პაპა და შვილიშვილი

ოდესღაც ძველ საბერძნეთში ერთი მეფე ცხოვრობდა, სახელად არტემიოს.

მეფეს არ უყვარდა მოხუცები. ეზიზღებოდა მათი დამჭკნარი, სიბერისგან დამახინჯებული სხეული, ჭაღარა თმა, უკბილო პირი.

სიბერე არაა ადამიანის არჩევანი, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივი ყოფაა და ვერსად გაექცევი კაცი.

ერთ დღეს მთავარი ვეზირი

სოკრატე დაიბარა და უბრძანა ყველა მოხუცი მოეშორებინა.

– მოვკლა?

— დიახ და შეწინააღმდეგება არ გაბედო, თორემ მკაცრად დაგსჯი.

ძალიან შეწუხდა სოკრატე. მას ხომ მოხუცი მამა ჰყავდა, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა.

მოხუცი აღმზრდელები, მეზობლები, ნათესავები, მეგობრებიც.

რა ვქნა?

კარგი და უარი უთხარი მეფეს, ამით განა რა შეიცვლება?

მე მომკლავს და სხვას უბრძანებს მოხუცების გაქრობას.

ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ქვეყანაში მცხოვრები მოხუცები შეეკრიბა და მეფის ბრძანება ემცნო.

— რას გვიპირებ შვილო, განა სასიკვდილოდ გაგვიმეტებ?

ჰკითხა მამამ.

–რას ამბობ მამა.

უბრალოდ მინდა,

ამ განაჩენს აგარიდოთ.

ოლიმპოს მთის გამოქვაბულებში გაგხიზნავთ. არტემიო, ხომ იქაურობას არასოდეს ეკარება.

გავიდა ხანი.

ერთხელ მეფეს უფროსი ქალიშვილი ათინა ცუდად გახდა.

მოიწვია ქვეყნის ყველა ექიმი მეფემ.

— ეს რთული დაავადებაა მეფეო, მხოლოდ ქირურგიული ჩარევა თუ იხსნის მას, ოღონდ, ამ ოპერაციის ჩატარებას ჩვენი მოხუცი ქირურგის იაკობის გარეშე ვერ გავრისკავთ.

–უმაქნისებო!

იღრიალა მეფემ.

მომწყდით თავიდან.

გავიდა კიდევ ცოტა დრო.

უცნაური სიზმარი ნახა არტემიომ.

დაიბარა სასახლის ყველა მისანი, თუ მჩხიბავი და სიზმრის ახსნა მოსთხოვა.

— დიდო მეფეო, ეს სიზმარი ძალიან დამაფიქრებელია.

მისი ახსნა ჩვენს ძალებს აღემატება.

აი, მოხუცი დიოგენე, რომ ცოცხალი გვყოლოდა….

მაგრამ შენ ხომ ის მოაკვლევინე.

ნელ-ნელა მოდიოდა არტემიო გონს.

მიხვდა, რომ საბედისწერი შეცდომა დაუშვა.

და ერთ დღეს, როცა მისმა გაგზავნილმა მსტოვრებმა, მთელი ქვეყანა ფეხდაფეხ შემოიარეს, რათა ვინმე ბრძენკაცი მოეძებნათ, ვინც უფლისწულის გაწრთვნას შეძლებდა,

ხელმოცარულები დაბრუნდნენ სასახლეში.

ვერავინ ბედავს თქვენი შვილის აღზრდა საკუთარ თავზე აიღოს მეფეო, ამბობენ

შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ გაგვაჩნია.

სოკრატე იხმო არტემიომ

— ვხედავ ყველაფერი ეშმაკებისკენ მიდის ქვეყანაში.

თვით შენც კი უმაქნისი და უნდილი აღმოჩნდი.

–კი მაგრამ მე რა დაგიშავეთ?

— რატომ არ შემაჩერე?

რატომ დათანხმდი, იმ ამაზრზენი ბრძანების შესრულებას?

რატომ დახოცე მოხუცები!

მეფე მწარედ ატირდა.

— დიდო მეფეო – მხარზე შეახო ხელი ვეზირმა

–ახლა, რასაც გაგიმხელ, იქნებ სიცოცხლის ფასადაც დამიჯდეს, მაგრამ არ შემიძლია შენი ცრემლების ცქერა მეფეო.

გამომყევით !

მეფე უსიტყვოდ დაემორჩილა ვეზირს.

ოლიმპოს მთებს, რომ მიუახლოვდნენ სოკრატემ ერთი უცნაურად დაუსტვინა და განცვიფრებული მეფის თვალწინ

“დახოცილი ” მოხუცები გამოიშალნენ.

–სოკრატე!

იღრიალა მეფემ და ვეზირს გადაეხვია.

ჩემო ბრძენო, წინდახედულო, ერთგულო მეგობარო.

მერე მოხუცების წინ დაიჩოქა და სთხოვა

— გთხოვთ მაპატიოთ ჩემი უგუნურება.

ძალიან გთხოვთ სახლებში დაბრუნდეთ, პირობას გაძლევთ მე ვიზრუნებ ყველა თქვენგანზე და დიდ პატივში მეყოლებით.

მაგრამ მოხუცებმა უარი უთხრეს მეფეს.

— მშვენივრად მოვეწყვეთ აქ.

ყოველ საღამოს კოცონის გარშემო ვიკრიბებით და ვსაუბრობთ.

ჩვენ დავრჩებით აქ და ვისაც სწავლის სურვილი ექნება ოლიმპოს მთებს მოაკითხოს.

ასე შეიქმნა პირველი უნივერსიტეტი, სადაც მოძღვრები მხოლოდ მოხუცები გახლდნენ.

სიბერე, მხოლოდ უუნარობას არ ნიშნავს.

არც ჭკუა-გონების დაქვეითებას.

სიბერეს ცოდნა, გამოცდილება, სიბრძნე, სიდინჯე და გონიერება მოაქვს, რაც ასე აკლია დღევანდელობას.

და კიდევ, ყველაზე უმთავრესი

ერი, რომელიც მოხუცებს პატივს სცემს, აფასებს და მათ რჩევებს ითვალისწინებს უფლისგან დალოცვილი და კურთხეულია.

/ ნ. ქომეთიანი /

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

პაპა და შვილიშვილი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება