პასუხი 10 კითხვაზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ
ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, ელის თუ არა სამყაროს განადგურება ან რამდენად შესაძლებელია დროში მოგზაურობა. ბრიტანულმა ციფრულმა ტელეარხმა Eden-მა გადაცემა Science Month-ის გაშვებასთან დაკავშირებით ათასობით ადამიანში გამოკითხვა ჩაატარა და ამოარჩია 10 საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მათ ყველაზე მეტად სურთ. აშკარა გახდა, რომ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ადამიანის ადგილი სამყაროში და უმთავრესი მეცნიერული დილემები.
Eden-ის თანამშრომელმა ადრიან უილსმა განაცხადა: „500 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანთა უმეტესობას ეგონა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ მეცნიერული განვითარება გასაოცარი სიჩქარით მიიწევს წინ. Science Month-ი პასუხს გასცემს ამ კითხვებზე, თუმცა სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.”
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელების 3/4 ავლენს დაინტერესებას მეცნიერებისადმი და დაახლოებით ამდენივეს სურს, უფრო მეტად იყოს ინფორმირებული მსგავს საკითხებში.
● მარტონი ვართ სამყაროში? (54%)
– მეცნიერების თქმით, სამყარო სავარაუდოდ შეიცავს მრავალ პლანეტარულ სისტემას, სადაც ბუნებრივი პირობები ხელსაყრელია ინტელექტუალური სიცოცხლის აღმოცენებისთვის. თუმცა შესაძლოა, ვერასდროს მოვაგროვოთ საკმარისი ფინანსები იმ ტექნოლოგიის გასავითარებლად, რომლის მეშვეობითაც მილიონობით სინათლის წლით დაშორებულ ადგილებს მივაღწევთ და უცხოპლანეტელებთან კონტაქტს დავამყარებთ.
კომენტარები