ოსტარა

დიდხანს გაგრძელდა ყინულის ბუმბერაზთა მეუფება. ბოლოს გამოჩნდა მომხიბლავი ქალღმერთი ოსტარა და დედამიწას მშვენიერი გაზაფხული აჩუქა. აღმოსავლეთიდან მოვიდა და ამომავალი შუქის, გაზაფხულის ქალღმერთად ითვლება. ჩვენი „ოსტერფესტ“ (სააღდგომო დღესასწაული) აქედან უნდა მომდინარეობდეს. აპრილს, რომელიც განახლების, აღდგომის მთავარ თვედ ითვლება, შუა საუკუნეებში ოსტარმონატს – ოსტარის თვეს ეძახდნენ. (ძველი გერმანელები)

ვიდრე ქალღმერთი დედამიწაზე იყო, მგალობელი ფრინველებიც მასთან ბრუნდებოდნენ და მხიარული ხმებით აცოცხლებდნენ მიდამოს. სახლის ჭერქვეშ მერცხალი შინაურულად ჟღურტულებდა, ველ-მინდვრებში ტოროლების სანუკვარი მოძახილი გაისმოდა. კორდებზე ათასფერი ყვავილები იშლებოდა, ბალახი ფერად კაბას იმოსავდა. მთელს ბუნებას აცოცხლებდა ერთიანი ხმიანობა: „მობრძანდი! მოგესალმებით, მშვენიერო ოსტარა!“

ამ ქალღმერთის პატივსაცემად ძველი გერმანელები მართავდნენ გაზაფხულის ანუ ოსტერის დღესასწაულს. მთებზე და გორაკებზე კოცონებს აჩაღებდნენ. ყველგან ოსტარას ცეცხლი გიზგიზებდა. ეზოებში ვაცებს ქორფა ბალახით მორთავდნენ და ასე დაატარებდნენ. შემდეგ თხას კლავდნენ და სამსხვერპლო ხორცს შეექცეოდნენ.

მრავალ სახლში ოსტარას სახელზე ნამცხვრებს აცხობდნენ და ჭამდნენ. ოსტარას კვერები, დღესაც რომ აცხობენ იმ ძველს დროს მოგვაგონებენ, როცა მათ ქალღმერთის სახელზე აცხობდნენ.

ქალღმერთის წმინდა ცხოველად კურდღელი ითვლებოდა. მისი საყვარელი სამსხვერპლო ნუგბარი იყო კვერცხი. წითლად და ფერადად ღებავდნენ, სადღესასწაულოდ შეექცეოდნენ. დღესაც კი ასე შეფერადებულ კვერცხებს ბალახში მალავენ ხოლმე და მერე ბავშვებს აძებნინებენ. ვინც ნახავს, ხუმრობით ეტყვიან: ოსტერჰაზემ (ოსტარას კურდღელმა) დადოო.

Published in ბიზნესი, ბუნება, განათლება, თინეიჯერული თემები, მოგზაურობა
ირაკლი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ოსტარა

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება