპტეში 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება