ნახეთ, რატომ არის ყველას საყვარელი ხილი დიეტური
ბანანი — მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ბანანისებრთა ოჯახისა. მაღალი, ზოგჯერ გიგანტური ბალახია, რომელსაც ძლიერი ფესურა და მოკლე ღერო აქვს. ფოთლები დიდი ზომისაა, ხალთიანი, ქმნის მრავალშრიან მილისებრ ცრუ ღეროს, რომლის გავლით ჯერ ნორჩი ფოთოლი ამოდის, შემდეგ კი მტევნისებრი ყვავილედი.
მისი ნაყოფი ძვირფასი საკვები და საექსპორტო პროდუქტია. ბანანის კულტურული ფორმების ნაყოფი შედგება კანისა (40%) და ტკბილი ფქვილოვანი რბილობისაგან (60%), რომელიც შეიცავს 14-22% შაქარს, 5,8% სახამებელსა და 1,5%-მდე პროტეინს. ბანანის ნაყოფს იყენებენ როგორც ნედლად, ისე გამხმარს. მისგან ამზადებენ ბანანის ფქვილს, კონსერვს, მარმელადს, სიროფს, ღვინოს.
ბანანის დიეტა იქნა შემუშავებული ტოკიოს მედიკოსების მიერ ცოლ-ქმარი Hitoshi Watanabe და Sumiko-ს მიერ. მან მოიცვა თითქმის მთელი მსოფლიო.
ძალიან ადვილი დიეტაა, მისი პრინციპია: დილით საუზმეზე ერთი ბანანი ოთახის ტემპერატურის წყალათან ერთად, ხოლო შემდეგ შესაძლებელია კვება შეზღუდვის გარეშე, მაგრამ ბოლო კვება უნდა იყოს 8 საათამდე. ასევე აკრძალუალია რძის პროდუქტები, ნაყინი და დესერტი ვახშამზე. სადილზე დასაშვებია ერთი ულუფა ტკბილეულის მიღება. ერთადერთი სასმელი, რაც სასურველია მიიღოთ, ეს არის ოთახის ტემპერატურის წყალი.

კომენტარები